10 ყველაზე საინტერესო ბარის და რესტორნის დიზაინი
გთავაზობთ მიმონხილვას , ყველაზე საუკეთესო და განსვავებული ბარებისა და რესტორნების მსოფლიო ათეულს , რომლებიც იწვევენ განცვიფრებას თანამედროვე და ავანგარდული დიზაინით .
1. ბარ – მუზეუმი გ.რ გიგერი , გრუერში , შვეიცარიაში
შვეიცარიელი მხატვრის გ.რ გიგერის მიერ შექმნილი ბარ – მუზეუმი . ბარი გაიხსნა 2003 წელს , თუმცა ეს არ არის მხატვრის ერთადერთი ნამუშევარი . პირველი ბარი გაიხსნა ტოკიოში 1980 წელს , შემდეგ 1992 წელს – ჩურეში , ამავე დროს ნიუ იორკში ბარი The limelight . ბარის გაფორმებაში არის გამოყენებული სტილიზირებული ჩონჩხები პრეისტორიული ცხოველების .


2. ბარი Truth Coffee , კეიპტაუნში , სამხრეთ აფრიკაში
ბარი , რომლის დიზაინზე იმუშავა გელდეინ მარტინმა , გასაოცარია – ინტერიერში იგი გავს დიდ ორთქლის მანქანას , ყავის მოსადუღებელს . ყველა კედელი გაფორმებულია ვინტაჟური პოსტერებით , მეტალის მილებით , სტენდებით , გადავსებული სხვადასხვა ლითონის საგნებით , ნივთებით და ა.შ . დიზაინი კონცენტრირებულია ძველი ჩუგუნის საცხობის გარშემო .


3. ბარი ველოსიპედი , ბუხარესტში , რუმინეთში
ბუხარესტი , რომელსაც ხშირად უძახიან პატარა პარიზს , გთავაზობთ ეწვიოთ ყველაზე საინტერესო კაფე – ბარს . ბარი დეკორირებულია ველოსიპედებით , რომლებიც ბარს ქალაქის მაცხოვრებლებმა აჩუქეს . ავეჯი ვინტაჟურია , სტილიზირებული ასევე ველოსიპედებით . იდეა საკმაოდ კარგია , რადგან ორბორბლიანი ტრანსპორტმა მიიღო მეორე ცხოვრება , გაცოცხლდნენ ინტერიერში .


4. რესტორანი ჯენი , ანტვერენში , ბელგიაში
ეს დაწესებულება – ძალიან ძლიერი ადგილია . ცნობილმა შეფ – მზარეულმა სერჟიო გერმანმა და შეფ – მზარეულმა ნიკ ბრილმა შექმნეს ეს რესტორანი , სადაც შესაძლებელია ისადილოთ და მოუსმინოთ როკ – ენ- როლს . რესტორანი განთავსებულია ყოფილ საბრძოლო ჰოლსპიტალში , მაგრამ სპეციალისტებმა სტუდია Piet Boon Studio – დან , მთლიანად გადააკეთეს შენობა . ინტერიერი შესრულებულია თანამედროვე სტილში , მაგრამ იგი ორგანულად შერწყმულია ძველი შენობის ატმოსფერაში . ავეჯის შავი ფერი კონტრასტულია თეთრ კედლებთან . ინტერიერის გარდა , რესტორანში შესაძლებელია დატკბეთ ძვირფასი ღვინით და შესანიშნავი კერძებით .


5. Joben, კლუჟ – ნაპოკეში , რუმინეთში
კიდევ ერთმა სტიმპანკმა იმუშავა ბარის Joben Bistro – ს გაფორმებაზე . დიზაინი გაჯერებულია ჟუილ ვერნის ფანტასტიკური ისტორიებით . ბარი მართლაც ავანგარდული შეხედულების არის , მოხერხებულობის , კომფორტულობის და ინდივიდუალური დიზაინის შეზავებით . იგი გაყოფილია 3 სივრცედ : პირველში – ხელოვნების გალერეაა , მეორეში – თვითონ ბარი და ცემენტის კედლები ინდუსტრიული დიზაინით , მესამე სივრცე სავსეა სხვადასხვა ქაოტურად მოფენილი ნივთებით , რომლებიც ერთად გარგად გამოიყურებიან .


6. კაფე ბარი The Design, სტოკჰოლმში , შვედეთში
დიზაინერი იონას ვაგელი იმ აზრამდე მივიდა , რომ ინტერიერში განეთავსებინა ტყის ინსტალაცია ქალაქში , კაფე ბარში . სამგანზომილებიანი კონსტრუქცია შექმნილი იყო 2010 წლეს ავეჯის გამოფენისთვის სტოკჰოლმში . დიზაინერს ჩაფიქრებული აქვს ყოველ წელიწადს ინსტალაციის განახლება . კაფე ბარი გაყოფილია ორ ნაწილად : ერთი ინსდუსტრიული დიზაინთი , ხოლო მეორე – ტყის დიზაინით ვიპ კლიენტებისთვის . ხეები დაკიდებულია , საჰაერო ბუშტებზე , ჭერზე კი ღრუბლების იმიტაციაა .


7. Ozone Bar, ჰონკონგში, ჩინეთში
ეს ბარი განლაგებულია ცათაბრჯენის ბოლო სართულზე . დიზაინში გამოყენებულია ბუნებრივი მასალები და თანამედროვე სტილისტური ნივთები . განათება მუქი ლურჯი ფერის არის , რაც იწვევს დაუვიწყარ შეგრძნებებს . კაფე ბარში იმართება კოკტეილების მომზადების მასტერ კლასები .


8. კაფე KI , ტოკიოში , იაპონიაში
კაფე ბარი გამოირჩევა დიზაინით იმის გამო , რომ მაგიდის ფეხები სტილიზირებულია როგორც ხეები . ინტერიერი მონოხრომულია , თეთრი მაგიდებით და შავი ლითონის ფეხებით , რომლებიც ფეხის ფუნქციის გარდა ტანსაცმლის საკიდის ფუნქციასაც ითავსებენ .


9. კაფე Logomo , ტურკუში , ფინლანდიაში
თუ თქვენ ეწვევით კაფე Logomo – ს , ნამდვილად მრავალფეროვან სერვისსა და შეგრძნებებს მიიღებთ . გერმანელმა მხატვარმა ტობიას რეხბერგერმა ავეჯის კომპანიასთან ერთად შექმნა განსხვავებული დიზაინი – გადაჯვარედინებული ხაზებით . მონოქრომული დიზაინი გაჯერებულია მჭახე ფერებითა და გეომეტრიული ხაზებით , რაც აღიქმნება როგორც ავანგარდული , ფუტურისტული დიზაინი .


10. რესტორანი What Happens When , ნიუ იორკში , ამერიკის შეერთებულ შტატებში
საინტერესო სახელწოდების გარდა , რესტორანი გთავაზობთ არაჩვეულებრივ დიზაინს . თუმცა იგი უკვე დახურეს , იგი რჩება მსოფლიოში ერთ ერთ საუკეთესოდ , დიზაინის თვალსაზრისით , რომელიც იყო ერთი ადამინის ჩანაფიქრი , ადამინის რომელსაც ჰქონდა შეთავსებული სამი როლი : იგი იღო შეფ მზარეულიც , ფოტოგრაფიც და კომპოზიტორიც . ყოველ 30 დღეში , 9 თვის მანძილზე იცვლებოდა ინსტალაცია , სამზარეულო და რესტორნის გაფორმება . ყოველ ჯერზე რესტორანი აფსოლიტურად განსხვავებული იყო

