სტუდენტური საცხოვრებელი
სტუდენტური საცხოვრებელი
სტუდენტური საცხოვრებელი ესპანეთში
ვალენსიაში დაფუძნებულმა შემოქმედებითმა სტუდიამ Masquespacio შექმნა გახსნილი გეგმით – ფერადი ბლოკირებული ინტერიერი , სადაც განწყობა შექმნილი იყო სტუდენტური საცხოვრებლისთვის ესპანეთში .
ბილბაოს სტუდენტური რეზიდენციის ინტერიერის დიზაინი შეუკვეთა სტუდენტთა საცხოვრებელმა კომპანია Resa – მ .
Masquespacio – მ შექმნა 1, 850 კვადრატული ფართობის შენობის ღია გეგმა , რომელსაც აქვს სტუდიები 351 მოსახლისთვის უზრუნველყოფს სწავლის , სოციალიზაციის , შეხვედრებისა და სასადილო ადგილებს . მათ სურდათ , რომ Resa – ს მოსახლეობას ერთმანეთთან ძლიერი კავშირი ჰქონოდათ .
მათ შექმნეს თამამი და ფერადი ინტერიერი , მუქი მწვანე , ლავანდისფერი და მუქი ვარდისფერი , ხოლო რბილი ავეჯი და ტიხრები გამოიყენეს სივრცის ზონების დასადგენად .
ფერების ტექნიკის გამოყენებით მათ მიიღეს ძლიერი ვიზუალური გავლენა სივრცისთვის და ამავდროულად შეძლეს მკაფიო განსხვავება ყოფილიყო თითოეულ სივრცეს შორის . შენობაში განთავსებულია სამზარეულო , სასადილო ოთახი , სასწავლო ოთახები , სპორტული დარბაზი და ტერასა .
ჩამქვრალი ყვითელი ფარავს ჭერს სამზარეულოს თავზე , ხოლო ლავანდისფერი ფილები გამოიყენეს სამზარეულოს უკანა მხარეს . სამზარეულოში განთავსებულია ხის ავეჯი ყვითელი აქცენტებით , რომელთაგან ზოგი დგას ბორბლებზე , რათა მომხმარებლებმა შეძლონ კონფიგურაცია , როგორც თავად მოისურვებენ . სასადილო მაგიდები და სკამები მწვანე ფონზე მოათავსეს სასადილო სივრცის დასადგენად , რომლებიც ამფითეატრის სტილის დასაჯდომებს ქმნის ჯგუფური ურთიერთობების გასაზრდელად .
კომპანიამ შესთავაზა მათ უამრავი ვარიანტი , რომ რეზიდენციაში გატარებული დღე ყოფილიყო უფრო მიმზიდველი და დახმარებოდათ მათ , რომ ყოფილიყვნენ უფრო კრეატიულები .
რეზიდენციის სასწავლო სივრცეებში გამოიყენეს შუშის კედლები სიჩუმის უზრუნველსაყოფად , მაგრამ მათი გახსნა შესაძლებელია სასწავლო სივრცის მიმდებარე დარბაზთან დასაკავშირებლად .
ლურჯად შეღებილი აგური და წითელი ხავერდის ფარდები წრიულ ლიანდაგზე დამატებით სიმყუდროვის შეგრძნებას ანიჭებს ოფიციალურ სასწავლო სივრცეებს .
კედლები და მილები დარჩა ხელშეუხებელი , რათა ინტერიერისთვის ინდუსტრიული სახე მიეცათ . სტუდიამ განმარტა , რომ იგი ითვალისწინებს Resa San Memes – ის დიზაინს , როგორც თავისუფალ სივრცეს , რომელიც სტუდენტებს ხელს უწყობს , გადაწყვიტონ , თუ როგორ გამოიყენებენ მას .







ტექსტი მოამზადა – ია კაკაბაძემ