დიზაინი

პრიცკერის პრიზის შესახებ

ჯეი და სიდნი პრიცკერებს სჯეროდათ რომ მრავანლმნიშვნელოვანი პრიზი არქიტექტორების წაქეზებისა და ინსპირაციის საუკეთესო საშუალება იქნებოდა , გააღრმავებდა ცნობიერებას არქიტექტურის სფეროში და პროფესიას კრეატიულობას შესძენდა.

prickeris prizi

პრიზი სახელს პრიცკერების ოჯახიდან იღებს , რომელთა საერთაშორისო ბიზნესის სათაო ოფისი ჩიკაგოშია. პრიცკერები ცნობილი მათი სამეცნიერო , სამედიცინო და კულტურულ სფეროებში საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულობით გახდნენ . ოჯახი “Hyatt Hotels“ – ის მფლობელია. მათი უფროსი ვაჟი , კომპანიის პრეზიდენტი , საუბრობს: „ ნამდვილი ჩიკაგოელობის გათვალისწინებით , საერთოდ არ არის გასაკვირი ჩემი ოჯახის არქიტექტურისადმი დამოკიდებულება , ეს ხომ ცათამბრჯენების სამშობლოა  ქალაქი ლეგენდარული არქიტექტორების შენობებით სავსე , აქ ვხვდებით ლუის სალივანის , ლუის კანის , მის ვან დერ როესა და სხვათა ნამუშევრებს „

ის აგრძელებს : „ 1967 წელს Hyatt – ის ერთ – ერთი სასტუმროს პროექტში გამოყენებულმა მზარდმა ატრიუმმა ძალიან გაამართლა და ჩვენი სასტუმროების ხელწერად იქცა მთელი მსოფლიოს გარშემო. მას სტუმრების ხასიათსა და თანამშრომლების დამოკიდებულებაზე ძალიან დიდი დადებითი გავლენა ჰქონდა . ამ პროექტიდან გავიაზრეთ რამხელა გავლენა შეიძლებოდა ჰქონდოდა არქიტექტურას ადამიანზე . სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს მშობლემა პრიცკერის პრიზის შექმნით არქიტექტორების სტიმულირება “ .

prickeris prizi

დაჯილდოვების პროცედურები მოდელირებულია ნობელის პრემიის მიხედვით, ლაურეატები 100 000 $ გრანტთან ერთად ფორმალურ სერთიფიკატსა და 1987 წლიდან ბრინჯაოს მედალიონს იღებენ.

დაჯილდოვების ოფიციალური ცერემონია ყოველწლიურად , ძირითადად მაისში ტარდება .  ადგილი მთელი მსოფიოს გარშემო ნებისმიერი არქიტექტურულად თვალისმომჭრელი გარემო შეიძლება გახდეს . ადგილი ყოველთვის სცემს პატივს სხვა პერიოდის არქიტექტურას ან თუნდაც ძველი გამარჯვებულების ნაშრომებს . ის ნომინანტების დასახელებამდე ირჩევა და მათთან არანაირი კავშირი არ აქვს.

prickeris prizi

ცერემონიაზე დასწრება მხოლოდ მოწვეულ სტუმრებს შეუძლიათ , ცერემონია ძირითადად ქალაქის წარჩინებული პირის მისალმებითი ხასიათის გამოსვლით იწყება , შემდეგ მთავარი ჟიურის კომენტარი და ტომ პრიცკერის მიერ პრიზის პრეზენტაციაა , რასაც ნომინაციის გამარჯვებულის სიტყვით გამოსვლა მოსდევს.

prickeris prizi

ლაურეატი ფულად ჯილდოსთან ერთად იღებს ბრინჯაოს მედალს რომელიც ლუის სალივანის დიზაინზეა დაფუძვნებული მის ერთ მხარეს წერია პრიზის დახელი, ხოლო მეორეზე სამი სიტყვა – „სიმტკიცე, მოხმარება და აღფრთოვანება“ რომელიც რომაელი არქიტექტორის ვიტრივიუსის ფუნდამენტურ პრინციპებს გვახსენებს.

სტატია მოამზადა – მარი ზურაბიშვილმა