დიზაინი

მცენარეები ინტერიერში

როგორ გამოვიყენოთ მცენარეები ინტერიერში

ინტერიერში მცენარეების შემოტანა სივრცეს უფრო ცოცხალს ხდის, ავსებს სიცარიელეს, მაგრამ მათი გამოყენება თანამედროვე დიზაინში ცოტა რთულია , რადგან ამ შემთხვევაში დიზაინი მოითხოვს სწორ ხაზებს, მინიმალისტურობასა და სიმარტივეს , თუმცა სწორად შერჩეული მცენარე თქვენს სახლს უნიკალურობას , სიმყუდროვესა და სიჯანსაღეს შესძენს.  სტატიაში წარმოგიდგენთ ყველაზე ლამაზ ინტერიერის მცენარეებს და კრეატიულ გზებს მათ გამოსაყენებლად.

ფიკუს ლირატა

mcenareebi interiershi

ერთ-ერთი ფავორიტი ინტერიერის მცენარეა თავისი ლამაზი ვიზუალისა და ზომის გამო . თუ მას ცარიელ კუთხეში დადგმით , ოთახს შეავსებს და ინტერიერს ეგზოტიკურს გახდის . შესასვლელის ან ფანჯრის ორივე მხარეს დადგმის შემთხვევაში სივრცეს ტრუპიკულ, ცოცხალ სახეს სძენს . ფოთლების დიდი ზომის გამო თითოეულს 20 – 30 ფოთოლზე მეტი არ აქვს, ამიტომაც თანამედროვე და მინიმალისტურ ინტერიერსაც არ ტვირთავს ბევრი დეტალით . დაწნულ ქოთანში ფიკუს ლირატა ჰარმონიულად გამოიყურება.

სპილოს ყურები

mcenareebi interiershi

სპილოს ყურები ძალიან დიდი ზომის ფოთლების მქონე მცენარეა , ის შეიძლება იყოს 4 მეტრზე გრძელი თუ მას თავიდან ბოლომდე გავზომავთ . თუმცა ინტერიერის სპილოსყურება მცენარე შედარებით პატარა ზომისაა და 2 მეტრს არ აღემატება . ისინი გამოიყენება ისეთი დიდი სივრცეების დეკორირებისთვის , როგორებიცაა ლოფტი, მაღალჭერიანი სახლები , ვერანდები , ოფისები , ბარები … ეს მცენარე თავისი ზომის გამო დიდ ყურადღებას იქცევს . ის საინტერესოდ გამოიყურება ყვითელი აქცენტების, შავი და თეთრი ფერების ფონზე .

snake plant

mcenareebi interiershi

snake plant ( გველი მცენარე ) ყველაზე მარტივი სახლის მცენარეა . მისი მინიმალისტური ვიზუალი ძალიან უხდება ნათელ , თანამედროვე სივრცეებს , ისინი ლამაზ სილუეტებს ქმნიან შედარებით ნაკლებად განათებულ ადგილებშიც , მაგალითად სპა-სალონში და ა.შ.

Dieffenbachia plant

mcenareebi interiershi

dieffenbachia სხვა მცენარეებისგან თავისი ფერებით გამოირჩევა , ის ღია ფერის ლაიმისა და მუქი მწვანე ფერის ნაზავია და უხდება თეთრ მოდერნისტულ ავეჯს .

Boston ferm


mcenareebi interiershi

ამ მცენარეს დეკადების განმავლობაში შეუძლია იცოცხლოს , ინტერიერში ის ხშირ შემთხვევაში დაწნულ კალათაშია მოთავსებული და დაკიდებულია ჭერზე , მისი ფოთლები ჩანჩქერის შთაბეჭდილებას ქმნის , მისი გამოყენება მიღებულია მისაღებ ოთახში და ვერანდებზე .

Dracaena

mcenareebi interiershi

ადამიანებს უყვართ ეგზოტიკური მცენარეები . Dracaena მარტივად მოსავლელი მცენარეა და შეუძლია დიდხანს იცოცხლოს . იგი ძალიან ჰგავს პალმას, ამიტომაც ჩრდილოეთის ქვეყნებში ამ მცენარეს ზაფხულის ხასიათის შემოსატანად ხშირად იყენებენ .

Air plants

mcenareebi interiershi

ყველაზე მისტიკური და ეგზოტიკური ინტერიერის მცენარეა . მას არ სჭირდება მიწა გასაზრდელად, ასე რომ, შესაძლებელია დაკიდება კედელზე , ჭერზე , ან უბრალოდ მინის კონტეინერში მოთავსება , ბევრი დიზაინერი იყენებს ამ მცენარეს ნამუშევრებში , მაგალითად Bocci ე . წ . ჰაერის მცენარეებს იყენებს სანათების შექმნისთვის . ბევრი მცენარე შეიძლება იყოს გამოყენებული ინტერიერში , მთავარია მათი სწორად შერჩევა ზომის , ფერისა და დანიშნულების მიხედვით .

სტატია მოამზადა – ლინდა დევაძემ