საქართველოს პავილიონი შანხაიში

2010 წლის 1 მაისს ჩინეთში, ქალაქ შანხაიში საზეიმოდ გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური გამოფენა EXPO. ყოველწლიური გამოფენა, ქვეყნის პოპულარიზაციას, მისი კულტურის წარმოჩენას ისახავს მიზნად, რათა უფრო მეტი ტურისტი მოიზიდონ. ამჯერად იგი ტექნოლოგიების ნამდვილ შეჯიბრად იქცა.აღნიშნული გამოფენა ყოველ 5 წელიწადში იმართება და 6 თვის განმავლობაში გრძელდება. ექსპო-2010-ის კონცეპციაა უკეთესი ქალაქი, უკეთესი ცხოვრება~. გამოფენაში 200-მდე ქვეყანა და 50-მდე საერთაშორისო ორგანიზაცია მონაწილეობს. ყოველდღიურად EXPO-ს ასიათასობით დამთვალიერებელი სტუმრობს. ჩინეთში წარმოდგენილ ქვეყნებს შორის საქართველოც იყო, რომლის გამოფენა ევროპის გაერთიანებულ
პავილიონში განთავსდა. ამ შემთხვევაში ძალიან დაგვეხმარა ჩინეთის რესპუბლიკა, რომელმაც განვითარებადი ქვეყნებისთვის ბიუჯეტის სამოცი პროცენტი
საკუთარ თავზე აიღო. ჩვენი სტენდი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა და ძალიან ბევრი დამთვალიერებელი ჰყავდა.

[iframe src=”http://www.cube.ge./ads1.swf” width=”380″ height=”200″][iframe src=”http://www.cube.ge./ads2.swf” width=”380″ height=”200″]
საქართველო აღნიშნულ გამოფენაზე 324 კვ. მეტრის სტენდზე არის წარმოდგენილი. ქვეყნის EXPO-ში მონაწილეობის ორგანიზატორი არის ეკონომიკური
განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. საქართველოს სტენდის კონცეპციაზე რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა. პროექტის ავტორი გახლავთ არქიტექტორი გიორგი ხმალაძე. სტენდის დიზაინი მაქსიმალურად წარმოაჩენს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს, ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას, ბუნების მრავალფეროვნებას. კომპოზიციის დომინანტს წარმოადგენს უზარმაზარი ვაზი, როგორც ჩვენი სიმბოლო, ძირში ქართული ანბანით. პავილიონის ოთხი კუთხე დაყოფილია წელიწადის დროების მიხედვით, სლოგანით – ხედი ჩემი
ფანჯრიდან. ზამთარში გუდაური და ჩვენი სამთოსათხილამურო კურორტებია წარმოდგენილი; ზაფხულში – ზღვის სანაპირო; ერთ კუთხეში თბილისია, კერძოდ კი, შარდენის ქუჩა. აქ წარმოდგენილი არის საქართველოს მდიდარი მემკვიდრეობის ამსახველი ექსპონატები, ფრაგმენტები უნიკალური ქართული
ძეგლებიდან. საქართველოს სტენდი განთავსებულია ევროპის საგამოფენო პავილიონში, სადაც ასევე წარმოდგენილია აზერბაიჯანი, ბულგარეთი, სომხეთი,
მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი და ევროკავშირის ორგანიზაცია. გამოფენის ფარგლებში, 28 ოქტომბერს გაიმართება საქართველოს ეროვნული დღე.

Untitled-7 Untitled-6 Untitled-5

 

Untitled-4 Untitled-3 Untitled-2

Comments

comments