11 იდეა პატარა საძინებელი ოთახის მოსაწყობად
პატარა საძინებლები ხშირად ჩახუთულ გარემოს ქმნიან , რაც დისკომფორტს ქმნის . სტატიაში გაგაცნობთ იდეებს , რომლებიც დაგეხმარებათ კრეატიული და სხვადასხვა ხრიკებით პატარა ოთახი კომფორტული გახადოთ .
1 . თეთრი , თეთრი , თეთრი
უკვე ყველასთვის ცნობილია ამ ფერის თვისებაზე – რაც უფრო ბევრი თეთრი ფერია , მით უფრო ნათელი და ჰაეროვანია სივრცე . შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ხაზები , ნაჭრები , და ნეიტრალური ფერების აქცენტები , რომლებიც თეთრ ოთახს გაახალისებენ .
2 . შეამცირეთ საწოლის საზურგის ზომა
როცა პატარა ოთახი გაქვთ , არ არის საჭირო , რომ საწოლის საზურგემ მთელი კედელი დაიკავოს . აირჩიეთ უფრო მცირე ზომის საზურგეები და მეტი ადგილი დაიტოვეთ ხელოვნებისთვის ან დეკორისთვის .
3 . საწოლის თავი განათავსეთ ფანჯარასთან
მცირე ზომის საძინებელში , კედლის სივრცე ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია და იგი არ უნდა დაკარგოთ და დაიკავოთ საწოლით , თანაც ფანჯარა და ფარდები ნატურალურ მთავარ წერტილს შექმნიან ოთახში .
4 . დაივიწყეთ საწოლის საზურგე
იმის მაგივრად , რომ კედლის ნაწილი დაუთმოთ საზურგეს , თვითონ კედელი აქციეთ ზურგად , ინტერიერში იგი საინტერესოდ გამოიყურება .
5 . კედელზე დამაგრებული სანათი
კედლის ბრები გაცილებით ნაკლებ ადგილს იკავებენ , ვიდრე მაგიდის სანათები , ეს ხრიკი აუცილებლად დაგეხმარებათ , თუ თქვენი საძინებელი ძალიან პატარაა .
6 . სწორად შეარჩიეთ შპალერი
სწორხაზოვანი , ნათელი შპალერი თქვენს საძინებელს შესძენს მხიარულ სახეს და იგი არ იქნება მოსაწყენი .
7 . daybed
თუ თქვენ სტუდიოში ცხოვრობთ , ან უბრალოდ გსურთ საძინებელი ოტახი სხვადასხვა ფუნქციას ითავსებდეს , გამოიყენეთ ე . წ . daybed , რომელიც დგის განმავლობაში დივანის ფუნქციას შეასრულებს , ღამით კი საწოლის .
8 . სარკეები
თეთრი ფერის მსგავსად , სარკეების ამ საუკეთესო თვისებაზე ბევრმა იცის . გამოიყენეთ სარკეები თქვენს საძინებელში , ჩამოკიდეთ კედელზე ან საუკეთესო ვარიანტია მისი კარადაზე განთავსება , ასე იქმნება სივრცის ილუზია და ოთახი უფრო დიდი ჩანს .
9 . გამოიყენეთ ჩაშენებული ავეჯი
ჩაშენებული წიგნის თაროები თქვენ დამატებით სათავსოს გაგიჩენთ ზედმეტი ავეჯის გარეშე .
10 . ყალბი წიგნის თაროები
შპალერი წიგნის თაროს გამოსახულებით უფრო დიდი სივრცის ილუზიას ქმნის და ოთახს სივრცულობას მატებს .
11 . 3დ შპალერები
გამოიყენეთ 3დ შპალერები გეომეტრიული პრინტით ან ფოტოთი , რომელიც შექმნის დიდი სივრცის ილუზიას .
ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ