იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

კედლის ტრაფარეტი

კედლის ტრაფარეტი

კედლის ტრაფარეული წარწერა  – ეს არაჩვეულებრივი ხერხია , იმისათვის რომ ინტერიერში შეიტანოთ დეკორატიული სახის გაფორმება . ამასთანავე ფანტაზიის მრავალი ფორმა და სახე არსებობს . შეიძლება გამოვიყენოთ განმეორებითი ნაქარგი და შევქმნათ განსხვავებული შპალერი , რომელსაც მაღაზიაში ვერ შეიძენთ . ამ ყველაფერმა შეიძლება შექმნას ისეთი მკვეთრი აქცენტი , რომ მნახველების ყურადღება მიიქციოს . ნაქარგის სახით შეიძლება გამოვიყენოთ ბალიშის ჩიხოლიდან ამოღებული ორნამენტი , აგრეთვე ფარდებიდან და რბილი ავეჯიდან , ან მოვიფიქროთ საკუთარი ნახატი და გავაფორმოთ ბავშვის ოთახი .

interieris dizaini

სწავლების მეთოდი N1

dekoratiuli kedeli

თქვენ დაგჭირდებათ  :

1 . გაღალდის რულონი , ფანქარი , მაკრატელი , სამალიარო ლენტი , საღებავები , ერთი წვრილთავიანი ფუნჯი , ერთი განიერთავიანი ფუნჯი .

შაბლონის შექმნა 

ივარჯიშეთ ფურცელზე შაბლონის გაკეთება . სცადეთ სხვადასხვა ნაქარგის გადატანა , იმისთვის რომ წარმოიდგინოთ ნაქარგი თუ ნახატი როგორ იქნება კედელზე . დახატეთ პატარა ესკიზი და გაიმეორეთ რამოდენიმეჯერ ნაქარგი ფურცელზე , უკვე მოწონებული ვარიანტი დახატეთ 1 – 1 ზე ქაღალდის რულონზე , შემდეგ გამოჭერით . მოცემულ ნახატზე გამოყენებულია 35 სმ – იანი ზომის ოთხი ელემენტი , იმისთვის რომ ისინი ერთნაირები იყოს , გამოიყენეთ ფარგალი ან თეფში თქვენთვის სასურველი დიამეტრით .

dekoratiuli kedeli

როგორ განვალაგოთ ტრაფარეტი ? 

დაიწყეთ კედლის ცენტრიდან . გაარკვიეთ თუ სად მდებარეობს კედლსი ცენტრი და მოათავსეთ ტრაფარეტი . იმისთვის რომ მიამაგროთ ტრაფარეტი კედელზე , გამოიყენეთ სამალიარო ლენტი , შემდეგ გამოიყენეთ საზომი , რათა თანაბარი ადგილი დარჩეს ტრაფარეტიდან მარჯვნივ და მარცხნივ .

dekoratiuli kedeli

dekoratiuli kedeli

ნაქარგის შეღებვა 

ნაქარგის მონიშვნის შემდეგ , აიღეთ წვრილ თავიანი ფუნჯი და ფრთხილად შეღებეთ ნაქარგის კუთხეები კანტისებურად . ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა , მაგრამ აუცილებელია რომ შესრულდეს , ძალიან აკურატულად . დაიტანეთ  ორი ფენა საღებავი  , შემდეგ ნაქარგის ნაწილი დაასრულეთ , ამისათვის გამოიყენეთ შედარებით განიერი ფუნჯი .

dekoratiuli kedeli

dekoratiuli kedeli

dekoratiuli kedeli

 

 

რჩევა : გამოიყენეთ ქაღალდის ნაჭერი , იმისთვის რომ დასვრილი ადგილები გაასუფთაოთ .

dekoratiuli kedeli

და აი რა გამოვიდა :

dekoratiuli kedeli dekoratiuli kedeli dekoratiuli kedeli

 

სწავლების მეთოდი N2

დაგვჭირდება მყარი გამჭირვალე ქაღალდი , ბასრი სპეციალური საჭრელი დანა , მარკერი კედელზე დასახატად , საღებავი ან ცარცი .

dekoratiuli kedeli

  1. გადაიტანეთ თქვენს მიერ არჩეული ნახატი მყარ გამჭირვალე ქაღალდზე . ნახატის სახით შეიძლება აარჩიოთ თქვენთვის სასურველი ფოტო სურათი ან ნახატი ჟურნალიდან .
  2. სპეციალური მჭრელის საშუალებით ფრთხილად გამოჭერით გამოსახულება .
  3. სამალიარო ლენტის მეშვეობით მიამაგრეთ ტრაფარეტი კედელზე .
  4. თეთრი მარკერით შემოხაზეთ ნახატი . გაიმეორეთ იმდენჯერ რომ კონტური გაკეთდეს . შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრი ან ფერადი ცარცი . იგი ადვილად იშლება და შეცდომის გამოსწორება მარტივია მისი მეშვეობით . იმისთვის რომ გადაიტანოთ ნახატი კუთხეში , უბრალოდ მოღუნეთ ტრაფარეტი .
  5. dekoratiuli kedeli

 

Leave a Reply