კედლის კარნიზები ფარდისთვის
კედლის კარნიზები ფარდისთვის
ნებისმიერი ოთახის ინტერიერი შედგება უამრავი განსხვავებული დეტალისგან , იმისთვის რომ ეს დეტალები ჰარმონიულად გამოიყურებოდნენ , აუცილებელია შეირჩეს ელემენტები , შემავსებელი და ერთმაენთის ხაზგამსმელი . მნიშვნელოვანი როლი ინტერიერის გაფორმებაში აქვს ფანჯრის ღიობს : ფარდები , კარნიზები უნდა იყოს იმ სტილის როგორიც არის მთლიანად ოთახი .
კარნიზების შერჩევას აუცილებელია სერიოზულად მოვეკიდოთ , მის ხარისხზეა დამოკიდებული კონსტრუქციის სიმყარე ფარდის დაკიდებისას , ხოლო ვიზუალური მხარე მნიშვნელოვანია ოთახის ინტერიერისთვის .
განსხვავებულ კარნიზებს , კონსტრუქციებშიც აქვთ მნიშვნელოვანი სხვაობა . კარნიზები არის როგორც ჭერზე ასევე კედლეზე მისამაგრებელი . ფოტოზე ნაჩვენებია კედლის კარნიზების რამოდენიმე ნიმუში :
კარნიზის კედელზე დასამაგრებლათ გამოიყენება სპეციალური კრონშტეინი , მის სიმყარეზეა დამოკიდებული მთლიანად კონსტრუქციიც ექსპლუატაციის ვადა .
განსხვავებული თვისებები
თანამედროვე ბაზარზე წარმოდგენილია კედლის კარნიზების დიდი მრავალფეროვნება , კარდინალურად განსხვავებული ერთმანეთისგან როგორც ვიზუალურად , ასევე ფუნქციონალურად . იმისთვის რომ არჩევანი შევაცეროთ კონკრეტულ მოდელზე , აუცილებელია გულდასმით გავერკვეთ მათ ყველა თვისებებში და მხოლოდ შემდეგ შევიძინოთ ყველაზე მისაღები ვარიანტი .
მასალის მრავალფეროვნება რომლითაც მზადდება კედლის კარნიზები , საშუალებას იძლევა შევურჩიოთ კონკრეტულ ინტერიერის მოთხოვნებს და სტილს . კარნიზების დასამზადებლად გამოიყენება :
- ხე
- ლითონი
- პლასტიკატი
- კომბინირებული სხვადასხვა მატერიალები
არსებობს კარნიზების უამრავი კონფიგურაცია , მაგრამ ყველა მათგანი იყოფა რამოდენიმე ძირითად სახეობათ :
- მგვალი
- პროფილური
- ბაგეტური
- სიმებიანი
ზოგიერთი ფარდის კარნიზი აღჭურვილია სპეციალური ფარდის გადასაადგილებელი სისტემით , გასაწევი ან ასაწევი მექანიზმით . ასეთი მოწყობილობები მოხერხებული საშუალებაა ფარდის ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად გადაადგილების .
ყველა კარნიზი აღჭურვილია სამაგრებით , აუცილებელი ფარდის ჩამოსაკიდათ . ეს შეიძლება იყოს ფორმით განსხვავებული კაკვები , კლიპსები და ზოგ შემთხვევაში სპეციალური რგოლები .
დაწვრილებით მატერიალების შესახებ
კედლის კარნიზების შერჩეევისას – უპირველეს ყოვლისა ყურადღება უნდა მივაქციოთ მატერიალს , რომლითაც დამზადებულია კარნიზი . თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა შეიქმნას კარნიზები როგორც ცალკეული მასალისგან , ასევე კომბინირებული მასალებისგან .
პრაკტიკული პლასტიკატი
ყველაზე ბიუჯეტური და პრაკტიკული ვარიანტი არის პლასტიკატის კარნიზი .
პლასტიკატისთვის არ არის საშიში სინესტე , ტემპერატური ცვლილება , შეუძლია მიიღოს სხვადასხვა ფორმა და იგი მზადება ფართო ფერთა პალიტრაში . პლასტიკატის კარნიზი დეკორირების მეშვეობით შეიძლება დავამსგავსოთ სხვადასხვა მასალას , ისეთს როგორიც არის მაგალითად ხე ან ლითონი .
იგი რბილი და მოქნილია – ეს საშუალებას იძლევა იგი გამოვიყენოთ რთულად მისადგომ ადგილებში ან რთული ფანჯრის ღიობების გასაფორმებლათ . პლასტიკატით შეიძლება დამზადდეს პოლიურეტანის კარნიზი , რომელსაც ეძლევა მოხრილობის ნებისმიერი კონფიგურაცია .
მნიშვნელოვან მინუსს წარმოადგენს ამ მასალის არასაკმარისი სიმყარე . ამიტომ თანამედროვე მწარმოებლები მას აძლიერებენ ლითონის კონსტრუქციის საწყისით , რითაც გამოდის კომბინირებული მოდელი .
კლასიკური ხის კარნიზები
ხის გამოყენება კარნიზის დასამზადებლათ გამოირჩევა შესანიშნავი თვისებებით – ეკოლოგიური სისუფთავე , სიმყარე და ლამაზი ესთეტიური შეხედულება . მათ იყენებენ სხვადასხვა ოთახებში , სხვადასხვა სტილის გაფორმებაში .
ხის კარნიზების დასამზადებლათ იყენებენ ხის მასალას მაღალი სიმყარით , როგორიც არის მაგალითად , მუხა , კაკალი ან ალუბალი . დანარჩენი ტიპის ხის მასალისგან აკეთებენ იაფასიან კონსტრუქციებს .
სანდო ლითონი
ხშირად გამოიყენება კარნიზების დასამზადებლათ სხვადასხვა ლითონი : ალუმინი , ფოლადი , ლატუნი , ბრონზა . ასეთ კარნიზებში არის საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი დაგამძლეობის თვისებებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავკიდოთ ყველაზე მძიმე ფარდებიც კი .
სხვადასხვა დიზაინერული გადაწყვეტილება , სხვადასხვა ტიპის ინტერიერში ლითონის კარნიზის გამოყენების საშუალებას იძლევა . ლითონის კარნიზებს ამზადებენ განსხვაებული მიმართველებით , მრავალ რიგიანი კონსტრუქციები საშალებას იძლევა შევქმნათ რთული კომპოზიცია ფარდებისაგან . აუცილებლათ უნდა გავითვალისწინოთ კარნიზის დიდი წონა და წინასწარ მოვიფიქროთ მისი კედელზე მყარად დამაგრების საშუალება .
განსაკუთრებით მდიდრულად გამოიყურება ლითნის კარნიზი , დამზადებული მხატრული კოვკის მეთოდით . ასეთ დაკიდებული კონსტრუქციები ინტერიერში განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიან .