როგორ დავამაგროთ ტელევიზორი სწორად კედელზე
როგორ დავამაგროთ ტელევიზორი სწორად კედელზე
პრაკტიკულად თითოეულ სახლში არის ტელევიზორი , ხანდახან – რამოდენიმეც კი . ყველაზე ხშირად იგი ასოცირდება ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად სასიამოვნო დროის გატარების საუკეთესო საშუალებასთან . ჩვენი მზერა მიპყრობილია ამ ელექტრონული მოწყობილობისკენ საკმაოდ ხშირად და არ აქვს მნიშვნელობა ტელევიზორი გადმოცემს სატელევიოზიო არხებს თუ უბრალოდ ვუყურებთ ფილმებს .
მოდით ვნახოთ , როგორ უნდა დავამონტაჟოთ ტელევიზორი კედელზე , რომ ეს იყოს მაქსიმალურად კომფორტული , უსაფრთხო და მოხერხებული ოჯახის ყველა წევრისთვის . წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ყველა პუნქტი ყურადღებით , პარალელურად თვალ იგადაავლეთ კონკრეტულად თქვენი ოთახი შესაძლებლობებს . ამ სტატიაში ყველა რჩევა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და ამიტომ ერთი მათგანის შეუთავსებლობაც კი თქვენს ოთახთან გამოიწვევს უკვე დაგეგმილი გეგმარების დარღვევას .
1. ოთახის რომელ ნაწილში უნდა განვათავსოთ ტელევიზორი
ტელევიზორის ოთახში განლაგების ადგილს ხშირ შემთხვევაში ავეჯი გვკარნახობს . პირველ რიგში ჩამოყალიბდით იმაში , თუ ოთახის რომელი წერტილიდან მოგიწევთ ტელევიზორის ყურება . ეს შეიძლება იყოს სამეული , სასადილო მაგიდა , სამზარეულოს სამუშაო ზონა – თუმცა შეიძლება სხვა ვარიანტებიც .
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს ტელევიზორის განლაგებას ფანჯრის მიმართ . თუ ეკრანი იქნება ფანჯრის საპირისპირო მხარეს , დიდი ალბათობაა იმის , რომ იგი აირეკლავს ფანჯრის სინათლეს და თქვენ ვერაფრის წესიერად დანახვას ვერ შეძლებთ . ამ სიტუაციაში გამოსავალი არის ფანჯრის როლეტები ან ფარდები , ეფექტით – “ბლექაუთ” – ი
[iframe src=”http://www.cube.ge./ads1.swf” width=”380″ height=”200″][iframe src=”http://www.cube.ge./ads2.swf” width=”380″ height=”200″]
2. რა სიმაღლეზე უნდა დავკიდოთ ტელევიზორი
თუ თქვენ აპირებთ ტელევიზორის ყურებას სამზარეულოში , მაგალითად გაზის ზედაპირთან დგომისას , დადექით წარმოსახვით ან უკვე არსებულ სამუშაო ზედაპირთან და სწრაფად გაიხედეთ კედლის იმ ნაწილისკენ სადაც ფიქრობთ ტელევიზორის ჩამოკიდებას . იმ ადგილას სადაც თვენი მზერა მოხვდა , უნდა დაიმახსოვროთ აღნიშვნით . ამ წერტილში უნდა იყოს მონიტორის ცენტრი . ტელევიზორის სიმაღლეზე განთავსებაც სწორედ ასეთი პრინციპით უნდა შეირჩეს . სტანდარტები ამ საკითხში ძალიან ზედაპირულია . ამიტომ არაფერი არ არის უფრო კარგი ვიდრე საკუთარი თვალით გადამოწმება .
3. როგორ მივამაგროთ სწორად ტელევიზორი კედელზე
თუ თქვენი ოთახის გეგმარება გულისხმობს ტელევიზორის კედელზე დამაგრებას , პირველ რიგში უნდა შემოწმდეს ტექნოლოგიური შესაძლებლობა ამ პროცესის შესასრულებლად . დაიმახსოვრეთ – გიფსკარდონის კედელზე მძიმე მონიტორის დაკიდება არ შეიძლება . 30-35 კგ -მზე მეტს გიფსკარდონი ვერ გაუძლებს .
აგურით ან ბლოკით ნაშენებ კედელზე მონტაჟის განხორციელება შეიძლება კრონშტეინით . ამ დროსაც წინასწარ დარწმუნდით იმაში , რომ დუბელების განლაგების ადგილას არ გადის კედელში ელექტროობის კაბელები
კრონშტეინები არსებობს როგორც მყარად ფიქსირებული , აგრეთვე რეგულირებადი . ჩვენ გირჩევთ ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყენოთ მობილური ვარიანთი .
4. სად დავმალოთ გაყვანილობა და კაბელები
თუ თქვენი ბინა ეხლა იმყოფება რემონტის პროცესში , წინასწარ დააპროექტეთ და სწორად მოამზადეთ ადგილი სადაც ტელევიზორი უნდა დაკიდოთ და მოაწყვეთ სწორი დაკაბელება მისთვის . ის რაც თქვენ დაგჭირდებათ აუცილებლათ – 3 ჩვეულებრივი შტეფცელი მონიტორს უკან და 1 საკაბელო . მათში თქვენ ჩართავთ პლაზმურ ტელევიზორს , ტიუნერს ან Wi-Fi ადაპტერს . ყველა ეს გამოსასვლელები შეიძლება კარგად დამალოთ თავად ტელევიზორის პლაზმის უკან , 8 -10 სმ -ის მოშორებით ტელევიზორის ზედა ან ქვედა კიდიდან .
თუ რემონტი უკვე დაწყებული გაქვთ , ყველა კაბელი შიძლება დაიმალოს კაბელ – კოლოფში და ასე მიიყვანოთ ტელევიზორამდე . მოგვიანებით ამ კოლოფის გამოფმება შეიძლება კედლის სტილში .
5. როგორ შევარჩიოთ ტელევიზორის დიაგონალის ზომა
ბევრი ტელევიზორის თაყვანისმცემლები ოცნებობენ დიდ პლაზმაზე . ესეთი ტელევიზორის ყიდვა რთული არ არის , მაგრამ სანამ ამას იზავთ , შეამოწმეთ , თქვენი ოთახის პარამეტრები , რამდენად იძლევა ჯამრთელობისთვის უსაფრთხოდ ყურების შესაძლებლობას .
მონიტორიდან თვალებისთვის უსაფრთხო და კომფორტული მანძილი – 3-4 დიაგონალია ეკრანის