როგორ მოვაწყოთ მისაღები ოთახი
1 . დაიწყეთ გეგმით , და არა ბალიშებით
ოთახის მოწყობისას ბევრი ადამიანი თავიდანვე ყიდულობს სხვადასხვა დეკორატიულ ნივტებს , ბალიშებს , და შემდეგ აღმოაჩენენ , რომ მათთვის ან ადგილი აღარ არის , ან უბრალოდ არ უხდება სივრცეს . მსგავსი შემთხვევის თავიდან ასარიდებლად , პირველ რიგში ჩამოაყალიბეთ გეგმა, და დაფიქრდით , თუ რისთვის გჭირდებათ ეს ოთახი , სტუმრების მისაღებად, წვეულების მოსაწყობად , ტელევიზორის საყურებლად , და მხოლოდ ოთახის დანიშნულების გარკვევის შემდეგ დაიწყეთ მის ვიზუალურ მხარეზე ფიქრი .
2. არ დაზოგოთ ფული დივანზე
მნიშვნელოვანია , რომ მისაღებში იყოს კომფორტული დივანი , რადგან ის ამ სივრცის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია . კარგად დააკვირდით ფაქტურას , ნაჭერს , გაითვალისწინეთ თქვენი ცხოვრების წესი და საკუთარი არჩევანი მოარგეთ მას .
3 . ყურადღება მიაქციეთ განათებას
მისაღებ ოთახში უპირატესობა მაინც ბუნებრივ განატებას ენიჭება , თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ხელოვნური განათების დამატება . სიმყუდროვის შესაქმნელად გამოიყენეთ ტორშერები , სანათები , სწორად შეარჩიეთ მასაა , რისგანაც იგი მზადდება .
4 . არ დაგავიწყდეთ ხალიჩები
იმის გარდა , რომ ხალიჩები სითბოს უზრუნველყოფან , შეიძლება მათი საშუალებით ოთახში ზონების გამოყოფა , ისინი კომფორტულ და მყუდრო გარემოს შექმნიან თქვენს სახლში , მათი არჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის ზედაპირსა და ფერებს .
5 . აქცენტები მაგიდაზე
ჟურნალების მაგიდა შეიძლება მისაღები ოთახის ცენტრალური ფიგურა გახდეს . არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების . შეგილიათ გამოიყენოთ ექსტრაორდინალური ჟურნალების მაგიდა რომელიც მთავარი ყურადრების მიმქცევი ნივტი იქნება თქვენს ოთახში .
6 . მასალები
მრავალფეროვანი გარემოს შესაქმნელად მნიშვნელოვანია სხვადასხვა მასალების გამოყენება , მეტალი , ხე , მინა და სხვა .
7 . ბალიშები
ბალიშები ერთ-ერთი სუაკეთესო საშუალებაა ფერების შემოსატანად და ოთახის გასაცოცხლებლად . თუ თქვენი ოტახი არც ისე ფერადია ამ ნივთების გამოყენებით შეძლებთ მის გაფერადებას , გამოიყენეთ მკვეთრი ფერის ბალიშები სხვადასხვა პრინტით .
8 . ხასიათი
ყველაფერთად ერთად თქვენ არ უნდა დაივიწყოთ თქვენი ხასიათი , დმაოკიდებულება , ინტერესები , რაც ხშირ შემთხვევაში აქსესუარებში გამოიხატება . აქსესუარები, ფოტოები , ნახატები დასრულებულ იერს სძენს სივრცეს .
სტატია მოამზადა – ლინდა დევაძემ