არქიტექტურული პროექტები

სახლი კოსტა რიკაში

სახლი კოსტა რიკაში

Formafatal – ის არქიტექტორმა დაგმარ სტეფანოვამ კოსტა რიკაში ეს უნიკალური სახლი შექმნა .

შენობა თავისი გამწვანებული სახურავით ერწყმის კოსტა რიკის ჯუნგლებს . მის გარე მოსაპირკეთებელ მასალად გამომწვარი ხის მერქანი გამოიყენეს , სახლის მეპატრონეებს არ სურდათ ფანჯრების გამოყენება , ამიტომ შენობა მთლიანად შავი პანელებითაა მოპირკეთებული და თითქმის შეუმჩნეველია მწვანე სახურავის გამო .   

სახლი კოსტა რიკაში

თუმცა სახლის მეორე ფასადზე , რომელიც 26 მეტრი სიგრძისაა , გამოყენებულია მეტალის პანელები , რომლებსაც ნახვრეტები აქვს და ჩრდილებით საინტერესო გარემო იქმნება დღის განმავლობაში . ასევე შესაძლებელია მათი აწევა და სახლის მთლიანად გახსნა .
 


სახლის ინტერიერში გამოყენებულია  ბუნებრივი მასალები და ფერები .


საცხოვრებლის ერთ-ერთ საინტერესო ნაწილს მთავარი საძინებელი წარმოადგენს , რომელიც მთლიანად შუშის კედლებითაა შემოსაზღვრული .



ინტერიერის ზონირებისთვის გამოიყენეს ფერადი შირმები , დაკეცილ მდგომარეობაში უბრალოდ ნახატები გეგონებათ , თუმცა  სურვილის შემთხვევაში  შესაძლებელია სივრცეების მთლიანად გამოყოფა .

სახლი კოსტა რიკაში
სახლი კოსტა რიკაში
სახლი კოსტა რიკაში
სახლი კოსტა რიკაში
სახლი კოსტა რიკაში
სახლი კოსტა რიკაში
სახლი კოსტა რიკაში

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ