ფერადი ინტერიერი
ფერადი ინტერიერი
ინტერიერის მოწყობისას თუ უბრალოდ კოსმეტიკური რემონტის მსვლელობისას , ხშირ შემთხვევაში უპირატესობას ნეიტრალურ ფერებს ანიჭებენ . ეს ყოველთვის მუშაობს , თუმცა უფრო გაბედული და ფერების მოყვარული ადამიანებისთვის ბეჟი ან ნაცრისფერი კედლები და ქსოვილები არ არის საკმარისი .
ფერები რომ ადამიანის ფსიქოლოგიასა და განწყობაზე მოქმედებს სიახლე არ არის . ნათელი , ფერადი ინტერიერი ცოცხალ გარემოს ქმნის და მისი სწორად შერჩევის შემთხვევაში ხასიათზეც დადებითად ისახება .
69 კვ.მ. ფერადი აპარტამენტი ახალგაზრდა წყვილისთვის ნამდვილად შთამაგონებელია . ინტერიერში გამოყენებული ოქროსფერი ყვითელი , ჭაობისფერი , ფირუზისფერი და ცისფერის სხვადასხვა ელფერები , ღია წითელი დივანი და ღია ფერის ხის ფაქტურები – ერთი ოთახისთვის , ალბათ ბევრი ფერია , თუმცა ამ საერთო სივრცეში ზედმეტი არაფერია . ფონად თეთრი კედლებია გამოყენებული .
საძინებელში ფერები აქცენტების სახითაა გამოყენებული , რადგან საძილე ზონისთვის მნიშვნელოვანია , იყოს თვალისთვის დამამშვიდებელი და არაგამაღიზიანებელი . მონაცრისფრო თეთრი კედლები მუქი ლურჯი , კრემისფერი და წითელი დეტალებიტაა გაფორმებული .
ცისფერი და წითელი აქცენტებია გამოყენებული აბაზანაშიც , ნეიტრალური ფერებისა და ხის ფაქტურები ფონზე .









ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ