საბჭოთა კავშირიდან

საბჭოთა კავშირიდან

ტრენდული ნივთები საბჭოთა კავშირიდან

მოდა ბრუნავს – ამ ფრაზის დამამტკიცებელ საბუთებს სტატიაში იხილავთ . ნივთები , რომლებიც საბჭოთა კავშირის დროიდან მოგვყვება და ზოგიერთ ინტერიერშიც დღემდე გამოიყენება . ზოგი მათგანი შეიძლება 2021 წლის ტენდენციურ საგნებად ჩავთვალოთ . შესაძლოა მასალა და ზედაპირები მოძველებული იყოს , თუმცა მათი რესტავრაციით შეძლებთ მოდური და აქტუალური დეკორაციისა თუ ავეჯის დამატებას თქვენს ინტერიერში .


1. კომოდი მაღალ ფეხებზე
50-იანი წლების მსგავსი ტიპის კომოდები დღეს საკმაოდ პოპულარულია , თუ შეღებავთ და განაახლებთ , თქვენი ინტერიერის საინტერესო და ისტორიული ნაწილი გახდება . ასევე მათზე არსებული შუშები საშუალებას მოგცემთ მინი-ბარი მოაწყოთ .


2. სკამები 50-იანი წლებიდან
ეს ცნობილი სკამები ძალიან ბევრ ოჯახში იყო გასულ საუკუნეში . შეგიძლიათ ამ სკამზე არსებული ქსოვილი შეცვალოთ ფერადი ზედაპირით , და თქვენს სივრცეს საინტერესო დეტალი შემატოთ .


3. სავარძელი 60-იანი წლებიდან
ვინტაჟური სავარძელი 60-იანი წლების ნამდვილი ჰიტი იყო , მუქი , პრიალა ხის კარკასი დღესაც აქტუალურია , ქსოვილის შეცვლის საჭიროების შემთხვევაში , არჩევანი ამ წლის ტრენდულ ფერებზე შეაჩერეთ და თქვენ ნამდვილად საოცარი , ისტორიული დეტალი გექნებათ ინტერიერში .


4. ხალიჩა
ფერადი , მყვირალა საბჭოთა ხალიჩები , რომლებსაც ხან კედელზე ვხვდებოდით , ხან იატაკზე , შეგიძლიათ 2021 წელს თამამად გამოიყენოთ ინტერიერში , განსაკუთრებით კი – საერთო სივრცეში .

საბჭოთა კავშირიდან
საბჭოთა კავშირიდან
საბჭოთა კავშირიდან
საბჭოთა კავშირიდან
საბჭოთა კავშირიდან
საბჭოთა კავშირიდან
საბჭოთა კავშირიდან
საბჭოთა კავშირიდან

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ