რემონტი

როგორ დავაგოთ სწორად ლამინატი – ეტაპობრივი ინსტრუქცია

უნიკალური ექსპლუატაციური მაჩვენებლების წყალობით და შესანიშნავი ვიზუალური შეხედულებით , ლამინატი გახდა პოპულარული იატაკის მოსაპირკეთებელი მასალა ბაზარზე. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ თუ როგორ უნდა დავაგოთ ლამინატი , გაგაცნობთ დაგების სწორ კომპოზიციას და გირჩევთ თუ რა ხელსაწყოები გამოიყენოთ დაგების დროს.

ლამინატს აგებენ როგორც ბინებში და კერძო სახლებში , ასევე საზოგადოებრივ შენობებში. ამ მასალის უპირატესობებიდან ერთერთი მისი დაგების სიმარტივეა.   შეიძლება ითქვას რომ ლამინატის დაგებას გაუმკლავდება გამოუცდელი ადამიანიც კი.

[iframe src=”http://www.cube.ge./ads1.swf” width=”380″ height=”200″][iframe src=”http://www.cube.ge./ads2.swf” width=”380″ height=”200″]

 

იატაკის ზედაპირის მომზადება 

მთავარი მოთხოვნა ლამინატის კარგად დასაგებათ, არის იდეალურათ სწორი იატაკი .  უსწორმასწორო ზედაპირი გამოიწვევს რომ ლამინატზე ზედაპირზე დატვირთვა იქნება არათანაბარი.  რაც დასრულდება იმით რომ დაფები ამოვარდება ეგრეთ წოდებული “საკეტებიდან”  და მოხდება დასშლა.

  1. ძველი ხის იატაკის არსებობის შემთხვევაში , პირველ რიგში უნდა დავრწმუნდეთ მის ჰორიზონტალურ სისწორეში. ამისთვის როგორც წესი იყენებენ თარაზოს.  დასაშვებია 2 მეტრ მანძილზე 2-3 მმ სიმაღლის ცდომილებები.  თუ ცდომილება დაშვებულზე უფრო მეტია , იატაკს ზედაპირს ასწორებენ შესაბამისი ხელსაწყოებით.

გარდა ამისა უნდა შემოწმდეს ზედაპირის სიმყარე . თუ ფიცრები იდრეკება ადამინის სიმძიმის ზეგავლენით.  უნდა მხდეს მათი შეცვლა ან გამაგრება.

iatakis-momzadeba-laminatis-dagebamde

2.   თუ ლამინატი იგება ბეტონის ზედაპირზე, მისი ჰორიზონტალური სისწორე იუნდა გაიზომოს ისევე როგორც ხის იატაკსი შემთხვევაში. როცა სიმაღლის ცდომილება აჭარბებს დასაშვებ ნორმას , ზედაპირი ითველბა  ლამინატის დაგებისთვის არავარგისიანათ.  ესეთ შემთხვევაში ძველი მოჭიმული იატაკის (სტიაშკის) ზემოდან ხდება ახალი ზედაპირის მოჭიმვა. მისი სიმაღლე არ უნდა აღემადებოდეს 20 მმ -ს .  ზედაპირის სისწორის შესამოწმებლათ გამოდგება თარაზო .

 

ქვეშსაგების და გიფროიზოლაციის დაგება 

1. ლამინატის დაგებამდე იატაკზე უნდა დაეფინოს გიდროიზოლაციის ფენა . ამ მიზნისთვის ხშირათ იყენებენ პოლიეთილენს, თუმცა შეიძლება გამოყენებუ იქნეს ლენტური ჰიდროსაიზოლაციო მატერიალი. ლენტის ზედაპირს აფენენ იატაკის სრულ ფართზე, 20 სმ -ის კედელზე გადასვლით.  გადაბმების ადგილებში ლენტები ერთმანეთზე სკოჩით ებმევა.  ამ ყველაფრის ზემოდან უკვე ლამინატის საფენი ეგება.

iatakis-hidroizolacia

 

2. საფენის დანიშნულებას ასრულებს პოლიეთილენის ნაჭრები. მისი დაგება ლენტების ანალოგიურათ ხდება და მათი ერთმანეთზე სკოჩით დაკავშირებაც.

laminatis-qveshsagebis-daskochva

ლამინატის დაგების მთავარი წესი

1. ლამინატის დაგების ტექნოლოგის მიხედვით, ძირითად მატერიალს სჭირდება ადაპტაცია იმ გარემოსთან სადაც უნდა დაეგოს. საკმარისია მისი ამ გარემოში რამოდენიმე დღით დატოვება . იგი ეჩვევა ტენიანობას და ტემპერატურას .

 

ინსტრუმენტები რომლებიც საჭიროა ლამინატის დასაგებათ.

2. იმისათვის რომ პროცესი უფრო ჩქარა წარიმართოს უნდა მოიმარაგოთ ყველა საჭირო ინსტრუმენტი.

დაგჭირდებათ:

  1.  ფანქარი
  2. ელექტრო ხერხი ან უბრალო ხერხი
  3. მზომი (რულეტკა)
  4. ჩაქუჩი (რეზინის თავით)
  5. ხის პლანკა (სიგრძით 15-20 სმ) ლამინატის პანელების მისაჭიმათ.

ელექტრო ხერხი თქვენს სამუშაოს გაცილებით გაამარტივებს.

 

დაგების ტექნოლოგია  

3. მყარი საფარის შექმნის შემდეგ , იწყება უშუალოთ ლამინატის დაგება. დაგება იწყება ნებისმიერი კუთხიდან, რომელიც ყველაზე მოხერხებულია.  თუმცა დაგება აუცილებლათ მარცხნიდან მარჯვნივ უნდა მოხდეს. ერთადერთი მოთხოვნა რაც უნდა გაითვალიწინოთ არის – დაგება ოთახში შემომავალი სინათლის მიმართულებით.

 

laminatis-sinatlis-mimartulebit-dageba

4. ლამინატს აქვს გაფართოვების თვისება, შეკუმშვა ტენიანობის ცვლილების შემთხვევაში. იატაკის ამობერვის თავიდან ასაცილებლათ, დაგების დროს  , ლამინატსა და კედელს შორის უნდა დავტოვოთ დაახლოვებით 8-10 მმ – იანი ცარიელი ადგილი. რომლებშიც ჯდება სპეციალურათ ამისთვის გათვალისწინებული დამხმარეები.

 

laminatis-chamketebis-tipebi

 

ძალიან მნიშვნელოვანია დაგებამდე გაითვალოს ლამინატის რიგების რაოდენობა . თუ ბოლო რიგში მყოფ ლამინატს სიგანე ექნება 5 სმ -ზე ნაკლები , ესეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს პირველი და ბოლო რიგის ლამინატების ისე დაჭრა რომ მათ ერთნაირი სიგანე დარჩეთ. 

5. პირველი რიგის ყველა ლამინატი ეწყობა “კბილით” კედლისკენ , ხოლო კედელთან მჭიდროთ მიჭიმვისთვის ყველა კბილს ჭრიან ხერხით. პირველი რიგის ყველა ლამინატი ჩამკეტების მეშვეობით ერთმანეთს ებმევა, ხოლო მეორე რიგის ლამინატი პირველის გრძივ ჩამკეტში დახრილად ჯდება და შემდეგ სწორდება იატაკზე.

eleqtro-xerxi-laminatis-saWrelat

 

6. მეოერ რიგის დაგების დროს უნდა გავითვალისწინოთ ნახატის არევა 25-30 სმ -იანი ბიჯით. ამისთვის უნდა მოვჭრათ ლამინატს ნაწილი , დავაგოთი კედლეთან და შემდეგ გავაგრძელოთ კვლავ მთლიანი დაფით.

 

7. ბოლო რიგის დაგება ხდება ისევე როგორც პირველის . როგორცვე ბოლოსკენ მიდის მეორე რიგის ლამინატი. ბოლო ნაჭრის მიჭიმვა [ირველ რიგთან,  ხის ნაჭრითა და ჩაქუჩით ხდება.  ხოლო კედლის მიმაღტულებით კი დამხმარე ინსტრუმენტის საშუალებით .

xelsacyo-laminatis-misachimat

 

ლამინატი ჩამკეტებით “lock” და “Click”  , მათი დაგების წესები

ლამინატის პანელებისთვის შემუშავებულია რამოდენიმე ჩამკეტის ვარიანტი. განვიხილოთ ისეთი ჩამკეტები როგორიც არის “lock” და “Click”. განსხვავება ჩვეულებრივი საკეტებისგან არის ფიქსაციის პრინციპში.

პანელები “Click” ჩამკეტით პირველრიგში აერთებენ ერთმანეთად კუთხით. შემდეგ ასორებენ იატაკზე და ხის პლანკით სვავენ ერთმანეთსი. პანელები “lock” ჩამკეტით იგება ჰორიზონტალურათ, და შემდეგ ხდება ხის პლანკით მათი ერთმანეთან მიჭიმვა.

laminatis-chamketi-sistemebi

 

 

 

 

Leave a Reply