სახლი

ჯენიფერ ენისტონის და ჯასტინ ტერუს სახლი ლოს ანჯელესში

ჯენიფერ ენისტონის და ჯასტინ ტერუს სახლი ლოს ანჯელესში

მოგესალმებით ძვირფასო მკითხველებო ..  წარმოგიდგენთ ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობის ჯენიფერ ენისტონის საცხოვრებელ სახლს ლოს ანჯელესში . ამ სახლის დათვალიერების დროს , რომელიც შექმნილია პროფესიონალი დიზაინერების მიერ , ჩვენ აღმოვაჩენთ საინტერესო ” გათვლებს ” რომელიც ნებისმიერ დამთვალიერებელს შეიძლება დაეხმაროს საკუთარი სახლსი მოწყობაში . ჯენიფერ ენისტონსა და ჯასტინ ტერუს სურდათ სახლი მშვიდ ადგილას ჰქონოდათ , პანორამული ხედით , სუფთა ჰაერზე და ვენახით. მსახიობის ახლანდელი სახლი მდებარეობს ბევერლი ჰილსში , რომელიც საკმაოდ მდიდრულად გამოიყურება , თუმცა მსახიობს იგი მაინც არ აკმაყოფილებდა .  ამიტომაც გადაწყვიტა რომ , შეეცვალა არა მხოლოდ ინტერიერი , არამედ საცხოვრებელი ადგილიც . სულ ცოტახანში მსახიობმა გაყიდა ბინა 38 მილიონ დოლარად .

ახალი სახლი ჯენიფერმა შეიძინა მთაში , სანტა მონიკაში – რომლის საერტო ფართი 790 კვ.მ – ია .  სახლი განლაგებულია სამ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე , სადაც მის გარდა მოთავსებულია :  სახლი სტუმრებისთვის, ბასეინი , ვენახი , სასეირნო ადგილი და რათმაუნდა პანორამული ხედი – ქალაქზე.

სახლი აშენებულია 1965 წელში , ცნობილი არქიტექტორის არჩიბალდ კუინსკ ჯონსონის მიერ. პროექტის მთავარი მახასიათებელია – დიდი პანორამული კარ-ფანჯრები , რომლებიც მთელ პერიმეტრზეა განლაგებული , შესაბამისად სახლი ძალიან ნათელი გამოვიდა.

Jennifer Aniston is saxli los anjelesshi Jennifer Aniston is saxli los anjelesshi

Jennifer Aniston is saxli los anjelesshi Jennifer Aniston is saxli los anjelesshi Jennifer Aniston is saxli los anjelesshi

საცხოვრებელ ფართში განლაგებულია :  მისაღები ოთახი , ოთხი საძინებელი , სამზარეულო სასადილო ოთახი , ექვსი აბაზანის ოთახი , სამი ბუხრის ოთახი

მისაღები ოთახი

მისაღები ოთახი უზარმაზარი პანორამული ფანჯრებითაა , ოთახი გაფორმებულია ღია , ნათელი ფერებით . ძირითადი დომინანტი ფერი სახლში – წითელია , ფიგურირებს დეკორის სახით სვეტებსა და კედლებზე .  ინტერიერი ძალიან ლაკონურია , ზედმეტი დეტალების გარეშე , ყველაფერი ზუსტად დაბალანსირებულია .

Jennifer Aniston is saxli los anjelesshi Jennifer Aniston is saxli los anjelesshi

 

მოსასვენებელი ოთახი

მოსასვენებელი ოთახი გაფორმებულია მკაცრი – თეთრი ფერით , მაგრამ აქაც გამოყენებულია მკვეთრი ფერები – ლურჯი , ყვითელი და წითელი . აღსანიშნავია ის რომ , თეთრი ავეჯი არაჩვეულებრივად გამოიყურება წითელ ფონზე . ჯენიფერ ენისტონის სახლის ინტერიერში კიდევ ერთი მოსასვენებელი ოთახია , ბუხრით და პატარა ბიბლიოთეკით . ეს ოთახი მშვიდ პასტელურ ფერებშია .

Jennifer Aniston is saxli los anjelesshi

სასადილო ოთახი

სასადილო ოთახი საკმაოდ მოდურია , მაგიდა შუშის ზედაპირით , სკამები ლურჯი ქსოვილით და არაჩვეულებრივი ხედი შიდა ეზოში . ეზოში სადაც დეკორატიული ბილიკები და ბასეინია მოთავსებული .

Jennifer Aniston is saxli los anjelesshi

Jennifer Aniston is saxli los anjelesshi

საძინებელი ოთახი

საძინებელი ოთახი მოულოდნელი აღმოჩენაა , საკმაოდ უბრალოდ გაფორმებული თეთრ და ბეჟ ტონებში , დიდი საწოლით და ღია ნაცრისფერი ნოხით გაფორმებული .

Jennifer Aniston is saxli los anjelesshi

აბაზანის ოთახი

სააბაზანო ოთახი მშვიდ ფერებშია გადაწყვეტილი , რის გამოც ძალიან მყუდროდ გამოიყურება .  მეორე აბაზანა დაგეგმილია პანორამული ვიტრაჟებით , საიდანაც ხდება გასვლა პალმებიან ეზოში .

Jennifer Aniston is saxli los anjelesshi

Jennifer Aniston is saxli los anjelesshi Jennifer Aniston is saxli los anjelesshi

სახლის წინ წარმოდგენილია ულამაზეს იბასეინი შეზლონგებით , რომელიც რვა პერსონაზეა გათვლილი . იქვე ქოლგის ქვეშ დგას კომფორტული მაგიდა და სკამები . ამის გარდა ამავე ტერიტორიაზე , გაშენებულია არაჩვეულებრივი ვენახი , სასერინო ბილიკები და იდეალური მწვანე საფარი .

Jennifer Aniston is saxli los anjelesshi Jennifer Aniston is saxli los anjelesshi Jennifer Aniston is saxli los anjelesshi

Jennifer Aniston is saxli los anjelesshi

რუბრიკის ავტორი : რუსუდან გამსახურდია

Leave a Reply