ლოჯიის დიზაინი
ლოჯიის დიზაინი
ლოჯიის დიზაინის თანამედროვე იდეები
სასიამოვნოა როდესაც ზიხარ აივანზე , მიირთმევ ჩაის და ტკბები ქალაქის პანორამით . ფართობის სიმცირის მიუხედავად შესაძლებელია მოვაწყოთ დამოუკიდებელი კუთხე ან გავაფართოვოთ სამზარეულო . თუ სახლში საკმარისი ოთახებია , შეიძლება შევქმნათ მოსახერხებელი სისტემა ნივთების შესანახათ ან ზამთრის ბაღის მოსაწყობათ . ამ შემთხვევაში წელიწადის ნებისმიერ დროს შესაძლებელია , დატკბეთ მცენარების სილამაზით და ციტრუსების არომატით .
ლოჯიის დიზაინის ძირითადი ეტაპები
საწყის სტადიაზე ხდება რიგი სამუშაოების მოგვარება , როგორიცაა შემინვა , დათბობა , მოპირკეთება . სამუშაოების რიგითობა ასეთია :
- პანორამული ფანჯრების ან მრავალკამერიანი მინაპაკეტების დაყენება .
- ჰიდროიზოლაცია და იატაკის დათბუნება . იმისთვის რომ დავიცვათ შენობა ნესტისგან , ფილები უნდა დავფაროთ ბიტუმით ან რუბეროიდით .
- შემდეგ მთელ პერიმეტრზე უნდა დაჭედდეს ხის ლაგები , დაეგოს დამათბუნებელი მასალა , როგორიც არის მაგალითად – პენოპლექსი , მინაბამბა , იზოლონი )
- ამ ყველაფრის ზემოდან უნდა გაიჭიმოს პოლიეთილენის თხელი ფურცლები , დაეგოს ეგრედ წოდებული ” შავი იატაკის ” საფინალო საფარი .
- ანალოგიურად ხდება , კედლებისა და ჭერის დათბუნება . მონტაჟდება იატაკის გათბობა .
- ხდება შიდა მოპირკეთება . კედლის დიზაინი მრავაფეროვანია : დეკორატიული ქვის წყობა , შპალერი , პანელები , სხვადასხვა ფაქტურების კომბინაცია , ლამაზად გამოიყურება სხვადასხვა სახის შელესვა .
- ინტერიერის აქსესუარების შერჩევა ოთახის დანიშნულების მიხედვით .
ლოჯიის დაჩის სტილში შესრულება გულისხმობს ნატურალური მასალების გამოყენებას . კედლები ილესება , იღებება , იატაკზე ეგება პარკეტი . მოპირკეთებაში ჭარბობს პასტელის ფერები , ყვავილებიანი ორნამენტები . დეკორად იხმარება მრავალფეროვანი ტექსტილი . უპირატესობა ეძლევა ხის და დაწნულ ავეჯს , რომელსაც დაძველების ეფექტრი აქვს მიცემული .
სრულიად საპირისპიროა – მინიმალისტური ინტერიერი , ნივთების ბრჭყვიალა ზედაპირებით , სწორი ხაზებით და ფორმებით . ასეთ ინტერიერში ხშირად განთავსებულია მეტალის , ხრომირებული ელემენტებით დამუშავებული მინის ავეჯი. ეფექტის შესაქმნელად აქცენტს აკეთებენ კონტრასტულ მუქ და ღია ფერთა შეხამებაზე . თანამედროვე სტილს გამოარჩევს ზედმეტი ავეჯისა და დეკორის არ არსებობა და ღია ფერების დომინირება .
პოპულარული იდეა – ლოფტი . ეს კონცეფცია ასოცირერბა საწარმოო დიზაინთან . აუცილებელი პირობებია – აგურის კედლის არსებობა , დაბურული მუქი ფერები , შავ – თეთრი კოლაჟი , პოსტერები და ფანარები . აქტუალურია ლითონის , პლასტიკის , მინის ზედაპირიანი , ალუმინის პროფილიანი ნივთები .
ლოჯიის ინტერიერში ხშირად გამოიყენება საზღვაო სტილი . გაფორმებისთვის გამოიყენება ზღვასთან დაკავშირებული ნივთები . მოცისფერო მოთეთრო კედელზე ორიგინალურად გამოიყურება შტურვალი , ნიჟარები , შეღებილი ქვები , ზღვის ვარსკვლავები თოკის ნასკვები და ა.შ
დიდი მოცულობის ინტერიერში ხშირად აკეთებენ აღმოსავლური სტილის ინტერიერს . მისი დამახასიათებელი თვისებებია : დიდი ვიტრაჟული ფანჯრები , თბილი ფერის საღებავები , ტექსტილის სიუხვე . არ არსებობს მკაცრი განსაზღვრა ფერებისა და მოწყობის , ამიტომ ეს იდეა ხშირად ერგება კლასიკურს , სადაც აქცენტი კეთდება მასიურ ხის ავეჯზე და მძიმე ფარდებზე , სივრცის მორთვა ხდება ბრინჯაოს ფერის ჩარჩოიანი სურათებით და აქსესუარებით .
ავეჯის შერჩევის თავისებურებები ლოჯიისთვის
ითვლება , რომ კომპლექტები აივნისთვის უნდა განსხვავდებოდეს ინტერიერის მასალებისგან , როგორც მასალით ასევე დიზაინით . სინამდვილეში არჩევანი განპიროვნებულია შემდეგით : თუ ლოჯია შემინულია და დათბუნებულია , გაფორმება უნდა მოხდეს ერთი სტილისტიკით .
ღია აივნებისთვის , სადაც იდგმება მაგიდა , ორი სკამი , თაროები ყვავილებისთვის ფაქტურას დიდი მნიშვნელობა აქვს . უპირატესობა უნდა მივანიჭოთ პლასტიკატისგან დამზადებულ ნივთებს , რომლებიც უძლებენ ნესტს და ულტრაისფერ აგრესიას . ასევე მათი სიმსუბუქე გვაძლევს საშუალებას ადვილად გადავაადგილოთ ნივთები ჩრდილიდან მზეზე ან პირიქით .
ლოჯიის ინტერიერი – კლასიკურ სტილში
ტროპიკული ლიანებისგან დაწნული , ლაკით დაფარული ავეჯი და კონსტრუქციები იოლად იტანენ ტემპერატურის ცვალებადობას .
მნიშვნელოვანი ასპექტი – კომპაქტურობა . თუ თავისუფალ სივცეში ეტევა ავეჯის ნებისმიერი კომპლექტი , პატარა ადგილისთვის უკეთესი იქნება ავირჩიოთ დასაკეცი მაგიდები და საწოლები . ეს იქნება სივრცის ეკონომია ისე , რომ არ დაზაალდეს ფუნქციონალურობა . მოძრავი მექანიზმის დახმარებით ნივთები ადვილად გარდაიქმნება მობილურ კონსტრუქციებათ , რომელთა ცამოკიდებაც შეიძლება კაუჭზე .
ნებისმიერ პერიმეტრზე , უპირატესობა ენიჭება მდფ – ით დამზადებულ ჩაშენებულ ავეჯს . პროექტის შექმისას ყურადღება ექცევა ყოველ სანტიმეტრს , ფასადის კონსტრუქციების არქიტექტურულ თავისებურებებს , რაც უფლებას გვაძლევს ეკონომიურად მოვაწყოთ სამუშაო და დასვენების ზონა .
ოთახის დანიშნულების და ზომების მიუხედავად გვერდით კედლებზე განთავსდება სტელაჟები და მაღალი ტუმბოები ღია თაროებით . თუ კარადისთვის ადგილი ვერ მოიძებნა , შეიძლება დავდგათ ვიწრო პენალი ან ჩამოსაკიდი ტუმბო .
თუ აივანს და სამზარეულოს გავაერთიანებთ , ბარის დასაკეცი მაგიდა გაგვიკეთებს ადგილის ეკონომიას . შეიძლება ოთახის სტილიზაცია მინი კაფედ , სადაც ფანჯრის რაფების ნაცვლად მიშენებულია გრძელი ” სამუშაო ზედაპირი ” , ფანჯრების ქვეშ იდგმება კარადები სამზარეულოს ნივთებისთვის , ფასადები იმალება მაღალი და ვიწრო სკამების უკან .
კაბინეტის ორგანიზებისათვის კარგი იქნება , თუ სამუშაო მაგიდის გვერდით კედლებზე დაიკიდება სტელაჟები ქაღალდებისთვის , უნდა ვიზრუნოთ აგრეთვე განათბისთვის . განიერი ლოგიისთვის მოსახერხებელია კუთხის დივანი ოვალური ჟურნალების მაგიდით .
აივანზე ყოველთვის მოიძებნება ადგილი სარბენი ბილიკისთვის , ტრენაჟორისთვის , შვედური კედლისთვის .
თუ თბილი იატაკზე გავაფენთ ხალიჩას , დავკიდებთ თაროებს ან კალათებს სათამაშოებისთვის , ბავშვები იქნებიან ძალიან ბედნიერები .
ლოჯიის გადაკეთება საძინებლად
შესაძლებელია რამოდენიმე ვარიანტი :
- დავდგათ დივან – საწოლი
- გავაკეთოთ ასაკეცი შეზლონგი კედლის გასწვრივ .
- ასევე გავაკეთოთ პოდიუმი და დავდოთ მასზე მატრასი .
ჩაშენებული კარადის ვერტიკალურ ნიშაში თავისუფლად ინახება საწოლი . მასზე მიმაგრებული სარკე კი იქნება დეკორის ელემენტი . მზის სხივების ანარეკლი კი ვიზუალურად გაზრდის სივრცეს .
თუ დეკორირებას გავუკეთებთ კარადის შიდა კედლებს და გავანათებთ მას კონსტრუქციის გადმოწევისას საღამოს ინტერიერი უმალვე შეიცვლის იერს . ჰორიზონტალური ნიშის შემთხვევაში ოპტიმალური ვარიანტი იქნება კარადის ზედა ნაწილზე განვალაგოთ თაროები თეთრეულისთვის . უკეთეს ადგილს შენახვის სისტემის ორგანიზაციისთვის ვერ მოვიფიქრებთ . ვიწრო აივნიდან გამოგვივა მშვენიერი საგარდერობე . კარადა – კუპე მთელს კედელზე საკიდებით , ტუმბო გამოსაწევი კალათებით .