ფერის კანონები
ფერის კანონები
რომელი ფერები ავირჩიოთ ინტერიერისთვის ? როგორი შეფერილობის უნდა იყოს დივანი , სკამები , კარადები ? როგორი შპალერი გავაკრათ და როგორი საღებავით შევღებოთ კედლები ? გამოცდილი დიზაინერები და არქიტექტორები გვიზიარებენ საიდუმლოს როგორ მოვიქცეთ , რომ ჰარმონიულად შევარჩიოთ ფერთა პალიტრა .
როგორც ზოგიერთი არქიტექტორი გვირჩევს , არ ღირს ფერთა მრავალფეროვნებით და ინტერიერში სხვადასხვა შეფერილობის გამოყენებით გატაცება . აქ ასეთი წესი გამოგვადგება : ნაკლები , მაგრამ უკეთესი .
სპეციალისტები გვირჩევენ გეგმის შედგენას , რის მიხედვითაც შემდეგ ვიმოქმედებთ .
1 . გავერკვეთ რა ფერის იქნება იატაკი , ჭერი და კედლები .
2 . გავიგოთ როგორი ავეჯი უნდა დავდგათ და რა ტონებში იქნება ის .
3 . ავირჩიოთ დეკორატიული ნივთები – პატარა ვაზები , ბალიშები , სურათები და სხვა აქსესუარები .
ვამზადებთ სტილს .
იატაკი კედლები და ჭერი – ეს ტილოა , რომელზედაც შემდეგში განვითარდება ყველა საინტერესო მოქმედება .
არა აქვს მნიშვნელოვა რაზე ვსაუბრობთ აპარტამენტებზე ქალაქში თუ სააგარაკე სახლზე – დიზაინერები გვირჩევენ მინიმუმამე დავიყვანოთ ფერთა გამოყენება . იატაკი კარგად გამოჩნდება თუ ის იქნება ნატურალური – ნაცრისფერი , ჩალისფერი ან ქვიშისფერი . მთელი სახლის იატაკი იყოს ერთი ფერის და ერთი ფაქტურის . სხვადასხვა ტონებით და ფაქტურების შეხამებით გამოწვეული კაკოფონია ნამდვილად უადგილოა .
რა მოვუხერხოთ ჭერს და კედლებს ? გამოცდილი დიაზაინერები გვირჩევენ დავტოვოდ ისინი თეთრად , უბიწო ქალიშვილივით სუფთა ტილო , რომლის ფონზეც მაქსიმალურად მომგებიანად გამოჩნდება ავეჯი და დეკორი .
ეს თქვენ მოსაწყენად მოგეჩვენებათ ? გააკეთეთ ერთი კედელი ფერადი . მაგრამ ეს მეთოდი გამოდგება ერთი გარკვეული ბინიოს ტიპისთვის ან სახლისთვის . თუ ამ ხერხს გამოვიყენებთ ყველგან , მაშინ ის ინტერესს დაკარგავს .
როგორი ფერი გამოვიყენოთ ? ღია ფერი ჯობია თუ მუქი , თუ გრაფიტი ? თუ თქვენ მაინც გადაწყვიტეთ დაამატოთ ფერები კედლებზე , ღირს ორიენტაცია გააკთოთ იმაზე , თუ რა დანიშნულება აქ კონკრეტულ ადგილს .
მაგალითად , საძინებელი , სასტუმრო ოთახი და აბაზანა გამოვა ძალიან წყნარი და მშვიდი თუ ავირჩევთ კედლებისთვის თბილ “მოგუდულ” ღია ან უფრო მუქ ტონებს .
გსუურთ დაამატოდ ემოცია ? აიღეთ კონტრასტული ტონები – ნაცრისფერი და ნარინჯისფერი , ნაცრისფერი და სალათისფერი , ნაცრისფერი და ვარდისფერი და ა . შ
ეს შეიტნს შეიტანს მოძრაობას ინტერიერში . ასეთი გადაწყვეტილებები უხდება სასტუმრო ოთახს , სამზარეულოს და ბინაში მოწყობილ სპორტულდარბაზს .
დიზაინერთა უმრავლესობის აზრით , ჭერი სჯობს დავტოვოთ თეთრი . ეს ვიზუალურად აფართოვებს სივრცეს მაღლა .
ავეჯის ნიუანსები .
ავეჯი – ეს მეორე ეტაპია . რა თქმა უნდა ის უნდა ეხამებოდეს კედლებს , იატაკს , მაგრამ მთლიანად შეერწყას მას არ არის აუცილებელი . ეს ნიშნავს იმას რომ , მისი ფერი უნდა იყოს სხვანაირი . ავეჯით შეიძლება ექსპერიმენტის ჩატარება . მოგინდათ რაიმე სიახლე , უბრალოდ გამოცვალეთ ავეჯის გადასაკრავი – ახალი ინტერიერი სახეზეა . მნიშვნელოვანია გვახსოვდეს რომ , რაცნაკლებია ფერთა რაოდენობა ინტერიერში , მით უფრო ადვილია ავეჯის ასეთი “ცვლილების ” განხორციელება .
ბინის ან სახლის ოთახები , შეიძლება სხვადასხვა ფერის ან ზომის ავეჯით მოვაწყოთ . თუმცა ფერთა სიუხვე , როგორი გაფანტულიც არ უნდა იყოს ოთახებში , დაგვღლის .
ცოტა დეკორი .
ინტერიერის მორთვა სხვადასხვა დეკორატიული ნივთებით – მესამე ეტაპია . აქსესუარები შეიძლიბა იყოს ბევრი და ფერადოვანი , მადრამ ამან არ უნდა გაგვიტაცოს . თქვენი დეკორატიული ნივთები უნდა განვალაგოთ ისე , რომ შენობის საერთო მონცეფციას არ ეწინააღმდეგებოდეს , არც ფერის და არც სტილისტიკის თვალსაზრისით .
გამოცდილი დიზაინერები გვირჩევენ , დავითვალოთ რამოდენი ძირითადი ფერია შენობაში . ( კედლები , იატაკი , ჭერი ავეჯი ) და დავამატოთ ორი სამი ფერი აქსესუარებში . იდეალური ვარიანტია 2 – 3 ძირითადი ფერი და დანმატებული 2 – 3 ფერი დეკორში . ეს იქნება ჰარმონიული გადაწყვეტილება და არ იქნება დამღლელი .
საკმარისია სამი ფერის ფერის ბალიშები დივანისთვის , შეიძლება ვიმყოფინოდ ორი ან თუნდაც ერთი ფერი .
ინტერიერი არ გამოვა საინტერესო თუ გამოვიყენებთ ძალიან ბევრ ფერს . მზერა მალე დაიღლება ერთი შეფერილობიდან მეორეზე გადართვის დროს . ასეთ გაფორმებას ვერ დავარქმებთ საუკეთესოს .
რაც შეეხება აქცენტებს , დაე იყოს ეს რამოდენიმე ნივთი . არ ღირს გამოვყოთ თითოეული მათგანი , წინააღმდეგ შემთხვევაში , თვითონ აქცენტის აზრი უბრალოდ დაიკარგება .