სიდნეის ოპერა
როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო სიდნეის ოპერა?
1956 წლის თებერვალში სამხრეთ უელსის პრემიერმა ჯოზეფ კაჰილმა საერთაშორიშო კონკურსი გამოაცხადა სიდნეის ოპერის შენობისთვის . არქიტექტორები ნახაზების რაოდენობაში არ იყვნენ შეზღუდულნი , ერთადერთი მოთხოვნა იყო სივრცის გამოყოფა დაახლოებით 100 მანქანისთვის .
222 კონკურსანტიდან საუკეთესო ვარიანტები ამოარჩიეს და „ გააცოცხლეს “ რენდერების საშუალებით .
ფილადელფიის კოლაბორაციული ჯგუფის დიზაინი :
მეორე ადგილი სწორედ ამ პროექტმა მიიღო, მას წყალქვეშა ნავთან აიგივებდნენ . პროექტზე 7 ფილადელფიელი არქიტექტორი მუშაობდა და მასში ბეტონის დამუშავების უახლესი ტექნიკები იყო გამოყენებული .


პაულ ბოისევაინისა და ბარბარა ოსმუნდის დიზაინი :
წინა პროექტთან შედარებით ჰოლანდიურ-ბრიტანული ჯგუფის დიზაინი შედარებით კონსერვატიული გახლდათ , რის გამოც დაიკავეს მესამე ადგილი .
მიუხედავად ამისა , მსაჯები გაოცებუნი იყვნენ შენობის სტრუქტურითა და სასეირნო სივრცით .


სერ ევგენი გოუსენის დიზაინი
ამ პროექტს კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია , მაგრამ სერ ევგენი გოუსენი შეგვიძლია განვიხილოთ , როგორც დიზაინერი , რომელმაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ტალღა გამოიწვია .


პიტერ კოლარისა და ბალთაზარ კორაბის დიზაინი :
პროექტმა მეოთხე ადგილი დაიკავა , მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი , რომ პიტერი და ბალთაზარი ავსტრალიელ ნომინანტებს შორის უდაოდ გამორჩეულნი იყვნენ . მსაჯებმა გეგმარებას „ ძალიან დახვეწილი “ უწოდეს .

S. W. მილბურნი და პარტნიორების დიზაინი :
მათი პროექტი პაულ ბოისევაინისა და ბარბარა ოსმუნდის შენობისგან დიდად არ განსხვავდებოდა . მათი სასიეირნო სივრცე ჰაერში აწეული შენობის ქვეშ მდებარეობდა .

ტექსტი მოამზადა – მარი ზურაბიშვილმა