არქიტექტურული პროექტები

სახლი კონტეინერი

სახლი კონტეინერი

გადაზიდვისთვის განკუთვნილი კონტეინერებისგან სახლის შექმნა სულ უფრო აქტუალური ხდება , დღეს ჩვენ ვისაუბრებთ Ben Uyeda – ს სახლ-კონტეინერზე , რომელიც კალიფორნიაში მდებარეობს .

სახლი კონტეინერი



სახლი შედგება სამი სხვადასხვა ზომის კონტეინერისგან . პირველში განთავსებულია საერთო ოთახი , სამზარეულო და მთავარი საძინებელი აბაზანით . მეორეში – სტუმრის საძინებელი აბაზანით , მესამე კონტეინერი კი სათავსოდ გამოიყენება , თუმცა სამომავლოდ მასში კიდევ ერთი საძინებლის ან კაბინეტის მოწყობაა შესაძლებელი .

სახლი კონტეინერი


სახლის ინტერიერი ნათელია . მთავარი ფერი თეთრია ხის აქცენტებით . იმის გამო რო კონტეინერი საკმაოდ ვიწროა , ორივე მხარეს დიდი ვიტრაჟებია , ასე სივრცე ვიზუალურად უფრო დიდი ჩანს .

სახლი კონტეინერი



შესაძლოა იფიქროთ , რომ სახლ-კონტეინერებში სრულად აღჭურვილი სივრცეების მოწყობა შეუძლებელია , თუმცა თუ გადახედავთ ამ ტიპის ინტერიერებს , მიხვდებით , რომ მასში საძინებელი , სამზარეულო , საერთო და სასადილო ოთახები და აბაზანები , სრული აღჭურვილობით თავისუფლად შეიძლება მოეწყოს .

სახლი კონტეინერი

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ