სიმპროლიტი
დაპატენტებული პოლისტიროლბეტონი , რომელიც წარმოადგენს მსუბუქი ბეტონის განსაკუთრებულ სახეობას გაფუებული პოლისტიროლის გრანულებისაგან . ეს მასალა მიიღება პენოპლასტის გრანულების , პორტლანდცემენტის , წყლის და სპეციალური დანამატის საფუძველზე სპეციალურ დანადგარებში .
რით გამოირჩევა სიმპროლიტი ?
• მისი გამოყენება შესაძლებელია , როგორც შემამევსებელი კედლისათვის ასევე მზიდი კედლისათვის .
• თბოიზოლაციის მაღალი დონე
• ძალიან მცირე მოცულობითი წონა ( სიმპროლიტის სიმკვრივეა 150 – 300 კგ / მ3 ) .
• ნესტმდგრადობის მაღალი დონე ( მისი ორთქლგამტარობის თვისების შედეგად არ წარმოიქმნება კონდენსატი ) .
• ყინვამდგრადობა
• ეკოლოგიურად სუფთა
• ხანძარსაწინააღდეგო თვისებები (პოლისტიროლბეტონი არის ცეცხლმდგრადი მასალა, რომელიც არ იწვის )
• “ სუნთქვის უნარი ”
• კარგი ხმის იზოლაცია .
• ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდი ( 100 წელი და მეტი ) .
სიმპროლიტის უარყოფითი მხარე
• მაღალი ფასი სხვა სამშენებლო მასალებთან შედარებით
* შენიშვნა : მიუხედავად ფასისა , საერთო ჯამში მთლიან სამშენებლო პროცესს ბევრად ეკონომიურს ხდის , სიმპროლიტ საშენი მასალები არის ძალიან მსუბუქი , 5 – 6 ჯერ მსუბუქი სხვა ანალოგიურ მასალებთან შედარებით, პატარა მოცულობითი წონის გამო მათი ტრანსპორტირება 5-6 – ჯერ იაფი ჯდება , მოითხოვს მინიმალურ სხვა სამშენებლო მასალის დანახარჯს იქნება ეს ქვიშა , ცემენტი , არმატურა თუ სხვა .
სიმპროლიტი თანამედროვე მშენებლობებში ხშირად გამოიყენება თავისი სიმსუბუქისა და თერმული თვისებების გამო . სიმპროლიტისგან ბლოკების გარდა მზადდება პანელებიც , რომელთა ზომა 1000 X 750 – ია , სისქე კი , 3 , 5 , 10 ან 12 სანტიმეტრი .
ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ