როზეტები და ჩამრთველები

როზეტები და ჩამრთველები

როზეტები და ჩამრთველები საძინებელ ოთახში : როგორ განვათავსოთ ისინი სწორად

უპირველეს ყოვლისა , საძინებელში როზეტების მდებარეობა დამოკიდებულია ტელევიზორისა და საწოლის განლაგებაზე , თუმცა არა მარტო .

როზეტები და ჩამრთველები

არეული ან კედლებზე ჩამოკიდებული გრძელი კაბელების თავიდან ასაცილებლად , მნიშვნელოვანია რემონტის დაწყებამდე იფიქროთ როზეტების სწორ განლაგებაზე , ამისათვის დაგჭირდებათ ელექტროობისა და განათების სქემა საძინებლისთვის . ამ რჩევის გათვალისწინება სხვა ოთახებშიც გამოგადგებათ, თუმცა სტატიაში მხოლოდ საძინებელ ზონაზე ვისაუბრებთ .

როზეტები და ჩამრთველები

რა არის ელექტროობის გეგმა?

ელექტროობის სქემაზე ნაჩვენებია სად იქნება ჩამრთველი , როზეტი , რევერსული ჩამრთველი , ბრა … გეგმა გაძლევთ საშუალებას წინასწარ იცოდეთ სად , რა სიმაღლეზე იქნება თითოეული მათგანი .

როზეტები და ჩამრთველები



ხშირად , ბინის შეძენისას მასში უკვე გხვდებათ რამდენიმე წერტილი და ალბათ ფიქრობთ , რომ თქვენ ელექტროობის თქვენი გეგმა აღარ დაგჭირდებათ , თუმცა ცდებით , რადგან სახლის ყველა პატრონს თავისი ხედვა აქვს , ერთსა და იმავე ოთახში შეიძლება კაბინეტი , ბიბლიოთეკა ან საძინებელი იყოს , ამის გამო თქვენს მიზნებს წინასწარ ვერ გამოიცნობს მშენებელი . კაბინეტზე მორგებული ელექტროობის სქემით კი საძინებელში ავეჯის განთავსება ძალიან გაგიჭირდებათ ისე , რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ .

როზეტები და ჩამრთველები


საცხოვრებელი სივრცის დაგეგმარების შემდეგ  ხშრად ელექტროობის გეგმა კეთდება , რადგანაც ავეჯის განლაგება როზეტებისა და ჩამრთველების მდებარეობასთან პირდაპირ კავშირშიაა .

როზეტები და ჩამრთველები

დღესდღეობით , ადამიანთა უმეტესობა გაღვიძებისთანავე სარგებლობს ტელეფონით ან სხვა ციფრული ტექნიკით , შესაბამისად საწოლთან განათების წყაროსა (დაკიდებული ან ტუმბოს სანათი , ბრა ) და დენცქვიტას არსებობა უმნიშვნელოვანესია . საწოლთან არსებული როზეტების შუა წერტილის სიმაღლე იატაკიდან 60 – 80 სმ-მდეა ( დამოკიდებულია ტუმბოს სიმაღლეზე )

როზეტები და ჩამრთველები


თუ საძინებელი დიდია , მნიშვნელოვანია , რომ გამოიყენოთ რევერსული ჩამრთველები . მათი გამოყენებისას ოთახში ერთზე მეტი წერტილიდან შეძლებთ ჩააქროთ და აანთოთ ერთი და იგივე სანათი . საძინებლის შემთხვევაში ,  გირჩევთ რევერსიული ჩამრთველი ოთახში შესასვლელი კარის გვერდით ( იატაკიდან 90 სმ სიმაღლეზე ) და საწოლის ორივე ტუმბოს თავზე განათავსოთ . თუმცა ერგონომიკასა და დიზაინერების რჩევებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია თქვენი აზრი , შესაბამისად , შეგიძლიათ სტატიაში მოცემული რჩევები საერთოდაც არ გაითვალისწინოთ .

როზეტები და ჩამრთველები

თუ საძინებელში საწერი მაგიდის მოთავსებას აპირებთ , დაგჭირდებათ 1 ან 2 როზეტი , აუცილებლად გაითვალისწინეთ ინტერნეტის წყარო კომპიუტერისთვის . ჩვეულებრივ , საწერი მაგიდა 73-75 სანტიმეტრის სიმაღლისაა , შესაბამისად , როზეტების შუა წერტილი , სასურველია მაგიდისგან 15–20 სანტიმეტრით იყოს დაშორებული .
მაკიაჟის მაგიდის ან უბრალოდ კონსოლის შემთხვევაში , არ დაივიწყოთ დენცქვიტები , რომელთა შუა წერტილიც ავეჯის ზედაპირიდან 15-20 სმით უნდა იყოს დაშორებული .

როზეტები და ჩამრთველები

თუ თქვენს საძინებელში ტელევიზორის განთავსებას აპირებთ , თქვენ მინიმუმ 4 როზეტი დაგჭირდებათ – 3 დენცქვიტა და ასევე ინტერნეტის წყარო .

როზეტები და ჩამრთველები

აივანზე გასასვლელის არსებობის შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ ჩამრთველი , რომელიც აივანზე არსებულ განათებას მართავს , ასევე მნიშვნელოვანია  ცალკეული დენცქვიტები , რომლებიც იატაკიდან 25-30 სმ სიმაღლეზე უნდა განთავსდეს . მათი გამოყენება კომფორტულია მტვერსასრუტით სარგებლობისას ან ინტერიერში ტორშერის შემოტანის სურვილის შემთხვევაში .

როზეტები და ჩამრთველები
როზეტები და ჩამრთველები

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ

Comments

comments