რემონტი

როგორ დავმალოთ მილები აბაზანაში

როგორ დავმალოთ მილები აბაზანაში , მათი კედელში ჩამონტაჟების გარეშე

წყლისა და კანალიზაციის მილები არღვევენ სააბაზანოს დიზაინერულ მიმზიდველობას . ტექნიკური არხებით , საშუალება გვეძლევა დავმალოთ კომუნიკაციები და დავიცვათ ისინი შემთხვევითი დაზიანებებისგან . ამასთანავე არ არის აუცილებელი მივმართოთ პროფესიონალებს დახმარებისთვის – კედლების რეკონსტრუქციების დროს .

milebis damalva

სამუშაოების დაწყებამდე უნდა გავითვალისწინოთ ზოგაიერთი წესები და ნიუანსები .

  • მილების გაყვანისას აუცილებელია მაქსიმალურად მოკლე გზის არჩევა . ეს დაგვეხმარება შევამციროთ გადაბმების რაოდენობა და შევინარჩუნოთ თავისუფალი სივრცე ვიწრო შენობაში .
  • კონსტრუქციების იზოლაციამდე უნდა შემოწმდეს მილები  – ხომ არ არის სადმე დეფექტი , წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მომავალში შეიქმნას პრობლემები .
  • უნდა იყოს უზრუნველყოფილი მიღწევადობა ვინტილებთან და შემრევებთან : ამისთვის პოდიუმებში და ბუტაფორია  კედლებში კეთდება სპეციალური ფრამუგები , რათა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს წყლის გადაკეტვა .
  • მეტალოპლასმასის მილების იზოლაცია – ეს ყველაზე პრაქტიკული ვარიანტია . დახურულ სივრცეში ფოლადის და რკინის მილებზე ფორმირდება კონდენსატი .

milebis damalva

 

რას წარმოადგენს ბუტაფორია კედელი ?

ხელოვნური კედელი წარმოადგენს თაბაშირ მუყაოს კონსტრუქციას . მას შემდეგ რაც მილები შეკეთდება და გადაბმის დეფექტები აღმოიფხრება , იწყება კარკასის აღმართვა . კეთდება ის მოთუთიებული პროფილებით , რომლებიც შეიკვრება თაბაშირმუყაოს პანელებით . მოთუთიებული პროფილები სანდოა და უდმივი . კარკასი ხასათდება დაბალი წონით , რაც თავიდან გვაცილებს მეკანიკურ დეფორმაციებს . ბუტაფორია კედლის დეკორირება შეიძლება კერამოგრანიტით ან კაფელით .

milebis damalva

 

ბუტაფორია კედლის უპირატესობები

  • ესთეტიურობა . მოპირკეთების ეს ვარიანტი წარმატებით ერწყმის შენობის სტრუქტურას . კედელი ხდება დაგეგმარების ბუნებრივი ელემენტი და არ გამოიკვეთება დანარჩენი კონსტრუქციების ფონიდან .
  • საიმედოობა . ბუტაფორია კედელი , როგორც წესი წარმოადგენს მასიურ მყარ კონსტრუქციას .
  • მოხერხებულობა . კედელში შეიძლება გაიჭრას ფართო კარი , საიდანაც თავისუფლად შეგვეძლება მივუდგეთ ონკანებსა და ვინტილებს . ეს ძალიან აიოლებს მილგაყვანილობის რემონტს .
  • კედლის აღმართვის სისწრაფე . ბუტაფორია კედლის აშენება მოხერხებულია , მისი მასიური სტრუქტურის გამო . არ არის საჭირო ცალკეული მილების იზოლაციაზე და რთულ გეომეტრიულ ფორმებზე მუშაობა.

milebis damalva

როგორ ავაშენოთ პოდიუმი ?

პოდიუმი არის კონსტრუქციის ერთ – ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობა , რომლითაც იფარება წყლის მილები . ხშირ შემთხვევაში პოდიუმები გამოიყენება ოვალური გადაბმების დასამალად , მაგრამ არ ფამოვრიცხოთ ისიც , რომ თუ საჭირო გახდება თვალს მოვაფაროთ მთლიანი ცენტრალური საკანალიზაციო კვანძი .

interieris dizaini

  1. პოდიუმის მონტაჯი იწყება პროფილებით , რომლებიც მაგრდება კედელზე და იატაკზე ჭანჭიკების საშუალებით .
  2. მნიშვნელოვანია , რომ მანძილი მილებიდან პოდიუმის კედლებამდე აღემატებოდეს 3 – 5 სმ -ს . სხვა შემთხვევაში კონსტრუქციის შიგნით გაიზრდება ტენიანობა . ეს კი იდეალური პირობა იქნება კოროზიისთვის .
  3. თაბაშირმუყაოს თავდაპირველად გვერდებზე აწყობენ , ხოლო შემდეგ კი ზედა ნაწილზე .
  4. დროულად უნდა ვიფიქროთ ღია ადგილის დატოვებაზე , საიდანაც იქნება მისასვლელი მილებთან , შემოწმებისთვის და რემონტისთვის .

თაბაშირმუყაოს დეკორირება ყველაზე მარტივია საღებავის საშუალებით . სამშენებლო მასალების მაღაზიებში იყიდება სპეციალური , ნესგამძლე ნაერთები , რომლებიც ადვილად იტანენ მიკროკლიმატის ცვლილებას . კერამიკა ძვირი ღირს მაგრამ უკეთესად გამოიყურება და დიდხანს ძლებს .

milebis damalva

როგორ გამოიყენება როლეტი ?

როლტი ძირითადად მონტაჟდება რთულ სანტექნიკურ სისტემებში , სადაც აუცილებელია მუდმივი და სწრაფი მიდგომის საშუალება . მოთუთიებული პროფილებისგან დამზადებულ კარკასზე წინა კედლის ნაცვლად მონტაჟდება სისტემა როლეტური , რომლის გაღება – დახურვისთვის საკმარისია ერთი მოძრაობა .

გარეგნულად როლეტი მოგვაგონებს კარგად გაფორმებულ დეკორატიულ პანელს . ღია მდგომარეობაში კედელში ჩნდება ფართო ჭრილი , რომელიც გვეხმარება სწრაფად გამოვცვალოთ მილები , ავიღოთ მრიცხველიდან მონაცემები ან დავკეტოთ ტექნოლოგიური ჩამრთველი . როლეტი როგორც წესი უნივერსალურია დიზაინის თვალსაზრისით და წარმატებით ეწერება ინტერიერში .

milebis damalva

როლეტის უპირატესობები

  • მჭიდრო იზოლაცია . დახურულ მდგომარეობაში როლეტის მეშვეობით კარკასის შიდა სივრცე მთლიანად გერმეტულია . გამორიცხულია მტვერის და ნესტის შეღწევა .
  • ანტიკოროზიული თვისება . როლეტი მზადდება მეტალოპლასმასისგან . ეს იმას ნიშნავს , რომ გამორიცხულია ჟანგის , ნაგვის და სიბინძურის წარმოქმნა . მისი გარეცხვა შეიძლება ნებისმიერი საშუალებით .
  • მოხმარების ხანგძლივობა . პროფესიონალურად დამზადებული მექანიზმი გათვლილია ხანგძლივ ექსპლუატაციაზე . როლეტი არ დეფორმირდება და არ კარგავს გეომეტრიულ ფორმებს .
  • კომფორტი . დარაბები ღია მდგომარეობაში ხელს არ უშლის მილების დათვალიერებას , არ ქმნის შეფერხებას თუ საჭირო გახდა სანტექნიკური დეტალების დემონტაჟი .

როლეტის ნაკლია – ფასი . მისი დამზადება საკუთარი ხელით სეუძლებელია . სისტემები იყიდება გამზადებული პროფესიონალურ ორგანიზაციებში . ამიტომ , წყალგამყვანი მილების იზოლაცია ამ ფორმით მოითხოვს გარკვეულ თანხებს

milebis damalva

 

Leave a Reply