როგორ მოვაწყოთ ბავშვის ოთახი ?
ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია თავისი ოთახის ფერები , დიზაინი , სხვადასხვა გადაწყვეტები . დღეს გაეცნობით რჩევებს პატარა ადამიანების – ბავშვების საძინებლების მოსაწყობად . უნდა გახსოვდეთ , რომ ეს სივრცე არა მხოლოდ პატარებისთვის , არამედ მშობლებისთვისაცაა , რადგაც ისინი დღის დიდ ნაწილს ერთად ატარებენ .

1 . არჩევანი გააკეთეთ ნეიტრალურ პასტელურ ფერებზე
ხშირად დგებიან ფერებთან დაკავშირებული არჩევანის წინაშე , და საბოლოო ჯამში პასტელურ ტონებს ანიჭებენ უპირატესობას : ღია პასტელური ცისფერი , ვარდისფერი და ყვითელი ყველაზე ხშირად გამოიყენება . არ აქვს მნიშვნელობა ბავშვის სქესს , პასტელური ფერები თეთრთან ერთად პატარას მშვიდ გარემოს შეუქმნის

2 . შეარჩიეთ ისეთი ავეჯი , სადაც ბავშვი რამდენიმე წელი მაინც შეძლებს კომფორტულად ყოფნას
საბედნიეროდ , ავეჯის დიზაინერები უკვე ისეთ ტრანსფორმირებად ავეჯს ქმნიან , რომელთაც შეუძლიათ თქვენი შვილი ,,გაზარდონ . ავეჯის შერჩევისას უპირატესობა ისეთ ავეჯს მიანიჭეთ , რომელიც დროთა განმავლობაში სხვა ფუნქციას შეიძენს და მოკლე დროში მისი ინტერიერიდან მოშორება არ მოგიწევთ .

3 . უპირატესობა მიანიჭეთ საინტერესო ხაზებს
ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ფერები . მოახდინეთ მისი სტიმულაცია მოძრავი ხელოვნებით . მასიური პრინტები , თვალისთვის კარგად აღსაქმელი შედარებით დიდგამოსახულებიანი პატერნები , ფოტოები და ა . შ .

4 . არ დაივიწყოტ ბავშვის ოთახის მხიარული პატარა დეკორატიული ნივთებით გაფორმება . შემატეთ მას აქსესუარები , კალათები , სათამაშოები , მცირე ზომის ხალიჩები და მოიწყვეთ სათამაშო ზონა .



ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ