მიკრო აპარტამენტები
მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური ხდება მიკრო – აპარტამენტების , სასტუმრო – კაფსულების და ძალიან მცირე ზომის სახლების დაპროექტება . დროსთან ერთად ადამიანების ცხოვრებაც შეიცვალა , ისინი სულ უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სახლში , შესაბამისად მათ აღარ სჭირდებათ დიდი ოთახები და ბევრი ავეჯი . მთავარი ადგილი ფუნქციურობამ დაიკავა . სტატიაში ნახავთ მსოფლიოში არსებულ 4 ყველაზე მცირე ზომის საცხოვრებელს .
1 . ეს აპარტამენტი პოლონეთში მდებარეობს, და მას მიკრო აპარტამენტსაც ეძახიან , რადგან მისი ზომა სულ რაღაც 13 კვადრატული მეტრია . იგი დააპროექტა სიმონ ჰანსარმა . მიუხედავად იმისა , რომ აპარტამენტი პატარაა , როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს , მასში მაინც სიმსუბუქე და სივრცე იგრძნობა .13 კვადრატულ მეტრში განთავსებულია სამზარეულო , ანტრესოლი – საძინებელი სივრცისთვის , პატარა აბაზანა , კარადები და გამოყენებულია საინტერესო , პრაქტიკულად გადაწყვეტილი ავეჯი , მაგალითად კედელზე დაკიდებული ველოსიპედი და ჰამაკი . ღია ფერები ვიზუალურად ადიდებენ სივრცეს და მისი სიმარტივე და მინიმალისტურობა უზრუნველყოფს სიმსუბუქის შეგრძნებას .
2 . პარიზის ცენტრში მდებარე პატარა ოთახი , რომელშიც ელექტროენერგიაც კი არ იყო და მისი ზომა ზედმეტად პატარა იყო იმისთვის , რომ რაიმედ – მით უმეტეს კი საცხოვრებლად ქცეულიყო , ორმა ახალგაზრდა მევიოლინემ კომფორტულ სივრცედ აქცია . ოთახი 12 კვადრატულ მეტრს მოიცავს , იქედან გამომდინარე , რომ მისი ზონებად დაყოფა საკმაოდ რთული იყო , მფლობელებმა პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზები იპოვეს , მაგალითად , სააბაზანო მიმალულია დეკორატიული ტიხარის უკან , სამზარეულო საინტერესო დიზაინერული გადაწყვეტით შექმნილ პატარა ზომის სათავსოებშია ჩამალული , ოთახის მთავარ ნაწილს საერთო ოთახი წარმოადგენს , სადაც გაერთიანებულია საძილე და მისაღები ზონები , ფუნქციონალური ავეჯის დახმარებით საწოლი ხის კიბე – საკუჭნაოშია შემალული მაშინ , როდესაც სივრცემ მისაღების ფუნქცია უნდა შეასრულოს .
3 . ნიკოლას ვაშანცევის მიერ დაპროექტებული 15 კვ . მ – იანი მიკრო აპარტამენტი , ფუნქციონალური ავეჯი მსგავსი ტიპის საცხოვრებლების მთავარი ნაწილია . დიზაინერმა გამოიყენა ფუნქციონალური დივანი , რომელიც მარტივად იქცევა საწოლად . აქ ბევრი დამალული სათავსოა , სლაიდური გარდერობი და ყველა საჭირო პირობა და კომფორტი იმისთვის , რომ მასში ერთმა , ან ორმა ადამიანმა იცხოვროს
4 . ტაივანურმა სტუდიამ A little design ტაივანში , ტაიპეიში დააპროექტა ფუნქციონალური მცირე ზომის საცხოვრებელი , რომელიც 17 კვადრატულ მეტრს მოიცავს , ჭერის სიმაღლე 3 , 4 მეტრია . აპარტამენტის მფლობელი ხშირად მოგზაურობს , ამიტომ მას უნდოდა მცირე ზომის საცხოვრებელი , სადაც მცირე დროის გატარებას შეძლებდა . ბინა აღჭურილია ყველა საჭირო ტექნიკით ( სარეცხის მანქანა , ელექტრო ღუმელი ) , ავეჯით ( დივანი ,საწოლი , სათავსოები ) , აბაზანა და სამზარეულო ფუნქციურად სრულფასოვანია . ანტრესოლში განთავსებულია საძინებელი , გამოყენებულია თეთრი ფერები , თუმცა ხვადასხვა მასალები , ხე . სწორედ ფერებისა და ფუნქციონალური ავეჯის დამსახურებით აპარტამენტში სივრცეები ღიაა და არ არის გადატვირთული .
ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ