ტრენდები ინტერიერში
ტრენდები ინტერიერში
2021 წლის ტრენდები ინტერიერის დიზაინში
ლურჯი ფერები
მუქი ლურჯი ფერი 2021 წლის ტრენდია . მას შეგვიძლია ამ წლის ახალი შავი ვუწოდოთ . ამ ფერის მუქი პასტელური ტონალობები შექმნიან ელეგანტურ და დახვეწილ ინტერიერებს .
ღია ფერის ხე
სკანდინავიური ინსპირაციით , ღია ფერის ხე ამ წლის ტრენდული მასალა იქნება . მისი გამოყენების არეალი უფრო გაიზრდება და იატაკიდან კედლებზე და ჭერზეც გადაინაცვლებს .
სიცოცხლისუნარიანი თანამედროვე დიზაინი
სულ უფრო აქტუალური ხდება ეკოლოგიის პრობლემების მოგვარების ხერხების სხვადასხვა სფეროში შეტანა და გამონაკლისი არც დიზაინი იქნება . მაგალითად , 2021 წლის ტენდენციებში შესაძლოა შეხვდეთ გადამუშავებული პლასტმასისგან შექმნილ ავეჯს ან სხვა უკვე გამოყენებული მასალისგან შექმნილ თუნდაც მოსაპირკეთებელ მასალებს .
ბუნებრივი მასალები
ეს პუნქტი სიახლე არ არის , თუმცა კიდევ უფრო აქტუალური ხდება ბუნებრივი მასალების გამოყენება . 2020 წლის ეპიდემიიდან გამომდინარე , ადამიანები მიხვდნენ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნების სახლში შემოტანა . ამ შედეგის მისაღწევად თქვენ უნდა შეარჩიოთ ბუნებრივი მასალები და უხვად გამოიყენოდ მცენარეები .
ნაცრისფერი – წლის ფერი
2020-2021 წლების ერთ-ერთი ჰაილაითი ნაცრისფერია . მისი ტონები უხდება ტექნოლოგიურ , თანამედროვე და ელეგანტურ სივრცეებს .
6 . სახის სილუეტიანი გრაფიკული ხელოვნება
ამ ტრენდის ელემენტები გასულ წლებშიც იყო , თუმცა უფრო მცირე რაოდენობით , 2021 კი ამ ტენდენციის წელი იქნება . ეს ხაზები გამოყენებული იქნება როგორც ინტერიერში , ასევე დეკორაციებში .
7. ინდუსტრიული სტილი
ეს სტილი კვლავ აქტუალურია . მის ამდენხნიან პოპულარობას განაპირობებს შესაძლებლობა მასში სხვა სტილების შეტანისა . თქვენ შეძლებთ ინდუსტრიული სტილი სხვა ნებისმიერთან კომბინაციაში გამოიყენოთ და მშვიდად იყოთ , რადგან მისი პოპულარობა უახლოეს წლებში კვლავ გარანტირებული იქნება .
8. ნეიტრალური ტონები
თუ თქვენ გინდათ , თქვენმა დიზაინმა წლებს გაუძლოს , მაშინ ნეიტრალური ფერები უნდა გამოიყენოთ . სიმყუდროვე , სუფთა ხაზები , სიმშვიდისა და კომფორტის შეგრძნება – ამ ყველაფრის შექმნა სწორედ ამ გზით შეგიძლიათ .
ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ