დიზაინი

სავარძელი Gemini

სავარძელი Gemini , დიზაინ ბიურო  UNStudio -სგან 

ჰოლანდიური დიზაინ ბიურო UNStudio – შეიმუშავა ბრენდ Artifort -ისთვს ნათელი , ასიმეტრიული სავარძელი სახელად Gemini , რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს დაჯდეს მისთვის სასურველი განლაგებით .

ერთის მხრივ , სავარძელი შედგება რბილი დასაჯდომისგან , რომელიც მდორედ გადადის ზურგის ზედაპირში , მეორეს მხრივ – ” კუდით ” -დაშვებულია ძირს . ესეთი ფორმა საშუალებას იძლევა დაჯდეს ადამიანი არა მარტო ტრადიციული ფორმით , არამედ მისთვის სხვადასხვა მოხერხებულ მდგომარეობაში , ფეხის ფეხზე გადადებით , მყუდროდ მოთავსდეს ნოუთბუქით და თითქმის წამოწვეს კიდევაც .

savarzeli Gemini studia Undesign -isgan

მრავალმხრივობა და ცვალებადობა – აი რაზე ვფიქრობდით ჩვენ , Gemini – ს შექმნისას – ამბობს  ბიუროს მართველი ბენ ბან ბერკელი .  – ჩვენ გვსურდა შეგვექმნა მომხმარებლისთვის არა მარტო სავარძელი ცხოვრების ყველა შემთხვევისთვის , არამედ ისეთი ავეჯი ელემენტი , რომელის მეშვეობითაც ადამიანებს შეხედულება შეეცვლებოდათ ინტერიერზე .

savarzeli Gemini studia Undesign -isgan

სავარძლების გამოყენება შეიძლება სათითაოდ , თუმცა თუ მათ შევატყუპებთ , გამოვა ნამდვილი მოდულური კუნძული , სხვადასხვა სოციალური სიტუაციებისთვის . გათვალისწინებულია სავარძლის ორი მოდიფიკაცია : ერთი მრგვალდება ქვემოთ მარჯვენასკენ , მეორე მარცხენა მხარეს .

savarzeli Gemini studia Undesign -isgan

სავარძლის რბილი ნაწილი დამზადებულია ლითონის ფირფიტისგან და დამაგრებულია კარკასზე პატარა ლითონის კბილებით . სავარძელი იწარმოება ოთხ ფერში – ცისფერ , ლურჯ , ფორთოხლისფერ და ბეჟფერებში . კოლექციას ავსებს პატარა ჟურნალების მაგიდა .

savarzeli Gemini studia Undesign -isgan

Leave a Reply