ინტერიერი

ფერადი მექსიკური რესტორანი

ფერადი მექსიკური რესტორანი Techne Architexture – სგან .

ფერებით სავსე მექსიკური კულტურის ხასიათში შექმნილი რესტორნის Paco’s Tacos დიზაინი Techne Architexture – ს ეკუთვნის .

ინტერიერის თითოეული დეტალი მექსიკის ხასიათს ატარებს . ბევრი ყვითელი , ცისფერი , წითელი , იისფერი და მცენარეებით დატვირთული დიზაინი რესტორანს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის .

200 კვ.მ. სივრცესხვადასხვა სიმაღლისა და მოცულობის კონსტრუქციიბითაა დაყოფილი . თითოეულ კონსტრუქციაში სხვადასხვა დიზაინი , სხვადასხვა ავეჯი და ფერებია , რაც მრავალფეროვნებას მატებს დაწესებულებას .

მცენარეებს შეხვდებით კედლებზე , ჭერში , კონსტრუქციებზე , იატაკზე .

მექსიკა ფრიდა კალოს გარეშე წარმოუდგენელია , ფრიდას ნახავთ გრაფიტის სახით . ვარდისფერ კონსტრუქციას დეკორაციების სახით ჯვრები და რელიგიური ხასიათის  ნივთები  ამშვენებს .

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ