ინტერვიუ

გაიცანით – სანდრო რამიშვილი

გაიცანით – სანდრო რამიშვილი

არქიტექტორი . სწავლობდა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში .  2007 წელს დააარსა და ხელმძღვანელობს საკუთარ საპროექტოს Studio Sedum architects .

       მოგვიყევით თქვენს შესახებ : რატომ გადაწყვიტეთ ამ პროფესიის არჩევა ?

 

    interieris dizaini

  •  სპეციალობას როდესაც ვირჩევდი , ვფიქრობდი ისეთ პროფესიაზე , სადაც მუშაობის პროცესში შეიძლება მუსიკის მოსმენა და აი მაქედან დავიწყე ძებნა . მაგრამ ხატვა მიყვარდა და შენობებიც მიყვარდა , უბრალოდ , გაუცნობიერებლად . მერე ნელნელა დავიწყე და გავაცნობიერე და აღმოვჩნდი პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში . გეპეი რომ დავამთავრე , ვმუშაობდი ქალაქ – პროექტში , შოთა ყავლაშვილთან . შემდეგ მივხვდი , რომ საჯარო სამსახურში არ მინდოდა მუშაობა და ზუსტად მაგ დროს გაჩნდა პირველი კოოპერატივები და კერძო არქიტექტურული კომპანიები , სადაც აღმოვჩნდი მეგობრის დახმარებით და ცოტა ამოვისუნთქე . ამის შემდეგ ვიყავი სტაჟირებაზე ბელგიაში , თითქმის ერთი წელი . იქიდან რომ ჩამოვედი ვიყავი მოლოდინის რეჟიმში , როდის რა დაიწყებოდა , ცოტა რთული პერიოდი იყო , საქმეც ნაკლები იყო , მაგრამ ნელნელა ეს ყველაფერი დაიწყო . 2007 წლამდე ვიყავი ფრილანს არქიტექტორი და ვთანამშრომლობდი სხვადასხვა კერძო სტუდიებთან , სანამ არ დავაარსე ჩემი კომპანია , რომელსაც მაისში 10 წელი შეუსრულდება .

       რა საინტერესო პროექტები განგიხორციელებათ ?

 

  • პირველი ,  ყველაზე საინტერესო პროქტი , როდესაც რაღაც გარდატეხა მოხდა ჩემში და მივხვდი რომ ეს მაინტერესებს , იყო კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი და ტურისტული ინფრასტრუქტურა , იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად განსხვავებული იყო საცხოვრებელი სახლებისგან . ამ პროექტის ფარგლებში მოვხვდი ამერიკის შეერთებულ შტატებში , სადაც რაღაც ნიმუშები ვნახეთ ამ ტიპის შენობების და უამრავი სიახლე ჩამოვიტანეთ და გამოვიყენეთ , რაც ჩვენთან ჯერ არ იყო გამოყენებული , თუნდაც ენერგეტიკულად , მიდგომები იყო აბსოლუტურად სხვა . მეორე საინტერესო პროქტი იყო , რაც ბოლოს გავაკეთე . მართალია მოცულობით პატარა ობიექტია , მაგრამ არქიტექტურულად ძალიან საინტერესო . ეს არის პატარა სასტუმრო გუდაურში , რომელიც წინასწარ დამზადებული 3X7 ზე კონტეინერებით ავაწყვეთ . ძალიან საინტერესო სტრუქტურა გამოვიდა იმ რთულ რელიეფზე.

studio sedum architects

     მოგვიყევით თქვენი სტუდიოს შესახებ

 

  • ეს არის მიკრო სტუდიო , სულ ოთხნი ვართ . ადგილმდებარეობას ყოველთვის ვიცვლით და ამჟამად დავბინავდით ჭავჭავაძის 78 – ში . გვაქვს საკმაოდ ბევრი საქმე ,ვმუშაობთ პროექტირებაზე .

studio sedum architects

     არიან თუ არა საქართველოში კარგი არქიტექტორები და ინტერიერის დიზაქინერები ?

 

  •  შეიძლება ძალიან ბევრი არ არის , მაგრამ ნამდვილად არიან და თუ ვერ ვხედავთ ეს მაგათი პრობლემა არ არის , ეს ზოგადად საზოგადოების პრობლემაა , იმიტომ რომ საზოგადოებაში არ არის მოთხოვნა კარგი არქიტეკტორების და დიზაინერების , ეს რა თქმა უნდა ჩემი ხედვით , და იმიტომ ვერ ვხედავთ მათ ხშირად .

 

      არის თუ არა საქართველოში იმ დონის სწავლა , რომ კარგად შეისწავლო ეს პროფესია ? თუ აუცილებლად საზღვარგარეთ უნდა წახვიდე ?

 

  • მე თვითონ ვასწავლი ილიაუნიში და სამწუხაროდ ჯერ არ არის იმ დონის სწავლა , რაც უნდა იყოს . რა თქმა უნდა აუცილებელი არ არის რომ წახვიდე , იმიტომ რომ ადამიანი თუ მოტივირებულია და უნდა სწავლა , საქართველოშიც ისწავლის , მაგრამ ეს იქნება უფრო რთული , იმიტომ რომ საგანმანათლებლო სისტემა , ვთქვათ იგივე ლექტორები თუ არ არიან შესაფერისი , უფრო ძნელია , მაგრამ მაინც მგონია რომ ეს სწავლა და თანდაყოლილი ნიჭი ერთად მაინც იძლევა საშუალებას , რომ კარგი არქიტექტორი გამოხვიდე . მითუმეტეს რომ ინფორმაცია არის ძალიან ხელმისაწვდომი , ის რაც ჩვენს დროს არ იყო საერთოდ დღეს არის უამრავი . რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი , სწავლას სჭირდება კიდევ მასწავლებელი , რა პრობლემაც სერიოზულად დგას . ვთვლი რომ ეს ყველაფერი ჯერ შორსაა სრულყოფილი სისტემისგან .

 

       რა რჩევას მისცემდით დამწყებ არქიტექტორებს ?

  • დამწყებ არქიტექტორებს , პირველ რიგში , ვურჩევდი უფრო მეტ დაკვირვებას და უფრო მეტი ანალიზის გაკეთებას . აი ეს არის ყველაფრის საწყისი , ჩემი აზრით . გარდა იმისა რომ შრომისმოყვარე უნდა იყოს და ხელითაც ხატოს , არამარტო კომპიუტერით ხაზოს და ა.შ. მაგრამ აი ეს დაკვირვება , ფოტოგრაფია და არქიტექტურის შეფასება , რა მოსწონს მას და რას ხედავს კარგს , ცუდს . ეს ორი კომპონენტი საწყის ეტაპზე არის ყველაზე მნიშვნელოვანი , რომ ჩამოიყალიბოს ის საჭირო უნარები , რაც შემდგომში გაუადვილებს ყველაფერს და დაეხმარება შექმნას რაღაც ფასეული.

      საინტერესო პროექტი : ნაქულბაქევის კომპლექსი

studio sedum architects

  • ულამაზესი მწვანე მდელო , გახდა ადგილი , სადაც კულტურული წარსულის პატივისცემა და ბიზნესი ერთმანეთს ხვდება .  ესხუთსართულიანი , 2600 კვ . მ შენობა დაგეგმილია , როგორც საოფისე ფართები , საგამოფენო სივრცე და საკონფერენციო დარბაზი . ეკოლოგიურად სუფთა შენობა აწყობილია ხის პანელებით , რომლებიც არეგულირებენ ტემპერატურას შენობის შიგნით , რამაც მინიმუმადე დაიყვანა გათბობის და გაგრილების მოხმარება .  ოფისები განლაგებულია პატარა ზამთრის ბაღის გარშემო , რაც საშუალებას აძლევს დღის შუქის შემოსვლას . 400 კვ. მ. მწვანე სახურავი , ფილტრავს წვიმის წყალს , რაც შემდეგ გამოიყენება ტუალეტებში და ხელსაბანებში . ხოლო რუხი ფერის წყალი გამოიყენება როგორც სარწყავი საშუალება .

 

ლოკაცია : თბილისი, საქართველო

დასრულების თარიღი :     ნოემბერი 2010

არქიტექტორი : სანდრო რამიშვილი

ინტერიერი : HylkeBleeker

studio sedum architects

studio sedum architects

studio sedum architects

 

ავტორი : ჯიშკარიანი ანი

Leave a Reply