არქიტექტურული პროექტები

სახლი სახურავზე

სახლი სახურავზე

WARchitect – მა დააპროექტა თანამედროვე ხის სახლი კორპუსის სახურავზე ბანგკოკში .

სახლი სახურავზე

თავდაპირველად , სახურავი მხოლოდ წყლის რეზერვუარების შესანახად გამოიყენებოდა და მასზე ბევრი თავისუფალი სივრცე იყო , ამიტომაც შენობის მფლობელმა თავისთვის პატარა სახლის აშენება გადაწყვიტა .

სახლი სახურავზე



შენობასა და მასზე არსებულ სახლს შორის ვიზუალური კონტრასტი რომ არ ყოფილიყო , სახლი სახურავის შუაგულში აშენდა და ირგვლივ თავისუფალი სივრცე დარჩა , ამიტომ , როდესაც შენობას ქვემოდან შეხედავთ , შესაძლოა ვერც კი დაინახოთ რომ მასზე საერთოდ რამეა განთავსებული .

სახლი სახურავზე


ხის სახლში გამოყენებულია დიდი ვიტრაჟები . მასში გახსნილი საერთო სივრცე , სასადილო ოთახი , სამზარეულო , ორი საძინებელი და სამი სააბაზანოა .

სახლი სახურავზე


 კედლები , იატაკები და ჭერები ხითაა მოპირკეთებული და იდეალურად ერწყმის ექსტერიერს . დიდი ღიობები შლის ზღვარს გარესამყაროსა და ინტერიერს შორის .

სახლი სახურავზე


მიუხედავად იმისა , რომ სახლი შენობის სახურავზეა აშენებული , მას  საკმაოდ დიდი ვერანდა აქვს , რომელიც ეზოს ფუნქციასაც ითავსებს  თავისი ზომის გამო .

სახლი სახურავზე
სახლი სახურავზე

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ