იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

ლოფტი

ლოფტი

ლოფტი Zeworkroom studio – სგან

მდიდრული ინტერიერი ლოფტის სტილში , რომელიც მშვიდი და კომფორტულია თავისი ფერებითა და ზედაპირებით , Zeworkroom Studio -ს ეკუთვნის .

ლოფტი და ინდუსტრიული სტილი დიდი ხანია პოპულარულია , თუმცა ამ კონკრეტულ ინტერიერში დიზაინერებმა მისი მიქსი წარმოგვიდგინეს მინიმალიზმთან  და ვაბი-საბისთან .
ლოფტისთვის დამახასიათებელი მაღალი ჭერი , დიდი ვიტრაჟი , მინიმალიზმისთვის დამახასიათებელი სწორი , ნატიფი ხაზები , რბილი გადასვლები და ვაბი-საბისთვის დამახასიათებელი მიწიერი ფერები ყველა ოთახში ქმნიან მშვიდ გარემოს .

ლოფტი



საერთო სივრცეში არსებული უნიკალური , ელეგანტური კიბე აუცილებლად მიიქცევს თქვენს ყურადღებას . მიუხედავად პატარა სივრცისა , მაღალი ჭერის გამო ინტერიერი ტევადია .

ლოფტი


საერთო სივრცეს ერთ-ერთი კედელი ისეა მოპირკეთებული , რომ ჭერის დონეს ორად ყოფს ვიზუალურად . რბილი ავეჯი თავისი  ნეიტრალური ფერებითა და ძალიან რბილი გასავლებით იდეალურად ერწყმის ინტერიერში გამოყენებულ ასევე ნეიტრალური ფერების მქონე მოსაპირკეთებელ მასალებს .

ლოფტი


ინტერიერში არსებულ სიმყუდროვეს კიდევ უფრო ინტენსიურს ბუხარი ხდის . რომლის კედელზეც მთლიანად თაროები და კარადაა ჭერამდე . სამზარეულო დივანის გვერდით არსებულ ერთი შეხედვით კარადაშია ჩამალული .

ლოფტი


საერთო ოთახსა და საძინებელს კიბესთან ერთად მრგვალი ფანჯარა აკავშირებს ერთმანეთთან . იგივე ფერები , იგივე ხაზები და მასალებია გამოყენებული ამ სივრცეში .

ლოფტი


ინტერიერში გამოყენებული მასალები და ფერები მეორდება აბაზანაშიც .

ლოფტი

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ