სამზარეულოს იატაკი
სამზარეულოს იატაკი
სამზარეულოს ტენდენციები მუდმივად იცვლება – და ბოლო დროს , როგორც ჩანს , ‘’ შიგნით ‘’ და ‘’ გარეთ ‘’ ციკლი უფრო სწრაფად ტრიალებს , ვიდრე ოდესმე . ერთი რამ , რასაც ვფიქრობდით , იყო ის , რომ ფილები სამზარეულოს იატაკზე არასოდეს შეიცვლებოდა – როგორც ჩანს , ის ცოტახნით ყურადღების გარეშე დარჩა და ის ჩაანაცვლა ხის იატაკებმა , რაშიც დიდი როლი ითამაშა თანამედროვე ესთეტიკური და სკანდიფორნიული სტილის მზარდმა პოპულარობამ .
მაგრამ , ფილები სამზარეულოში ისევ აქტუალური ხდება , რომელ ოთახს სჭირდება უფრო გამძლე იატაკი , თუ არა სამზარეულოს , ეს შესანიშნავი გზაა ვიზუალური ინტერესის გაზრდისთვის .
რათქმაუნდა თქვენ მიერ არჩეული ფილა მხოლოდ პირველი გადაწყვეტილებაა იატაკის ახალი სახის შესაქმნელად , შემდეგი ნაბიჯი კი წყობაა , თუ როგორი განლაგებით უნდა დავაგოთ ისინი . თუ გრძელი მართკუთხა ფილებით მუშაობთ , საკმაოდ ბევრი ვარიანტი გაქვთ . გასულ წლებში აბაზანის დიზაინი როგორც წესი , კეთდებოდა მეტროს ფილებით , მაგრამ ეს ტრენდი ჩაანაცვლა შედარეით უფრო თბილმა , ნეიტრალურმა , ბუნებრივი ქვის ფილებმა , რომლებმაც უფრო მეტი სითბო შემოიტანეს .
ასევე ერთ- ერთი კლასიკა , რომელიც არასოდეს ძველდება , ეს არის შავ – თეთრი დიდი ზომის კვადრატული ფილები , ის ქმნის კონტრასტს და სივრცეს მატებს მეტ დრამატულობას .
თუ გიჭირთ გადაწყვეტილების მიხება , შეეცადეთ აქცენტი გააკეთოთ მასშტაბებზე , რაც საშუალებას მოგცემთ შექმნათ მრავალფეროვანი დიზაინი .
კიდევ ერთი დიდი ფორმატის ფილა , რომელიც ამ ბოლოს დროს ძალიან აქტუალურია , არის მარტივი საშუალო ნაცრისფერი ფილა , რომელზეც დატანილია სხვადასხვა სახის ჩრდილები . ეს არის მარტივი გზა , რომელიც კარად ერწყმის სახლის დიზაინის მრავალფეროვან სტილს , რომელიც არ არის მოსაწყენი თითოეული ინდივიდუალური შეხედულების ფილის წყალობით .
ასევე დიდი ტერაკოტის ფილები დიდი ხანია ტრენდულია , მაგრამ ახლა მათ მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ , რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ფერის პოპულარობით .
მცირე ზომის ფილები , რომლებიც თანამედროვე სველ წერტილებში გამოიყენება სამზარეულოშიც ბრუნდება . მიუხედავად იმისა , რომ რა თქმა უნდა , უფრო შრომატევადია პატარა ფილების დაგება მთლიანი სამზარეულოს იატაკის დასაფარად , არ უარყოფს , რომ შედეგად მიღებული იერი მიმზიდველია .







ტექსტი მოამზადა – ია კაკაბაძემ