იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

მუქი მწვანე კედლები

მუქი მწვანე კედლები

მუქი მწვანე ელფერები ინტერიერში იმისთვისაა , რომ ჩვენს სახლებში სიმშვიდის შეგრძნება  და ბუნების ფერები შემოიტანოს . მუქი მწვანე კედლები ბოლო 2 წლის ყველაზე პოპულარულ ტენდენციად იქცა და პოზიციებს დღემდე არ თმობს . სტატიაში ასეთი კედლების მაგალითებს ნახავთ სხვადასხვა დიზაინ-პროექტებიდან .


1. მწვანეს ელფერებში საკმაოდ დიდი არჩევანია და ნებისმიერი გემოვნების ადამიანს შეუძლია მოირგოს და შეარჩიოს მისთვის მისაღები . მთავარია , ფერი იყოს ღრმა , ჩამჯდარი და არა მყვირალა .


2. მეტი ორიგინალურობისთვის , შეგიძლიათ , კედლის ნაწილი შეღებოთ და არც იმაზე იზრუნოთ , ფერებს შორის საზღვარი რამდენად სწორი იქნება .

3. მწვანე კედელი ყოველთვის ექცევა ყურადღების ცენტრში , თუმცა , თუ თქვენ ძელაკებიან კედელს მთლიანად შეღებავთ მწვანედ , ეს ბევრად ეფექტური , დინამიური და საინტერესო იქნება .

4. დიზაინერები ხშირად იყენებენ ერთ კედელზე ორ ფერს , ამ შემთხვევაში საინტერესო და ორიგინალური გადაწყვეტილებაა მწვანეს ორი ელფერის გამოყენება . თუმცა შერჩევისას კარგად დაფიქრდით და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება .

5. მუქი მწვანე უხდება იმ კედლებს , რომლებიც დიდი ვიტრაჟების მართობულნი არიან . ამ გზით , თქვენს ინტერიერში ყოველთვის იქნება ბუნებრივი , ცოცხალი და ჯანსაღი გარემო სიმყუდროვესთან ერთად .

6. ამ ფერის აქტუალურობა მხოლოდ კედლებს რა თქმა უნდა არ შეხებია და ავეჯის ფერებზეც აისახა . დიზაინერების ნამუშევრებში არც ისე იშვიათად შეხვდებით მწვანე კედლის ფონზე იმავე ფერში გადაწყვეტილ ავეჯს .

7. პოპულარულია მწვანეს კომბინაციები შემდეგ ფერებთან – ოქროსფერი , თეთრი , თბილი ხის ფაქტურები , მუქი წითელი , მუქი იასამნისფერი , ტერაკოტა , ვარდისფერი …

მუქი მწვანე კედლები
მუქი მწვანე კედლები
მუქი მწვანე კედლები
მუქი მწვანე კედლები
მუქი მწვანე კედლები
მუქი მწვანე კედლები
მუქი მწვანე კედლები
მუქი მწვანე კედლები
მუქი მწვანე კედლები
მუქი მწვანე კედლები
მუქი მწვანე კედლები
მუქი მწვანე კედლები

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ