Flexform
Flexform
იტალიური ბრენდი Flexform საუკეთესო დიზაინერებთან თანამშრომლობით ქმნის შესანიშნავ რბილ ავეჯს და ასევე სხვადასხვა ტიპის ავეჯს . სტილისტური დიზაინი , კომფორტულობა და შესრულების მაღალი ხარისხი , ეს ის მიზეზებია რისი წყალობითაც ეს ბრენდი მსოფლიოში ერთ – ერთი ყველაზე პოპულარულია .
იტალიური კომპანია Flexform – ის ცნობადი სტილი , სპეციალიზირებას ახორციელებს კონკრეტულად რბილი ავეჯის შექმნაზე , ამაში კომპანიას ისეთი ცნობილი დიზაინერები ეხმარებიან , როგორებიც არიან : Antonio Citterio , Guido Rosati , Asnago & Vender , Cini Boeri , Giulio Manzoni , Joe Colombo , Paolo Nava , Rodolfo Bonetto , Carlo Colombo , Sergio Asti .
ფერების ძვირფასი პალიტრა – ძირითადი ფერებია შავი , ყავისფერი , ლურჯი , ნაცრისფერი , თეთრი ( თვითოეული ფერი ხშირად წარმოდგენილია სხვადასხვა ტონალობაში ) მდორე ხაზები , ლაკონური ფორმები განაპირობებენ დასვენებას და მოდუნებას .
რათქმაუნდა ისევე როგორც სხვა მაღალი კლასის იტალიური ავეჯი , Flexform – ის ნაკეთობა გამოირჩევა განსაკუთრებული შესრულების ხარისხით , რომელიც მიღწეულია თანამედროვე ინვაციური ტექნოლოგიებით .
კომპანიის სპეციალისტები ირჩევენ მხოლოდ სანდო და უსაფრთხო მატერიალებს – ნატურალურ ტყავს , ნატურალურ ძვირფასი ჯიშის ხეს , გამძლე შუშას და ლითონს , მარმარილოს , ელიტარულ ტექსტილს , პენოპიურეტანს , ნატურალურ ბამბას .
კოლექციაში Oltre , Emily , Jiff , Long Island , Moka , Groundpiece წარმოდგენილია არა მხოლოდ რბილი ავეჯი ( სამეული , სავარძელი , პუფი , სკამი და ა.შ ) არამედ ფართო არჩევანი მაგიდების , სტელაჟების და კონსოლების . ბევრი მოდელი – არის მოდულური , რაც საშუალებას იძლევა განვათავსოთ ისინი მაქსიმალური კომფორტით , პრაქტიკულად ნებისმიერ ფართში .
წარმოგიდგენთ კომპანია Flexform – ის მიერ შექმნილ რამოდენიმე ავეჯის სურათს .
ZEUS
დიზაინერი Antonio Citterio
GUSCIOALTO
დიზაინერი Antonio Citterio
PAT
GRANDEMARE
დიზაინერი Antonio Citterio
LIGHTPIECE
დიზაინერი Antonio Citterio
JENNY
GUSCIOALTO LIGHT
დიზაინერი Antonio Citterio
CRONO