იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

ლოჯია

ლოჯია

როგორ გამოვიყენოთ ლოჯია

ლოჯია – დახურული აივნისმაგვარი ოთახია და მისი გამოყენება სხვადასხვა ფუნქციით არის შესაძლებელი . თუ თქვენ ამ სივრცეს ჯერ კიდევ საკუჭნაოდ იყენებთ , აუცილებლად ნახეთ სტატია ამ ზონის საინტერესო გადაწყვეტებით .


1. მოსასვენებელი სივრცე პანორამული ხედით
ეს აივნისმაგვარი სივრცე შეგიძლიათ სტუმრებისთვის და რაც მთავარია თქვენთვის საყვარელ ნაწილად აქციოთ . რბილი ავეჯი , მეტი სიმყუდროვისთვის ხის ფაქტურის მქონე გრანიტის იატაკი , მცენარეები და ჟურნალების მაგიდები აუცილებლად შეგიქმნით კომფორტულ გარემოს .

2. ხმის ჩამწერი სტუდია
მათთვის , ვინც ამ საქმითაა დაკავებული , შეუძლია სახლში არაჩვეულებრივი სტუდია მოიწყოს , მხოლოდ სრულად შუშაბანდიან ლოჯიაში . არ დაგავიწყდეთ ყრუ კედლებისთვის ხმის იზოლაციის პანელების დამატება .


3. გარდერობი
თუ ძალიან გინდათ გარდერობის ოთახი , და ამისთვის ინტერიერში საკმარისი ადგილი არ არის , ლოჯიაში შეგიძლიათ მისი მოწყობა .


4. ზამთრის ბაღი
გამწვანების მოყვარულებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა ლოჯიის ბაღად ქცევა . თქვენს მცენარეების დღის სინათლე და მზის სხივები არ მოაკლდება , თქვენ კი სკამებისა და მაგიდის დახმარებით დროის სასიამოვნოდ გასატარებელ სივრცესაც მოიწყობთ .


5.  კომფორტული სასადილო ზონა
სასადილო სივრცის მოსაწყობად , შეგიძლიათ ლოჯია და საერთო სივრცე გააერთიანოთ და წინა ნაწილში მაგიდა და სკამები განათავსოთ . ასე თქვენ პანორამული ხედი , კარგი განათება და სასიამოვნო გარემო გექნებათ .


6. სამუშაო სივრცე
თუ თქვენ გჭირდებათ ოფისი სახლში , მაშინ ლოჯია იდეალური ადგილია . კარგი განათება , თუ გაგიმართლათ – სასიამოვნო ხედი და რაც მთავარია თქვენს საცხოვრებელში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სივრცე გაჩნდება .

ლოჯია
ლოჯია
ლოჯია
ლოჯია
ლოჯია
ლოჯია
ლოჯია
ლოჯია
ლოჯია

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ