ლამინატის იატაკი VS ხის იატაკი

ლამინატის იატაკი VS ხის იატაკი

ხშირად , ადამიანები დილემის წინაშე დგებიან იატაკის მოპირკეთებისთვის მასალების არჩევისას . სტატიაში გაეცნობით ლამინატისა და ხის იატაკების დადებით თუ უარყოფით თვისებებს , რაც დაგეხმარებათ არცევანის გაკეთებაში .

laminatis iataki

ლამინატის იატაკის დადებითი მხარე მისი ხელმისაწვდომობა  და ინსტალაციის სიმარტივეა . მისი გამძლეობა საშუალოდ 10 წელია , მისი ყველაზე დიდი უარყოფითი მხარე ისაა , რომ დაზიანების შემთხვევაში შეკეთება ვერ ხერხდება .

ხის იატაკის ინსტალაცია პროფესიონალიზმს მოითხოვს , იგი გაცილებით ძვირია , თუმცა მისი გამძლეობა ძალიან ხანგრძლივია , მისი დადებითი მხარე ამასთან ერთად ისიც არის , რომ მისი შეკეთება და მოპრიალება მრავალჯერადად შეიძლება .

laminatis iataki

ყველაზე დიდი განმასხვავებელი ნიშანი რა თქმა უნდა ის არის , რომ ხის იატაკი 100 % -ით ნატურალურია , ლამინატი კი რამდენიმე მასალის ნაერთს წარმოადგენს . ლამინატის იატაკი წყალგამძლეა , თუმცა ასეთ იატაზე წყლის დაგუბებამ შეიძლება ფირფიტებს შორის სითხის დაგროვება და მათი გაბერვა გამოიწვიოს . ხეც არ არის რეკომენდირებული სველი წერტილებისთვის , თუმცა ლამინატისგან განსხვავებით იგი ბევრად მოქნილი და დრეკადია , რაც ხელს უწყობს , რომ პირვანდელ მდგომარეობას

laminatis iataki

რაც შეეხება სიმძიმეების მიმართ გამძლეობას , დიდი მასით ლამინატის დაზიანების შანსი ბევრად დიდია ვიდრე ხის იატაკის .

და ბოლოს:

აირჩიეთ ლამინატის იატაკი , თუ : თქვენ გინდათ მარტივად ინსტალირებადი , იაფი და იოლად მოსავლელი იატაკი .

laminatis iataki

აირჩიეთ ხის იატაკი , თუ : თქვენ გსურთ თქვენი სახლისთვის ხანგრძლივი სიცოცხლის მინიჭება და ფიქრობთ არა მხოლოდ დღევანდელ მდგომარეობაზე, არამედ მომავალზეც .

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ

Comments

comments