დიზაინი

ზომას არ აქვს მნიშვნელობა

ზომას არ აქვს მნიშვნელობა : რავქნათ როდესაც ჩვენი სამზარეულო ძალიან პატარაა

პატარა სამზარეულო – პრობლემა ბევრ ბინაში . ძალიან ხშირად , მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გეგმარებისას , სწორედ ამ ოთახს ხვდება წილად ყველაზე პატარა კვადრატული ფართი , რაც უარყოფითად ისახება ბინის მფლობელის კომფორტზე . თუმცა , მინიატურულ სამზარეულოსაც შეუძლია გახდეს მყუდრო ადგილი ოჯახური შეკრებისთვის . მთავარია ვიცოდეთ , რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ოთახის მოწყობისას .

მისაღები გეგმარება

პირველ რიგში , სასურველია ჩამოვყალიბდეთ სამზარეულოს გეგმარებაზე . თუ ოთახი ძალიან პატარაა , მიზანშეწონილი იქნება მოვხსნათ კედლის ნაწილი , და გავაერთიანოთ იგი , მაგალითად , მისაღებ ოთახთან . ასე ჩვენ შევძლებთ ფართის გადიდებას და მოდური სტუდიოს ტიპის ბინის შექმნას.

თუ თქვენ დევიზია << ვამტვრიოთ – არ ავაშენოთ >> , ასეთ შემთხვევაში თქვენ გაქვთ გეგმარების კიდევ ორი ვარიანტი : სწორხაზოვანი ( ავეჯი თავსდება ერთი სწორი კედლის გასწვრივ ) და კუთხის ( კარადები და სამზარეულოს ზედაპირი თავსდება ორ კუთხის კედელზე ) .

patara samzareulos gegmareba
patara samzareulos gegmareba

თეთრი ფერი ინტერიერში

დიასახლისების უმეტესობა წინააღმდეგია თეთრი ფერის სამზარეულოში , რადგან თვლიან მას რთულ მოსავლელად . რაღაც დოზით – ისინი მართლები არიან . მაგრამ თუ თქვენი ოთახი ძალიან პატარაა , და თქვენ ქსურთ მისი თუნდაც ვიზუალურად გადიდება , ნათელი ფერები იქნება ყველაზე საუკეთესო ვარიანტი . თეთრი ფერი შეიძლება გამოყენებული იყოს არა მხოლოდ კედლების გაფორმებისთვის , ჭერისთვის , არამედ სამზარეულოს ” ფართუკის ” , ზედაპირის და ფურნიტურისთვისაც . თეთრი ფერი მუდამ აკტუალურია და 10 წლის შემდეგაც , სამზარეულოში იქნება მოდური , თუ თქვენ დაამატებს ფერად აქცენტებს . ამის გარდა , თეთრი ფერი ირეკლავს სინათლეს , რითაც , მატებს ინტერიერს განათებულობას .

patara samzareulos gegmareba

სწორი ავეჯი ინტერიერში

უპირატესობა მიანიჭეთ ნათელ ფერის ინტერიერის ნივთებს – ისინი არ გადატვირთავენ სივრცეს . შეგიძლიათ იყიდოთ დასაკიდებელი კარადები კედლის ფერში – ასე თქვენ ვიზუალურად გაადიდებთ ინტერიერს .

patara samzareulos gegmareba

დაიმახსოვრეთ ერთი მარტივი რამ – მასიური ავეჯი პატარა სამზარეულოში გამოიყურება ძალიან დიდად და მოუხერხებლად . იგი დაიკავებს მთლიან თავისუფალ ადგილს და საბოლოოდ თქვენ ვერ შეძლებთ სამზარეულოში მოძრაობასაც კი . ამიტომ უკეთესი იქნება , გამოიყენოთ მინიმალური საჭირო ავეჯი , გამჭირვალე ფეხებიანი სკამები , ბარის სკამები , შუშის მაგიდა , კარადის კარებები შუშებით .

სივრცის ეკონომიის კიდევ ერთი საშუალება – ჩაშენებული , მრავალფუნქციონალური ავეჯი . ნივთები – ტრანსფორმერები , დასაკეცი მაგიდა , დასაკეცი სკამები , მობილური მაგიდები გორგოლაჭებზე .

patara samzareulos gegmareba

ღია თაროები

ღია თაროებზე თუ შეინარჩუნებთ წესრიგს , ისინი გახდებიან კარგი დამხმარეები თქვენთვის . ეს არ ტვირთავს სივრცეს , არამედ ხდის მას უფრო თავისუფალს . არ არის აუცილებელი ყველა კედლსი გაფორმება ესეთი თაროებით – მათი ადგილ ადგილ გამოყენება გაახალისებს სამზარეულოს ინტერიერს .

patara samzareulos gegmareba

კარგი განათება

პატარა სამზარეულო საჭიროებს სინათლეს ბევრი რაოდენობით , იმიტომ რომ , თუ განათება იქნება ცუდი , ინტერიერი ვიზუალურად იქნება ვიწრო . თავიდან რომ ავიცილოთ ეს , უნდა შევეცადოთ რომ , ოთახში შემოდიოდეს უფრო მეტი შუქი . კარგი იდეა ფანჯრებზე რომაული ფარდების დაკიდება .

patara samzareulos gegmareba


patara samzareulos gegmareba

ბარის მაგიდა

პატარა სამზარეულოსთვის ბარის მაგიდა საკმაოდ კარგი გამოსავალია , რადგან იგი ეკონომიას უწევს ფართს . ესეთი სახის ავეჯი კარგი იქნება თანამედროვე ოჯახისთვის და ახალგაზრდებისთვის , რომლებიც შეჩვეულნი არიან ცხოვრების სწრაფ რიტმს . ხოლო მშობლებს და უფროსი თაობის ადამიანებს ეს არ გამოადგებათ . მათვით უკეთესია სამზარეულოში იყო განლაგებული სასადილო მაგიდა , პატარა ზომის .

საყოფაცხოვრებო ტექნიკა

დღეს მაღაზიებში წარმოდგენილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფართო ასორტიმენტი , რომლების არსებითათ ამარტივებს კერძების მომზადებას . ჩდება მხოლოდ ერთი შეკითხვა – სად მოვათავსოთ ყველა ეს ტექნიკა ?

პირველ რიგში , პურისაცხობის ან მიქსერის ყიდვამდე იფიქრეთ იმაზე რომ , იქნებ ისინი სულაც არ გჭირდებათ ? ჩვენ მუდამ მივსდევთ სიახლეებს , რომელსაც მუდმივად გვთავაზობენ რეკლამის სახით , მაგრამ საბოლოოდ პრაკტიკულად არ ვიყენებთ მათ . მეორეც ის რომ , არსებობს დიდი რაოდენობით მრავალფუნქციონალური აპარატურა , რომელიც ითავსებს სხვადასხვა სამზარეულოს ტექნიკის ფუნქციას .

patara samzareulos gegmareba

სამზარეულო მაცივრის გარეშე

თუ თქვენ მაცივარს დადგავთ ჰოლში ან გვერდით ოთახში , თქვენ გაგიჩდებათ შანსი არსებითათ გაზარდოთ დიზაინერული გადაწყვეტილება . თქვენ შეძლებთ შეიძინოთ სამზარეულოს კუთხე , დამატებითი დასაკიდებელი კარადები , დიდი ზომების სამზარეულოს გარნიტურა .

patara samzareulos gegmareba