ავეჯი გეომეტრიული ჩრდილებით
ახალგაზრდა უკრაინელ დიზაინერს დიმიტრი კოზინენკოს არაერთხელ გამოუყენებია თავის ნამუშევრებში არასტანდარტული ბუნებრივი მოვლენების ინტერპრეტაცია. მის ახალ კოლექციაში “Sunny” ავეჯს მკვეთრი გეომეტრიული ჩრდილები აქვს – როგორც შენობებს მზიან დღეებში. კოლექციაში შედის : სხვადასხვა ზომის ყავის მაგიდა , კედლის თაროები და სტელაჟები.
კოზინენკომ გამოიყენა სტილიზირებული , სქემატური ჩრდილის გამოსახულება, მსგავსად როგორც დიზაინერები ხატავენ ფურცელზე ესკიზის კეთების დროს . ფორმები შესრულებულია ლითონის წვრილი ზოლებისგან. ბუნებრივი შეხედულებისთვის ყველა ობიექტს ჩრდილები ერთი მიმართულებით აქვს,, თითქოს არიან ერთი უხილავი სინათლის წყაროს ქვეშ.
[iframe src=”http://www.cube.ge./ads1.swf” width=”380″ height=”200″][iframe src=”http://www.cube.ge./ads2.swf” width=”380″ height=”200″]
ფერების სხვადასხვა გამა, ამ ნივთების თითქმის ნებისმიერ ინტერირში განთავსების საშუალებას იძლევა.