დიზაინი

WHITE STUDIO

     WHITE STUDIO

მაისენი , ლიმოჟი , საქსი  …….. რატომ არ უნდა არსებობდეს ქართული ფაიფური ? ჩვენთან ხომ არის თეთრი თიხის საბადოები … მერე რა, რომ საქართველოში არ არის მოქმედი კერამიკული ქარხანა ? ნეტა როგორი თვისებები აქვს  ქართულ თეთრ თიხას ? – დიახ , არანაკლები , ვიდრე ნებისმიერი კარგი ხარისხის ფაიფურის შედგენისთვის საჭირო მასალას …. მაშინ რატომაც არ ვცადოთ?!……

qarTuli keramika

interieris dizaini

 

ასე გაჩნდა მხატვრების ნატო ერისთავისა და ნინო ყამბარაშვილის მიერ ჯერ იდეა და შემდეგ ჩამოყალიბდა შემოქმედებითი სახელოსნო white studio  (თეთრი სახელოსნო)  და პირველი ქართული კერამიკის გალერეა „ ვორქშოპი“ 2013 წელს . გალერეაში წარმოდგენილია ახალგაზრდა პროფესიონალი კერამიკოსებისა და მხატვრების ჯგუფის მიერ შექმნილი ნამუშევრები . ტარდება მასტერკლასები და სრულდება შეკვეთები.

qarTuli keramika

ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ექსკლჯუზიური ხელნაკეთი ნივთები ნებისმიერი ინტერიერისა და ექსტერიერისთვის . მსოფლიოში გავრცელებული კერამიკის  ახალი ტექნოლოგიებისა და ტენდენციების გათვალისწინებით შევთავაზოთ ქართველ და უცხოელ საზოგადოებას ხარისხიანი , თანამედროვე კერამიკა ტრადიციული ელემენტებით გამოყენებით , რომლებიც შესრულებულია ქართულ ფაიფურში , ფაიანსსა და წითელ თიხაში .  ჩვენთან კეთდება ისევე როგორც მოხატული სანათები , სარკეები , კედლის პანოები და ექსკლუზიური ჭურჭელი , ასევე არტ ობიექტები , დეკორატიული ლარნაკები და სკულპტურული ნამუშევრები ექსტერიერისთვის . ჩვენ ვცდილობთ ვაჩვენოთ ხელნაკეთი კერამიკული ნამუშევრების , როგორც თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი  ყველაზე პოპულარული დარგის შემოქმედებითი პოტენციალი , ასევე დავხვეწოთ ქართული ტრადიციული და თანამედროვე კერამიკის მხატვრული დონე და ქართული სუვენირის ხარისხი .

qarTuli keramika

ჩვენთს გალერეაში წარმოდგენილი ყველა ნივთი ექსკლჯუზიურია და არ მეორდება . ყველა ნამუშევარი დამუხტულია განსაკუთრებული პოზიტიური ენერგიით , სითბოთი და   სიყვარულით .

გვეწვიეთ , იმედი გვაქვს ჩვენი შემოქმედება მოგანიჭებთ ესტეტიურ სიამოვნებას , შეიტანს თქვენს ოჯახში დადებით მუხტს და დაამშვენებს ნებისმიერ სივრცეს .

თბილისი , ვერა , ჯანაშიას ქ. 22/26

Facebok : White Studio

Facebook : Workshop

Instagram :  Workshop/White Studio

natoeristavi@yahoo.com

ტელ: (+995) 595011770 / 599919893

 

qarTuli keramika

qarTuli keramika

qarTuli keramika

qarTuli keramika

qarTuli keramika qarTuli keramika

qarTuli keramikaqarTuli keramika

Leave a Reply