იდეალური ბინა
იდეალური ბინა
სტატიაში გაეცნობით დიზაინერის რჩევებს , რომლებიც იდეალური ბინის შერჩევისთვის გამოგადგებათ .
1. ფართობი
დიზაინერი ანა კრაპივკო დიდი ხანია , რაც ინტერიერის დიზაინზე მუშაობს და ამბობს , რომ ტექნიკის რაოდენობა ჩვენს სახლებში დღითიდღე იზრდება . მის ბოლო პროექტებში ისეთი ტექნიკა დაემატა , როგორიცაა ღვინის მაცივარი , დამატებითი საყინულე სამზარეულოში , საშრობი სარეცხ მანქანასთან ერთად , გარდერობში დამკვეთები სულ უფრო ხშირად ითხოვენ ორთქლის კარადებს და ეს , რა თქმა უნდა , არ არის ბოლო წერტილი და წლიდან წლამდე ახალი ტექნიკის გამოჩენასთან ერთად აუცილებელი ხდება სახლებში მათთვის ადგილის პოვნა . ამისთვის კი საჭიროა დამატებითი სივრცე , ამიტომ , რაც უფრო დიდია ფართი , მით უფრო მარტივია მასში სხვადასხვა ნივთებისა თუ ტექნიკის დამატება .

2. გეგმარება კარგი პოტენციალით
არის ბინები დიდი ფართობით , თუმცა პატარა პოტენციალით . უყურებთ გეგმარებას და ხვდებით , რომ სივრცე საკმაოდ დიდია , თუმცა გრძელი ჰოლები ,,ჭამენ“ ძვირფას კვადრატულ მეტრებს . კარგი გეგმარება დიზაინერს მანევრირების საშუალებას აძლევს .
დიზაინერები გვირჩევენ , თუ რა თქმა უნდა გაქვთ ამის შესაძლებლობა , შეარჩიოთ ისეთი ბინა , სადაც მთავარ საძინებელს მაინც ექნება საკუთარი აბაზანა და სასურველია გარდერობიც . მნიშვნელოვანია იყოს იმის შესაძლებლობა , რომ სხვადასხვა ნივთებისთვის გამოიყოს საკუჭნაო .

3. ვიტრაჟები იატაკიდან ჭერამდე
2020-2021 წლებში ადამიანებს სახლში უფრო მეტი დროის გატარება მოუწიათ , შესაბამისად სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ბუნებრივი სინათლის ინტერიერში დიდი დოზით არსებობა . სწორედ იატაკიდან ჭერამდე აჭიმული ვიტრაჟები გვაძლევს საშუალებას , რომ ეს პუნქტი უზრუნველყოფილი იყოს .

4. ტერიტორიის კეთილმოწყობა და შენობის არქიტექტურა
ვიწრო ტროტუარები და ძალიან პატარა ეზო ან უარეს შემთხვევაში ეზოს საერთოდ არ არსებობა მიზეზი შეიძლება გახდეს კონკრეტულ შენობაში სახლის შეძენისგან თავის შეკავებისა . სასიამოვნოა , როცა არქიტექტორებს ნაფიქრი აქვთ არა მხოლოდ ფასადებზე , არამედ იმ ტერიტორიაზე , სადაც შენობიდან გასვლისას გიწევთ ყოფნა .

5. კონსტრუქციის ხარისხი და ,, ჭკვიანი სახლი “
რა თქმა უნდა , ტექნიკური მახასიათებლები მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს . ხმის იზოლაცია ბევრ სახლში ხდება პრობლემა . ასევე მნიშვნელოვანია ვენტილაცია , ელექტროობა , სანტექნიკის გამართულობა . თითოეული პუნქტი კარგად უნდა იყოს ნაფიქრი დაპროექტებისას . არავინ არ იტყვის უარს ისეთ კომფორტზე , როგორიც ელექტროკარნიზია და ფარდების მართვა პულტითაა შესაძლებელი . ასეთი დეტალები ქმნიამ კომფორტს .

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ