იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

დიოდური სანათები სახლისთვის

დიოდური სანათები სახლისთვის

როგორ შევარჩიოთ დიოდური სანათები სახლისთვის  და არ შევცდეთ ?  ეს კითხვა სრულიად მართებულია , იმიტომ რომ არსებობს უამრავი პარამეტრი , რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს სანათის მუშაობაზე . სანათის გამართული მუშაობა დამოკიდებულია განათების ისეთ მახასიათებლებზე , როგორიც არის : მიმართული სინათლის ნაკადი , მუდმივი ან ცვალებადი სინათლის წყარო , მოხმარებული  სიძლიერე , ცოკოლის ტიპი და ა.შ  .  მოდით დაწვრილებით გავერკვეთ თითოეულ პარამეტრში .

interieris dizaini

 

ნათურის მოხმარებული სიმძლავრე

ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება არის LED ნათურის სიმძლავრე . ნათურის მიერ მოხმარებულ სიმძლავრეზეა დამოკიდებული მთლიანად ელექტროობის ეკონომია . ცნობილია , რომ შევადაროთ დიოდური ნათურა ჩვეულებრივს , დიოდური ნათურის სიმძლავრე 5 ჯერ ნაკლებია . მარტივად რომ ვთქვათ , ჩვეულებრივი ნათურა 75 ვატზე ანათებს ისევე როგორც , დიოდური 15 ვატზე – რომელიც ამავდროულად მოიხმარს უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას . ხშირად სახლისთვის იყენებენ დიოდურ 6 დან 8 ვატამდე ნათურებს  , ისინი გაცილებით უკეთესად ანათებენ , ვიდრე ჩვეულებრივი 60 ვატიანი ნათურები .

სახლის დიოდური განათება

 

მუდმივი ან ცვალებადი სინათლის წყარო

არის კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი დიოდური სანათების მუშაობის მაჩვენეელი –  ” დაძაბულობა ”  როგორც წესი ნათურები მუშაობენ 12 დან 220 ვოლტის დაძაბულობაზე . თუმცა აუცილებელია იმის ცოდნა , რომ ნათურები რომლებიც ფუნქციონირებენ 2 ვოლტიან დაძაბულობაზე , გამოიყენება ისეთი შენობის ინტერიერებში სადაც არის მაღალი ტენიანობა . მათ ჩასართავად საჭიროა სპეციალური ტრანსფორმატორი .

 

დიოდური განათების ფერის ტემპერატურა

ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი მახასიათებელი სახლისთვის შერჩეული ნათურის არის – ნათების ფერის ტემპერატურა . ეს პარამეტრი იზომება კელვინის ერთეულებში . ორიენტაციისთვის თუ როგორ შევარჩიოთ ნათება სახლისთვის , მოვიყვანოთ მაგალითი : ფერის ტემპერატურა 6000 კელვინი ექვივალენტურია დრისით მზის სინათლის . დროის  კომფორტულად გასატარებლად , არ არის აუცილებელი – სახლისთვის შევარჩიოთ ნათურები განათების ისეთივე ინტენსივობით როგორიც დღის სინათლეა . უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ყვითლ ნათებას . სახლისთვის განკუთვნილი ნათურების შეფუთვაზე ( 2600 – 3200 კელვინი ) როგორც წესი აწერია – ” თბილი თეთრი ” ან  ” რბლი თეთრი ” . ცივ ფერებს იყენებენ სამრეწველო შენობების ინტერიერებში .

და კიდევ , ნათურის შერჩევისას რომელსაც აქვს მატოვი კოლბა – უნდა გავითვალისწინოთ  , რომ კოლბა შეამირებს სინათლის გავრცელებას 15 – 20 % – ით . ამიტომ სახლისთვის სასურველია ნათურები გამჭირვალე კოლბით .

სახლის დიოდური განათება

ცოკოლის შერჩევა

ამ სტატიაში არ განვიხილავთ ცოკოლის ყველა სახეობას მრავალფეროვანი არჩევანის გამო . განვიხილოთ მხოლოდ ზირითადი სახის ცოკოლები , ისეთები როგორიც გამოიყენება საცხოვრებელ სახლებსა და ბინებში .

E27 – ჩვეულებრივი ტიპის ცოკოლი . ნათურა რომელიც ამ ტიპის ცოკოლის საწყისზეა , ჩვეულებრივად იხრახნება პატრონაში . ასეთი ცოკოლი გამოიყენება ღამის სანათებსა და ბრებში .

E14 – ამ ტიპის ცოკოლის დამახასიათებელი ნიშანია მცირე ზომა . იგრი აგრეთვე იხრახნება მცირე ზომის დიამეტრის მქონე  პატრონაში .

GU10 – დიოდური ნათურები ამ ტიპის ცოკოლით გათვლილია წერტილოვანი ნათებისთვის – იგი შედგება ორი შტირისგან , დაბოლოვობების გაფართოვებით . მისი მონტაჟი ხდება დატრიალებით , რათა მყარად იყოს დაფიქსირებული .

T8 – ეს ცოკოლი მონტაჟდება ნათურაზე , რომლეიც ცვლის ჩვეულებრივ ლუმინისცენტურ განათების მოწყობილობებს . სიგრძეში ასეთი ნათურები როგორც წესი 0,6  – 1,2 მეტრია .

GU5.3 – ცოკოლი მსგავის GU10 – ის , თუმცა განსხვავება არის შტირების სისქეში , აგრეთვე მის დასამონტაჟებლად დატრიალება არ არის საჭირო .

G9 – ეს ცოკოლი წარმოადგენს ორ მოხრილ რკალს – შტირებით . ამ სახეობას იყენებენ დეკორატიულ წერტილოვან სანათებში .

სახლის დიოდური განათება

მუშაობის რესურსი

იმისთვის რომ შევარჩიოთ LED ნათურა , საჭიროა ყურადღება მივაქციოთ მისი მუშაობის რესურს . როგორც წესი იგი შეადგენს 15 წელს . თუმცა ნუ იქნებით დაიმედებული – ეს ინფორმაცია სიმართლე ნამდვილად არ არის . სამწუხაროდ დროთა განმავლობაში დიოდი სუსტდება და მისი განათების ხარისხი კლებულობს .

 

სინათლის წყაროს მიმართულება

ნათურის ყიდვისას უნდა გავითვალისინოთ კიდევ ერთი მაჩვენებელი . განათების ხარისხი პირდაპირ დამოკიდებულია სანათის წყაროს სწორად დამონტაჟებასა და მისი ზედაპირის დაფარვაზე .

სახლის დიოდური განათება

 

სინათლის გადაცემის კოეფიციენტი

კაშკაშა , გამოკვეილი განათების სინათლის გადაცემა  დასაშვებია კოეფიციენტით 80  . გაცილებით სასიამოვნო კოეფიციენტია 5 , მაგრამ ფასითაც ესეთი გადაცემის ნათურა უფრო ძვირია . ამ კოეფიციენტის შესახებ მწარმოებელი გვამცნობს შეფუთვაზე დატანილი ინფორმაციით , თუმცა იაფფასიან სანათებზე ხშირად მითითებული ცრუ – მეტი გადაცემის კოეფიციენტი .

 

ჭერის დიოდური სანათები სახლისთვის

მათვის ვინც უსაფრთხოების მომხრეა , ასევე ეკონომიის და პრაქტიკულობის , იძენენ სახლისთვის დიოდუი განათების მქონე სანათებს . განვიხილოთ , რატომ არის კარგი დიოდური სანათები სახლისთვის :

  • ჭერზე ჩამოსაკიდი სანათები პატარა ზომის არის
  • შეიცავენ დიოდურ მოდულს და დრაივერს
  • მომსახურების ვადა შეადგენს დაახლოვებით 15 წელს

სახლის დიოდური განათება

  • ელექტროობის მინიმალური მოხმარება
  • არ ციმციმებენ , რაც კარგად ისახება მხედველობაზე
  • მრავალფეროვანი არჩევანი ფერთა გამაში
  • ეკოლოგიური სისუფთავე , რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია

 

დასაკიდი დიოდური  სანათების ტიპები

დასაკიდი დიოდური სანათები იყოფა :

  • სანათები ოფისებისთვის . შესანიშნავად ანათებენ სამუშაო ზონას და მინიმალურ ელექტროენერგიას იყენებენ
  • მაქსიმალურად თხელი პანელური სანათები . ნაწარმის სიქე დაახლოვებით 12 მმ – ია . ასეთ სანათებს იყენებენ სამეწარმეო შენებობში სადაც დაბალი ჭერია .

სახლის დიოდური განათება

  • წერტილოვანი დაკიდებული სანათები . მონტაჟდება შეკიდულ ჭერში . ესეთი სანათები ეკონომიურია და ხანძრის გაჩენის საშიშროება მინიმალურია . მათი მონტაჟი შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ჭერზე .
  • ანტივანდალური სანათები , რომლებიც ასევე ენერგო ეკონომიურია
  • სასაწყობო სანათები .  ისინი გამოიყენება მაღალი ჭერის მქონე შენობის ინტერიერში .

 

Leave a Reply