იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

ბიუჯეტური სამზარეულო

ბიუჯეტური სამზარეულო

იმისთვის , რომ სამზარეულო ლამაზი იყოს , სულაც არ არის აუცილებელი მასზე დიდი თანხების დახარჯვა . სტატიაში ნახავთ დიზაინერების ნამუშევრებს სამზარეულოს ბიუჯეტურად და საინტერესოდ დაგეგმვისთის .

1. კომბინირებული ფასადები – სამზარეულოს ფასს რაღა თქმა უნდა , პირველ რიგში მისი ფასადი , გამოყენებული მექანიზმები და მასალები განსაზღვრავს . თუ ბიუჯეტი შეზღუდულია და მასალაზე აპირებთ თანხის დაზოგვას , ამ შემთხვევაშიც კი შეგიძლიათ გამოიყენოთ ორი მასალის კომბინაცია , მაგალითად ხის ფაქტურა და ნებისმიერი ფერი . ასე სამზარეულოს უფრო საინტერესო და თვალშისაცემი ვიზუალი ექნება .

ბიუჯეტური სამზარეულო


2. გამოიყენეთ საინტერესო მასალა სამზარეულოს წინსაფრისთვის – ასე თქვენ შეძლებთ მარტივი ფორმისა და ფერის სამზარეულოს ავეჯის გახალისებას . შეგიძლიათ წინსაფარი აქტიური ფერით შეღებოთ და ნაწრთობი შუშით დაიცვათ წყლის შხეფებისგან , ან გამოიყენოთ საინტერესო ფორმისა და ფერის ფილები .

ბიუჯეტური სამზარეულო


3. მეტი დრამატულობა – აქცენტირებული კედელი სამზარეულოს დიზაინზეც ისევე მუშაობს , როგორც სახლის სხვა ნაწილებზე . სამზარეულოს მარტივი ავეჯიდან ყურადღება გადაიტანეთ მიმზიდველი , დრამატული და თვალშისაცემი ფერის კედლებზე .

ბიუჯეტური სამზარეულო


4. შეიძინეთ არასტანდარტული ვიზუალის მქონე ტექნიკა – ეს ძალიან კარგი გზაა თქვენი სამზარეულოს გასაცოცხლებლად .  ტექნიკის მაღაზიები დღესდღეობით ფართო არჩევანს გვთავაზობენ როგორც ფასის , ასევე ვიზუალის კუთხითაც . თუ თქვენს სამზარეულოში ადგილს მოუძებნით მკვეთრი ფერის ვინტაჟურ მაცივარს , შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ , რომ მთელი ყურადღება მასზე გადავა .

ბიუჯეტური სამზარეულო


5. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური გზა მთლიანად თეთრი სამზარეულოა თეთრი ჭერისა და კედლის ფონზე . ასე თქვენ ვიზუალურად უფრო დიდ , მაღალ და ჰაეროვან სამზარეულოს მიიღებთ . ასეთი თეთრი ინტერიერის გახალისება სხვადასხვა ფერადი ნივთებითა თუ ტექნიკით შეგიძლიათ .

ბიუჯეტური სამზარეულო


6. ფსონი გააკეთეთ მოულოდნელობაზე – ვინ თქვა , რომ წინსაფარი სამზარეულოს მთელ კედელზე უნდა იყოს ? თქვენ შეგიძლიათ მისი მხოლოდ ნიჟარის და გაზის ზედაპირის უკან გამოყენება , რაც კრეატიულს გახდის თქვენს ბიუჯეტურ სამზარეულოს

ბიუჯეტური სამზარეულო

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ