სამზარეულოს კარადის ფერი
სამზარეულოს კარადის ფერი
ტენდენციური ფერები სამზარეულოს კარადებისთვის
წელს სამზარეულოს კარადების დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტენდენცია არის ორი ტონის ფერადი სქემები . დახვეწილი და ნეიტრალური ფერები უკან მოვიტოვეთ . ყველაფერი ეხება აქცენტურ ფერს . ქვედა კარადებისთვის უფრო ღრმა , მუქი ფერის არჩევა , ზედა კარადები მსუბუქი , ნათელი ფერებით მატებს მას ნიუანსს და ხასიათს .
ლურჯი ამ წლის აუცილებელი ფერია . გაიხსენეთ ზამთრის ოკეანის ფერები , მისი მრავალფეროვანი ცისფერი მწვანე ტონები .
ტრადიციულია სამზარეულოს გადაწყვეტა ნათელ და მსუბუქ ფერებში , წლების განმავლობაში მუქი ფერები განდევნილი იყო ამ სივრციდან , მაგრამ 2020 წლიდან აქტიურად შემოვიდა მუქი ტონები სამზარეულოში .
მიუხედავად იმისა , რომ თბილი ყავისფერი წლების განმავლობაში დომინირებდა , სახლის მეპატრონეები უფრო ხშირად ემხრობიან ნაცრისფერი კარადების დახვეწას . ის გთავაზობთ სწორ ბალანსს პიროვნულობასა და ნეიტრალურ ტონებს შორის . თუ თქვენ გაქვთ უზარმაზარი სამზარეულო – კუნძულით ან უფრო პატარა სამზარეულო ბინაში , თქვენ შეგიძლიათ , ის გადაწყვიტოთ ნაცრისფერ ტონებში , მისი საუკეთესო მახასიათებლების გამოსავლენად .
თეთრი კარადები არასოდეს გადადის მოდიდან , სინამდვილეში , თეთრი და ნაცრისფერი ალბათ ორი ყველაზე მრავალფეროვანი ფერია , რომლის არჩევაც შგიძლიათ თქვენი კარადების გასაფორმებლად . ეს არის არჩევანი სივრცის ილუზიის შესაქმნელად და ის ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურება .
ხასიათის შესაქმნელად თეთრ სამზარეულოს შეგიძლიათ დაამატოთ მუქი ფერის სპილენძის სახელურები და დეკორატიული იატაკის ფილები .
თუ თქვენ ფიქრობთ სამზარეულოს კარადების ორ ფერში შეღებვას , აქ მოცემულია ყველაზე აქტუალური კომბინაციები :
მუქი ლურჯი და ღია ნაცრისფერი
მწვანე და ნათელი თეთრი
მუქი ნაცრისფერი და პასტელური ლურჯი
ღია ნაცრისფერი და ფირუზისფერი
სამზარეულოს კარადების საღებავების ფერების ზოგიერთი ტენდენცია მნიშვნელოვნად შორდება ტრადიციულ ტონებს . დრამატული ცისფერი და ატმოსფერული ნაცრისფერი ახალ იერსახეს ანიჭბს თქვენს სახლში სამზარეულო სივრცეს . თუ თქვენ მზად ხართ დაარღვიოთ ტრადიციები , თქვენს წინაშე იშლება ფერთა მრავალი სპექტრი .
ტექსტი მოამზადა – ია კაკაბაძემ