კედლის დეკორატიული ლესვა

კედლის დეკორატიული ლესვა

კედლის დეკორატიული ლესვა  დაძველების ეფექტით : ვენეციანკა
კედლების დეკორატიული ლესვა – ვენეციანკა ,  უძველესი დეკორატიული ტექნოლოგიაა , იგი გამოიყენებოდა ჯერ კიდევ ანტიკურ რომში . მშენებლობის დროს რჩებოდა მარმარილოს მტვერი  , მას იყენებდნენ როგორც საწყისს, სალესი ხსნარისთვის . ამ დეკორის მეორეთ დაბადება მოხდა ვენეციაში, რენესანსის ეპოქაში

ხსნარში შეიძლება  მოხდეს პიგმენტების დამატება , როგორც ნატურალურის ასევე ხელოვნურის .  ხსნარი კედელზე დაიტანება რამოდენიმე უთხელეს ფენად და ხდება ჩამოწმენდა სანამ ზედაპირი არ გახდება პრიალა . გამშრალ მდგომარეობაში დეკორატიულმა ნალესმა შეიძლება მიიღოს მარმარილოს ფაქტურა .  ნალესი წყალმედეგია , აქვს ანტიბაქტერიული თვისებები , გამოიყურება შესანიშნავად .

 

იმისთვის რომ ნალესს ჰქონდეს სიპრიალე და სიღმე , ხდება კედლის გასანთლვა .  განვიხილოთ თუ როგორ შეიძლება საკუთარი ხელებით გავაკეთოთ ესეთი კედლის დეკორირება .

ნაბიჯი 1:  მუშაობა დაიწყეთ ლითონის შპატელზე დეკორატიული ხსნარის დადებით .

kedlis dekoratiuli lesva venecianka

 

რჩევა : იმისთვის რომ შეამციროთ უსწორმასწოროებები თქვენს ზედაპირზე  ,  შპატელის დაბოოვება გადაამგვალეთ 100 იანი შკურკით .

 

ნაბიჯი 2: დაიწყეთ ხსნარის ზედაპირზე დატანა ზედა კუთხიდან და გააკეთეთ ინტენსიური ლაქები  15 – 30 გრადუსზე დახრილი შპატელით

kedlis dekoratiuli lesva venecianka

 

ნაბიჯი 3: გაანაწილეთ ხსნარი ზედაპირზე არეულად , პატარა და დიდი შემთხვევითი ლაქებით . ხსნარის გარეშე ზედაპირი უნდა იყოს მხოლოდ  რამოდენიმე ადგილას . გააგრძელეთ ხსნარის დატანა იქამდე , სანამ მთელი კედელი არ იქნება დაფარული . მიეცით კედელს საშუალება გაშრეს დაახლოვებით 4 საათის განმავლობაში , შემდეგი ფენის დატანამდე .

რჩევა : ხშირად გაწმინდეთ შპატელიმ.

kedlis-dekoratiuli-lesva-venecianka-(3)

ნაბიჯი 4:  ზედა კიდესთან დაბრუნებისას , დაიტანეთ თხლად მეორე ფენა პირველ ფენაზე . იხმარეთ ინსტრუმენტი 60 -90 გრადუსიანი დახრით .

kedlis-dekoratiuli-lesva-venecianka-(4)

 

ნაბიჯი 5: მთლიანად შეავსეთ სიცარიელეები და ჩაღმავებები

kedlis dekoratiuli lesva venecianka

 

ნაბიჯი 6: დაამუშავეთ ყველა ამობურცულობები . 

kedlis dekoratiuli lesva venecianka

 

რჩევა : მიეცით მეორე ფენას გაშრობის საშუალება 24 საათიგანმავლობაში,  პოლირებამდე . ბოლო ფენა სასურველია დაედოს ზედაპირს უფრო მეტად სველი ან უფრო სწრაფი მოძრაობებით . პოლირება უნდა მოხდეს საბოლოო ფენის დადებამდე .

ზედა ფენა 

ნაბიჯი 1: თუ თქვენ მზად ხართ დაიტანოთ საბოლოო ფენა მომზადებულ ზედაპირზე , გამოიყენეთ სუფთა 4 დიუიმიანი ლითონის შპატელი , 60-90 გრადუსით დახრილი . მიეცით საშუალება ფენას გარშრეს დღე ღამის განმავლობაში .

 

რჩევა : საბოლოო ფენა გააკეთეთ ძალინიან თხელი ფენით , ასეთ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ თავი აარიდოთ ჰაერის ბუშტების წარმოქმნას , რომელიც სულ სხვა შეხედულებას აძლევს კედელს .

kedlis dekoratiuli lesva venecianka

პოლირება 

ნაბიჯი 1 : თუ თქვენ აკეთებთ კედლის პოლირებას , გამოიყენეთ შკურკის ქაღალდი 400 იანი მარცვლით  . ხელის მოძრაობა ზედაპირზე უნდა იყოს წრიული , სანამ არ მიიღებთ იმ შეხედულებას , რომელიც თქვენ მოგწონთ .

kedlis dekoratiuli lesva venecianka

 

რჩევა: მიეცით საშუალება დეკორატიულ ნალესს ,  გაშრეს 24 საათის განმავლობაში სანამ დაიწყებთ პოლირებას .

ნაბიჯი 2: გაწმინდეთ პოლირებული ზედაპირი ოდნავ სველი ნაჭრით , რათა მოაშოროთ მტვერი ნალესს .

ნაბიჯი 3:  გაიმეორეთ პროცესი : სანამ არ შეატყობთ რომ მიაღწიეთ სასურველ შედეგს.

kedlis dekoratiuli lesva venecianka

 

Comments

comments