სტილი ვაბი საბი ინტერიერში
თქვენი რემონტი საწყის სტადიაზეა და ბევრს ფიქრობთ იმაზე , თუ როგორ გააკეთოთ ინტერიერი ისე , რომ არ იყოს ბანალური . სტილი ვაბი საბი ერთდროულად მარტივიცაა და რთულიც . მისი ფესვები იაპონურ კულტურასა და ბუდისტურ ფილოსოფიაშია . მისი აღწერა სიტყვებით არც ისე მარტივია , ის უბრალოდ უნდა ნახოთ .
ვაბი საბი ჩვენს ქვეყანაში არც ისე ცნობილია , თუმცა მისი ნახვის შემდეგ , შეუძლებელია შთაბეჭდილების ქვეშ არ იყოთ .
სტილ ვაბი საბის პრინციპები – ტყუილად არ ამბობენ , რომ უბრალოებასა და არასრულყოფულებაში დიდი სილამაზეა დამალული . სწორედ ამ სილამაზის პოვნა შეგიძლიათ ვაბი საბის ფილოსოფიაში . მისი 2 მთავარი პრინციპია :
1 . არაფერია სამუდამო
2 . არაფერია დასრულებული
3 . მთავარი შინაგანი სილამაზეა
თუ სახლის მოწყობას ვაბი საბის სტილში გადაწყვეტთ , პირველ რიგში უნდა მოაშოროთ უსარგებლო ნივთები , მათ შორის ტანსაცმელიც კი . დაივიწყეთ პრიალა ავეჯი . გახსოვდეთ , რომ მთავარი შინაგანი სილამაზეა , შესაბამისად , ავეჯი , სხვადასხვა მასალები და დეტალები მაქსიმალურად ,, შიშველი “ სახით უნდა იყოს წარმოდგენილი .
ის ფაქტი , რომ დროთა განმავლობაში ხე იხაზება , ფორმას იცვლის , და ყველა მასალა ხუნდება , ვაბი საბის შემთხვევაში არაფერს ნიშნავს . ისევე , როგორც ადამიანის ვიზუალი იცვლება ასაკთან ერთად , თუმცა ის აგრძელებს ასე ცხოვრებას , ასევეა ამ სტილის ინტერიერშიც . თითოეულ დეტალზე აღბეჭდილი უნდა იყოს თქვენი ცხოვრების რიტმი და ნებისმიერმა რამემ უნდა გაიაროს ცხოვრების საკუთარი ციკლი .
ინტერიერში დატოვეთ მხოლოდ ის , რაც აუცილებლობას წარმოადგენს . ზედმეტი ნივთების მოშორებით სახლს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემთ და ინტერიერიც უფრო სასიამოვნო გახდება .
გარკვეული თვალსაზრისით , ვაბი საბი ვინტაჟური სტილია , მაგრამ უფრო ღრმა ფილოსოფიის მატარებელი , მისთვის არ არის მთავარი ფასი და მასალები , მთავარია ცხოვრების ,,ნაკვალევი“ . არ დაგავიწყდეთ , რომ ეს სტილი არ არის მხოლოდ ესთეტიკა , ის ცხოვრების სტილიცაა .
ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ