მიკრო ლოფტი
მიკრო ლოფტი
ეს ბინა მოსკოვში მდებარეობს და სულ რაღაც 27 კვადრატულ მეტრს მოიცავს . შენობა რევიტალიზაციამდე ფაბრიკა იყო , მისგან ორიგინალური აგურის კედლები და სხვა ინდუსტრიული ელემენტები შემორჩა .
ახლა ეს კომპლექსი თანამედროვე ლოფტ -აპარტამენტებს წარმოადგენს ძალიან მაღალი ჭერებითა და დიდი ვიტრაჟებით .
სწორედ ჭერის სიმაღლის გამო მოხერხდა საცხოვრებელში ანტრესოლის მოწყობა , ხოლო კიბე , რომელიც საერთო ოთახსა და ანტრესოლში არსებულ საძინებელს აკავშირებს ერთმანეთთან , ინტერიერის მნიშვნელოვან ელემენტად იქცა .
საინტერესოდ გამოიყურება სრულიად თეთრი ავეჯი , რაც ძველი აგურის კედლებისა და ძველი ვიზუალით დატოვებული ჭერების ფონზე კონტრასტულია .
გამოყენებული ავეჯიც მონოქრომულია , რაც ძველი ფაბრიკისგან შემორჩენილ კედლებსა და ჭერებს საშუალებას აძლევს თვალშისაცემი იყოს .
ეს პროექტი რევიტალიზაციის ძალიან კარგი მაგალითია .
( რევიტალიზაცია ნიშნავს თავის დროზე მსხვილი და საშუალო ინდუსტრიული ობიექტების , რომლებმაც თავიანთი ფუნქცია ამოწურეს , განახლებას , მათთვის პროფილის შეცვლას და სასარგებლო ბიზნეს თუ საცხოვრებელი მიზნებით გამოყენებას )
ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ