Atelier de Troupe

Atelier de Troupe

Atelier de Troupe , Flokk and Adea

  კალიფორნიული დიზაინის სტუდია Atelier de Troupe ,  შვეიცარიული საოფისე ავეჯის ბრენდი Flokk და ფინური მწარმოებელი Adea წარმოგვიდგენენ შემდეგ პროდუქტებს : ავეჯი მოიცავს სავარძლებს , განათებებს და სათავსოებს .

დიზაინის სტუდიო-ატელიე de Troupe წარმოგვიდგენს ოვალური ფორმის სკამს , რომლის მახასიათებელიც წრიული ფორმაა , რომელიც სკამის გარშემო ეხვევა . სკამი შედგება ელიფსის ფორმის ფუძისგან , რომელიც ლითონის ჩარჩოშია გახვეული , წვრილი ფეხებით და მოხრილი ხაზით , რომელიც ქმნის საზურგესა და საყრდენებს .

Atelier de Troupe 1

სტუდიომ ასევე წარმოადგინა Compas განათებები ხელნაკეთი განათებების კოლექციიდან .

  ამერიკული დიზაინის სტუდია August Green – მა წარმოადგინა HiveMind სანათი , რომლის მახასიათებელია სკის ფორმის მინა . სანათი ასევე ხელმისაწვდომია როგორც ქსოვილისგან დამზადებული , ასევე უჟანგავი ფოლადისგან .

Atelier de Troupe 3

 საოფისე ავეჯის ბრენდმა Flokk -მა წარმოადგინა Giroflex 313 საოფისე სკამი , რომლის დიზაინზეც იმუშავა დიზაინერმა Paolo Fancelli – მ .

  სკამის დიზაინი განკუთვნილია საკონფერენციო ოფისებისთვის , რომელიც რეგულირდება და საშუალებას გვაძლევს მწკრივად შევაერთოთ სკამები რამოდენიმე ადამიანისთვის , რაც საშუალებას იძლევა მაქსიმალური კომფორტისთვის .

Atelier de Troupe 4

  ბრენდმა ასევე წარადგინა RH New Logic მაღალი ტექნიკური მახასიათებლების სამუშაო მაგიდისთვის განკუთვნილი სკამი , დიზაინის სტუდია StokkAustad – ის შთაგონებით . სკამი შეიცავს 61 % გადამუშავებულ მასალებს .

  იატაკის კომერციულმა მწარმოებელმა Patcraft – მა წარმოადგინა Inset – იატაკის კოლექცია , რომელიც შექმნილია ხის და ბეტონის ფაქტურით , იატაკზე დიაგონალურად გამოსახულია მეტალის აქცენტები .

Atelier de Troupe 5

ირლანდიური ბრენდი Mullan Lighting – მა წარმოგვიდგენს Osier -ს , ხელნაკეთ კერამიკულ განათებას . სანათის მახასიათებელია  ზედაპირზე მკაფიოდ დაბზარული ხაზები  და ლაქები , დაძველების ეფექტის შესაქმნელად .

  ფინურმა ავეჯის მწარმოებელმა კომპანია Adea – მ წარმოადგინა Kabinett , რომლის დიზაინზეც იმუშავა დიზაინერმა Alexander Lervik – მა . ‘’კაბინეტი’’ რომელიც შექმნილია საშინაო ოფისისთვის .

Atelier de Troupe 6

 ბარსელონას განათების ბრენდმა Marset – მა შემოგვთავაზა Chipsa ნათურა , პორტატული , წყალგაუმტარი და დასატენი ნათურა , რომელიც შექმნილია გარე გამოყენებისთვის .

  ავეჯის ბრენდმა Bene წარადგინა Ports Storage სისტემა , რომელიც შექმნილია ლონდონის სტუდიის Pearson Lloyd – ის მიერ . მრავალფუნქციური თაროები ასევე მოიცავს სათავსის მაგიდას და სავარძელს , რომელსაც აქვს ორმაგი ფუნქცია , როგორც ოთახის გამყოფი .

Atelier de Troupe 7
Atelier de Troupe 8
Atelier de Troupe 9
Atelier de Troupe

ტექსტი მოამზადა – ია კაკაბაძემ