10 ყველაზე ცნობილი დიზაინერი
1. კარიმ რაშიდ
ყველაფერს რასაც იგი აკეთებს , აბსოლიტურად ყოველთვის არასტანდარტულია და იწვევს განცვიფრებას . მარტო ბოლო 10 წლის განმავლობაში კარიმ რაშიდმა მიიღო დაახლოვებით 30 ჯილდო ინდუსტრიული დიზაინის სფეროში .
ნახევრად ინგლისელი , ნახევრად ეგვიპტელი , კარიმ რაშიდი დაიბადა ეგვიპტეში , გაიზარდა კანადაში , ხოლო დიზაინის კურსები დაამთავრა ნეაპოლში . იგი თვლის რომ ავეჯი უნდა გამოსახავდეს რიალობას . და ცდილობს გააკეთოს მაგალითები , რომლებსაც მოაქვთ სიხარული , ამარტივებენ ამოცანებს და ამაღლებენ სილამაზის ხარისხს . კამირის ცხოვრება გაწერილია წლებით . მან გააკეთა უკვე 2000 ზე მეტი სამუშაო . ყოველწლიურად ტარდება მისი ორი გამოფენა .
კარიმ რაშიდს სურს დააპროექტოს ყველაფერი : ავომანქანები , თვითმფრინავები , ტანსაცმელი , სახლები , რობოტები . ფუტურისტული პროექტები კარიმ რაშიდის გარშემო ბევრს მიაჩნია ზედმეტად თამამად და რეალობიდან ძალიან შორს . თუმცა თვითონ დიზაინერი თვლის , რომ ისინი გაჯერებულია ჰარმონიულობით და კომფორტულობით , და თვითოეული ნივთი მათსი მაქსიმალურად სასარგებლოა : ” ადამინი , რომელიც ერთხელ იცხოვრებს ჩემს ინტერიერში , უკვე ვერასდროს ვეღარ შეძლებს დაბრუნებას ტრადიციულ გარემოში , იმიტომ რომ , დიზაინი კარიმ რადიშისგან ერთხელ და სამუდამოდ აჩვენებს მას , რომ ასეთი მარტივი და პრაგმატული ნივთები , როგორიც არის ფანჯარა სწორად დაცემული სინათლით , ან განსაკუთრებული ჭერის სიმათლე , ან მრავალფუნქციური ავეჯი – ეს არის ცხოვრების
Majik Café ”
თუმცა , დიზაინერი აღიარებს , რომ საბოლოო გარდასახვა მის მიერ შემოთავაზებულ საცხოვრებელ გარემოში – ეს არის მომავალი , ხოლო აწმყო დროში კარიმ რაშიდ ქმნის ავეჯს ამ ბრენდებისთვის :
Alivar, BoConcept, Edra, Frighetto, Pure Design, Zerodisegno, Kartell
ჭურჭელი – Mglass, Nambe, Micasa, Covo – სთვის
განათება – Fosсarini, Penta, Artemide – სთვის
საყოფაცხოვრებო ტექნიკა – Gorenje – სთვის
კარიმ რაშიდის პინციპია – ” იმუშავე ხალისისთვის , და არა ჯილდოსთვის . ან არ იმუშაო საერთოდ ”
2. ფილიპ სტარკი
სტარკი – სუპერგამომგონებელი , სუპერუნივერსალური და სუპერბიზნესმენი . იგი ქმნის კერძო სახლებს და ინტერიერებს , აპროექტებს ყველაფერს და ყველგან . გამოდის ” წვდომადი ” დიზაინის დასაცავად , აჩვენებს , რომ თუ ყიდვა არა , მისი ნივთების დანახვა ყველას შეუძლია .
<< როდესაც მე ვიწყებდი მუშაობას , მცნება ” დიზაინი ” აღნიშნავდა ძალიან ლამაზ და ძვირფას ნივთებს ძალიან მდიდარი ხალხისთვის . თუ თქვენ ფიქრობთ , რომ მე მთელ ჩემ ცხოვრებას გავატარებ , ერთ მუჭა ხალხზე მუშაობით , – მადლობთ , უმჯობესია დავიძინო . ამიტომ მთელი ჩემი ცხოვრება , მე ვკლავ დიზაინს , უფროსწორედ , ვანადგურებ მის ამ ელიტარობას . >>
ფილიპ სტარკი თავისებურად და ოსტატურად წინ წევს თავის ბრენდს . იგი პირველრიგში პოპულარიზაციას უკეთებს თავის თავს , ხოლო შემდეგ მისი ბრენდის Starck – ის მთელი ნივთების სამყაროს . იგი ძალიან დიდი რაოდენობით მითებს ავრცელებს საკუთარ თავზე , შუეძლია ახსნას ყველაფერი და ყველაზე , შეუძლია დაარწმუნოს გარშემომყოფნი თავისი სიტყვის სისწორეში
სტარკმა შექმნა დიზაინერული იდეის შედევრი – წვენის გამოსაწური Alessi – სთვის – და შეატყობინა ყველას , ვინც მას კიცხავდა მოუხერხელობისთვის : << წვენის გამოწურვა ამ ნივთით უფრო საინტერესოა , ვიდრე მოხერხებული ელექტრო საწურით . უნდა გაიგოთ , რომ ნივთის ნათელი ფუნქცია არ არის ყოველთვის მისი პირდაპირი დანიშნულება . >>
მასთან კამათი უაზრობაა , მაინც გაჯობებთ კამათში . მისი ნამუშევრები აღიარებულია და შეფასებულია , როგორც საერთაშორისო საზოგადოების მიერ , ასევე მრავალრიცხოვანი მომხარებლების მიერ – დაწყებული ყველაზე მდიდარი ფენიდან , დამთავრებული უბრალო ადამიანებით . სტარკის შექმნილი ნივთები ძალიან ცნობადია , მიმზიდველი და საყვარელი . მისი დიზაინი სუპერტექნოლოგიურია . ფილიპ სტარკი თამაშობს ნივთებით – << ჩემი მიზანია – გავასუფთაო სამყარო და გავხადო იგი უკეთესი . >>
<< როდესაც თქვენ გარშემო მახინჯი ნივთებია , ფიქრებით და მიზნებით , თქვენ თვითონაც ხდებით მახინჯი . მაგრამ ლამაზი ნივთების გარემოში , უმთავრესად აზრობრივად , ცხოვრება ხდება უკეთესი . >>
3. პატრიცია ურკიოლა
პატრიცია ურკიოლას ეძახიან ურაგანს , იმ თავბრუდამხვევი სისწრაფის და ძალის გამო , რომლითაც იგი ავიდა საერთაშორისო დიზაინის პედესტალზე . ადგილები მასზე ძირითადად მამაკაცებს უჭირავთ ხოლმე , და ქალის გამოჩენა ყოველჯერზე იწვევს გაკვირვებას . მაგრამ პატრიციას შემთხვევაში ეს დამსახურება უდაოა . << ქალები დიზაინში ამატებენ უფრო მეტ საღ აზრს . თუ სავარძლის მარვენა სახელური გაგოენებთ მარცხენას , ცხოვრება ჩერდება . ავეჯი უნდა წარმოვადგინოთ როგორც დიდი სამყაროს ნაწილი >>
4. არნე კუინზ
<< მე მიყვარს ხელოვნება – იმიტომ რომ , მასში არ არის წესები , და მე შემიძლია რიალური ფორმა მივცე ყველა ჩემ გძნობებს . მეორე მხრიდან , მე მიყვარს დიზაინი – იმიტომ რომ , მასში არის წესები , და მე მიყვარს მათთან ჭიდილი >> – აცხადებს არნე ქუინზ – ი . არნეს 1999 წლიდან აქვს საკუთარი დიზაინ სტუდია Quinze&Milan , რომელსაც იგი დღემდე უძღვება როგორც არტ დირექტორი .
თავდაპირველად სტუდია Quinze&Milan საკუთარ თავს წარმოადგენდა << ატმოსფეროს შემქმნელად >> : მისი ავეჯი იყო არა თვითმიზანი , არამედ ცხოვრების სტილი , რომელმაც გამოწვევა გამოუცხადა დიზაინის სფეროში გამეფებულ მინიმალიზმს . შექმნილი ფორმები იყო ველური და სექსუალური , უდარდელი და თავისუფალი . ძალიან მალე ჟურნალისტებმა კუინზი შერაცხეს როგორც << ცუდი ბიჭი დიზაინის სამყაროდან >>
დღევანდელ დღეს სტუდიაში მუშაობს 60 არქიტექტორი , დეველოპერი და დიზაინერი , ხოლო კომპლექსური მომსახურება მოიცავს დიზაინს ყველაზე ფართო სიტყვის მნიშვნელობით : ბრენდბუქის შექმნიდან დაწყებული , ფეხსაცმლის დიზაინით დამთავრებული . თუმცა სტუდია Quinze&Milan -ს ის სახე დღემდე რჩება არნე კუინზი -<< ავეჯის დღესასწაულის მთავარი პოპ ვარსკვლავი >>
5. ფაბიო ნოვემბრე
ფაბიო – დიზაინერ – ინდივიდუალისტი . ამავდროულად , პატივსცემს მარკ ნიუსონს , ნორა არადას , ტომ დიკსონს. ყველა მათგანი , სხვათაშორის , ცხოვრობენ და მუშაობენ ინგლისში . მაგრამ ნოვემბრე – იტალიელია ძვლების ტვინიამდე . მისი მუშაობის მეთოდი გამსჭვალულია მგრძნობელობით და ემოციით : << რაც უფრო დიდხანს ვცხოვრობ , მით უფრო ვხდები ტექნოკრატი . და რაც უფრო ვემორჩილები ტექნოლოგიების ძალაუფლებას , ჩემი ნივთები მით უფრო დაკავშირებულები არიან გრძნობას და ინსტინკტებს . >>
Bisazz – ს არტ – დირექტორი , ფაბიო ნოვემბრემ მოზაიკისგან შექმნა ნამდვილი სიყვარულის ძეგლი . უნიტაზსა და ბიდეზე VOID , ბრენდისთვის Flaminia თითქოსდა დარჩენილია ჩაზნექილი ზედაპირები ჯერ კიდევ არ გამშრალი კერამიკა . ალბათ რთულია სხვა დიზაინერის დასახელება , რომელიც იქნებოდა ასე შთაგონებული ადამინის სხეულით .
მარტივი დანაწევრებული ფორმები – ეს მასზე არ არის . ნოვემბრეს შემთვევაში , ყველაფერი დინებადია , ცვალებადი , ცოცხალი , პულსირებით . ფეხსაცმლის მაღაზიაც კი გახვეულია , დაუსრულებელი თაროების ლენტით . ლოგინის საზურგე მდორეთ გადადის კარკასში , შემრევის ფორმა ისეთია , რომ გეჩვენებათ თითქოს , იგი წვეთის სახით გადმოდის ნიჟარაში წყალთან ერთად .
6. კრისტოფერ ჰოლი
სტამბულში ახალზელანდიელი დიზაინერი კრისტოფერ ჰოლი ჯერ კიდევ 2000 წლების დასაწყისში გადავიდა საცხოვრებლად , აღმოსავლური კულტურის მიმართ დიდი ინტერესის გამო . დროთა განმავლობაში მან გაითავისა ეს კულტურა იმდენად , რომ ეხლა ანხორციელბს თავის ყველაზე მაშტაბურ პროექტებს , სწორედ აქ , სამხრეთში .
მის დამკვეთებს შორის არიან რამოდენიმე არაბეთის პრინცი . ჰოლი ქმნის ინტერიერებს , თანამედროევე ევროპული და აღმოსავლური კულტურების ტრადიციებით . ეს კარგად არის შესამჩნევი არა მხოლოდ მის პროექტებში , არამედ ავეჯშიც , რომელსაც იგი აპროექტებს .
7. ჯონატან ადლერი
დაიბადა ნიუ-ჯერსიში . 11 წლის ასაკში იგი პირველად დაჯდა მეთუნუქის ამპლუაში , წლების შემდეგ უშედეგოდ ცდილობდა დაუფლებოდა იურიდიულ განათლებას , მუშაობდა კინოში , ხოლო საბოლოოდ გახდა დიზაინერი . ის რომ იგი არის თვითნასწავლი , ხელი არ შეუშლია ჯონატან ადლერისთვის , დაეარსებინა საკუთარი კომპანია – კერამიკის წარმოების და სხვადასხვა აქსესუარების , გაეხსნა ოცამდე მაღაზია და დეკორატორთა ბიურო .
თავის პროექტებში ხშირად საფუძვლად იღებს 1950 წლების ელეგანტურ დიზაინს , მაგრამ მყვირალა ფერების უხვად გამოყენების , გრაფიკული ორნამენტების და პროვოკაციული თანამედროვე ხელოვნების წყალობით , მისი ინტერიერები გამოდის ექსტრავაგანტული .
8. აქსელ ვერბორტი
ამ დროისთვის აქსელ ვერბორტის კომპანია ბაზირებულია ყოფილი მეღვინეობის შენობაში , ანტვერპენთან სიახლოვეში .
1970 წლებში დიზაინერმა გამოისყიდა და რესტავრირება გაუკეთა ვერმერისა და მიტერას ნახატების მიხედვით მთელს კვარტალს ანტვერპენში . ამის გარდა , ვერბორტი თვითონ უშვებს ავეჯს : მოზრდილ და გამორჩეულ სავარძლებს , რომლებიც საკმაოდ ალამაზებენ ანტიკვარულ სასადილო ზონებს .
ვერვორტის ინტერიერები ხშირად დაკომლექტებულია მცირე რაოდენობის ავეჯით , მაგრამ რადგან ეს ავეჯი შერჩეულია ისტორიული თვისებებით , მათში არ არის სიცივე , დამახასიათებელი მინიმალიზმისთვის
9. ტომას ფიზანტი
ამერიკელი დეკორატორი და ავეჯის დიზაინერი – ამ ამპლუაში იგი თანამშრმლობს ბრენდებთან Baker და McGuire . მას არ უყვარს არაფერი მკაფიო , მის პროექტებში ჭარბად არის თბილი ფერები , როგორიც არის ნაღების და სპილოსძვლისფერი . ხოლო აქცენტები გაკეთებულია არა ფერებზე არამდე ფაქტურაზე .
სტილის თვალსაზრისით ეს ტიპიური ამერიკული კლასიკაა , რომელშიც არის ცოტ – ცოტა არტ – დეკო , Beaux-Arts და 1950 წლების ფრანგული მოდერნიზმი . თუმცა თვით ფიზანტი ამბობს , რომ მასზე ყველაზე მეტად გავლენა მოახდინა აღმოსავლურმა კულტურამ . იგი თვლის , რომ კარგი ინტერიერი უნდა იწვევდეს კმაყოფილების შეგრძნებას .
10. BARBEROSGERBY – ს ტანდემი
ორი ინგლისელი დიზაინერი ედუარდ ბარბერი და ჯეი ოსგერბი მუშაობენ ერთი ბრენდის სახელით – BarberOsgerby . კაცები ერთად სწავლობდნენ არქიტექტურას ხელოვნების სამეფო კოლეჯში , ლონდონში . კოლეჯის დამთავრების შემდეგ 1996 წელს მათ დაარსეს საკუთარი დიზაინ ბიურო .
პირველივე ერთობლივი ნამუშევარი – მაგიდა Loop ( Isokon Plus – სთვის ) – შევიდა ლონდონის ვიკტორია და ალბერტის მუზეუმის მუდმივ კოლექციაში . ბარბერის და ოსგერბის მიყავთ კომპანია Universal Design Studio საქმეები , რომლის პროფილიც არის – არქიტექტურული პროექტირება და ინტერიერის დიზაინი . მათ იმუშავეს სტელ მაკარტნის მაღაზიების ინტერიერზე .
ნივთების დიზაინის სფეროში , ბარბერიმ და ოსგერბიმ შეასრულეს სერია Lunar აქსესუარების , ვანის ოთახისთვის – ბრენდისთვის Authentics , დააპროექტეს ახალი ბოთლი Ipsei კომპანიისთვის Coca-Cola . მათი კლიენტების სიაში არცთუისე ცოტა ცნობილი ბრენდია : Cappellini, Established & Sons, Flos . მათ მიერ შექმნილი სავარძელი Glove – ბრენდისთვის Swedese დასახელებულია ლონდონის გამოფენაზე როგორც :
100 % Design 2007 . ხოლო მაიამიში ისინი დააჯილდოვეს ტიტულით << მომავლის დიზაინერები >>