დაწნული ავეჯი ინტერიერში
დაწნული ავეჯი აქტუალურობას არ კარგავს ბოლო წნელბში . ეს ავეჯი ქანთრი სახლებისა და კოტეჯების მთავარი ატრიბუტი იყო , ახლა კი , მათ თანამედროვე ინტერიერებში იყენებენ . დაწნული ავეჯი გამძლეა . დროსთან ერთად იცვლება მასთან ერთად გამოყენებული მატერიებიც – ტყავი , მეტალი , მინა …

დაწნული ავეჯისთვის სხვადასხვა მასალებს იყენებენ , თუმცა ყველაზე პოპულარულია :
– ბამბუკი
– ტირიფი
– თხილი
– ლერწამი
– წყლის ჰიაცინტი
– როტანგი
– აბაკა
– სიზალი
– გაზეთი

ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი როტანგია, რადგან ის გამძლეა სხვადასხვა სიტუაციებში , იტანს სიცივესაც და სითბოსაც . ალბათ გაზეთის ხსენებამ გაგაკვირვათ , თუმცა გაზეთები დაწნული ავეჯის შესაქმნელად საკმაოდ აქტიურად გამოიყენება , თუმცა ასეთ ავეჯს უფრო დეკორატიული დანიშნულება აქვს და რა თქმა უნდა არც ისე გამძლეა , თუმცა ის აუცილებლად გამოაცოცხლებს თქვენს ინტერიერს . გაზეთი სამუშაოდ მოქნილი მასალაა და თქვენ შეძლებთ სხვადასხვა რთული ფორმის მიღებას .

ნატურალური მასალებისგან დამზადებული ავეჯი ყოველთვის მოდური და აქტუალურია . დაწნული ავეჯის გამოყენება თანამედროვე ინტერიერებში ნებისმიერ ოთახში შეგიძლიათ . ისინი მყუდრო და კომფორტულ გარემოს შექმნიან .



სტატია მოამზადა – ლინდა დევაძემ