იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

ორი სახის შპალერი

როგორ შევუხამოთ ერთმანეთს ორი სახის შპალერი

ყველაზე დიდ ადგილს შენობაში იკავებს კედლები , ამიტომ მყუდრო ატმოსფეროს შესაქმნელად ისინი მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენენ . უბრალოდ ავდგეთ და გავაკრათ კედლებზე ლამაზი შპალერი არ იქნება საკმარისი . თავდაპირველად უნდა განისაზღვროს ოთახის თავისებურება . ის შეიძლება იყოს მაღალჭერიანი ან დაბალჭერიანი , თბილი ან ცივი , ნათელი ან ბნელი . მხოლოდ ამის შემდეგ უნდა  შევარჩიოთ შპალერის დიზაინი . ხანდახან შენობა არის ზედმეტად დიდი , ამის გამო ჩნდება კითხვა , ხომ არ გამოჩდება ასეთი ოთახი ცარიელი და არა მყუდრო ? და თუ კედლებიც არასწორი აღმოჩნდება , ეს უკვე პრობლემაა . აი ასეთ დროს დაგვეხმარება შპალერის გაკვრის კომბინირებული მეთოდი , რომელიც საუკეთესო გამოსავალია .

interieris dizaini

შპალერის შეხამება შეიძლება ფერის , მატერიის , ფაქტურის და სტილის მიხედვით . ორი სახეობის შპალერის კომბინაცია გამოდგება ნებისმიერი შემთხვევისთვის : სასტუმროსთვის , საძინებლისთვის , სამზარეულოსთვის , ჰოლისთვის . ბევრ შემთხვევაში შეიძლება გამოდგეს ორი ფერის , სხვადასხვა ნახატის , ორნამენტის ან უბრალოდ სხვადასხვა ტონალობის შპალერების შეხამება . მთავარია არ ამოვვარდეთ საერთო დიზაინიდან .

[useful_banner_manager banners=1 count=1]

ორი სახეობის შპალერის კომბინაციის ძირითადი წესები

ყველაფერი უნდა გაკეთდეს აზრიანად , მხოლოდ ასე შევქმნით საჭირო ვიზუალურ ეფექტს . მიუხედავად იმისა , რა ფაქტურას ავირჩევთ ( ქაღალდს , ტექსტილს , ფლიზელინს ) შპალერის კომბინაცია ხდება ორი მეთოდით .

პირველი ვარიანტია ფერების ჰარმონიული დამატება

მეორე – ფერთა გარდამავლობა .

რომელი ძირითადი წესია აუცილებლად გასათვალისწინებელი რემონტის დროს ?

შპალერი უნდა შეირჩეს ისე , რომ ის ორგანულად ერწყმოდეს საერთო დიზაინს და ეხამებოდეს ავეჯს . ყველაფერი ერთმანეთს უნდა ავსებდეს .

თუ შპალერის პირველი სახეობა არის ნათელ ფერებში , მეორე უნდა იყოს დახშულ ტონებში . თუ თქვენ აირჩიეთ გეომეტრიული ორნამენტები , მას მოუხდება აბსტრაქცია . ნახატიანს კი მიესადაგება შპალერი ერთ ტონალობაში .

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ორნამენტებისა და ზოლების შეხამება . ეს ძალიან დაამძიმებს ოთახს . ნათელი ოთახისთვის უნდა შევარჩიოთ შპალერი ცივი შეფერილობის , ხოლო ბნელი ოთახისთვის , პირიქით – სასურველი ნათელი ვარიანტი .

shpalerebis shexameba

 

შპალერების კომბინაციის ოპტიმალური მეთოდები .

შპალერის შეხამების მრავალი მეთოდი არსებობს , რომელია ყველაზე საინტერესო ?

  • ჰორიზონტალური ზოლები -ასეთი მეთოდი დაგვეხმარება წარმოსახვით გავაფართოვოთ ვიწრო სივრცე და დავადაბლოთ მათალი ჭერი . კედლის ქვედა ნაწილში ეკვრება ერთი სახეობის , ზედა ნაწილში კი სხვა სახეობის შპალერი .დასაშვებია ყველაზე განსხვავებული ფერების შეხამებაც კი .
  • ვერტიკალური ზოლები – ეს ვარიანტი გამოიყენება საპირისპირო შემთხვევის დროს , როცა წარმოსახვით უნდა ავამაღლოთ ოთახის ჭერი . ფაქტურა და მასალის სიგანე , ამ შემთხვევაში , უნდა იყოს ერთნაირი – ეს აგვაშორებს თავიდან უზუსტობებს შპალერის გაკვრის დროს . ფერთა გამის შერჩევისას ასევე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს .
  • პატარა ჩანართები – შესანიშნავი მეთოდია , როცა გვინდა გამოვყოთ ინტერიერის ცალკეული ზონები . როგორც წესი , ჩანართებს აქვს გეომეტრიული ფიგურების სახე . ეს მეთოდი ძალიან მოსახერხებელია . ყველა შემთხვევაში როცა გვსურს გავაცოცხლოთ კედლის ზოგიერთი ფრაგმენტი .

shpalerebis shexameba

  • ნაკუწების მეთოდი – ძალიან ორიგინალური  ვარიანტია , რომლის საშუალებით შეიძლება სახე შევუცვალოთ ნებისმიერ სივრცეს . ამ მეთოდის არსი ასეთია – ორი სახეობის შპალერი იკვრება ერთნაირი ფორმის კვადრატებად ( შეიძლება სამკუთხედებად ან მართკუთხედებად ) და რიგრიგობით წებდება კედელზე . ძირითადი პირობაა , რომ ეს ნაჭრები ერთმანეთს უნდა ეხამებოდეს .
  • მინიმალიზმი – ეს ძველი მეთოდია და მდგომარეობს იმაში , რომ შპალერი ეკვრება როგორც ჭერზე , ასევე კედლებზე . მნიშვნელოვანია რომ ფერები იყოს იდეალურად შეხამებული . ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია – კედლებზე გაიკრას ნებისმიერი შეფერილობის , ხოლო ჭერზე კი ორი ტონით ნაკლები , სადა შპალერი .
  • რელიეფის გამოყოფა – თუ ჩვენ ოთახში გავაკრავთ ერთი სახეობის შპალერს , ხოლო ოთახის გამოწეულ ადგილებზე მეორე სახეობისას , მივიღებთ ძალიან საინტერესო გაფორმებას . ინტერიერის ასეთი კონსტრუქცია უკეთესად გამოიკვეთება , თუ შპალერი იქნება ღმა ფერებით დატვირთული .

shpalerebis shexameba

ორი სახეობის შპალერის კომბინაცია სხვადასხვა ოთახებისთვის

სამზარეულო – ეს არის სახლის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი და მისი გაფორმებისთვის მხოლოდ ლამაზი დიზაინი საკმარისი არ იქნება . საჭმლის მომზადებას თან ახლავს სუნი , ორთქლი და ცხიმის ლაქები , ამიტომ შპალერის არჩევისას აქცენტი უნდა გავაკეთოთ პრაქტიკულობაზე . იდეალური ვარიანრი იქნება შპალერი , რომელიც ირეცხება , მისი ფერთა გამა უნდა შეესაბამებოდეს ფარდებისას .

shpalerebis shexameba

სასტუმრო ოთახი – ამ ოთახს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ადილ ისიამოვნებისთვის . იგი გამოხატავს პატრონის გემოვნებას და ხასიათს . ამიტომ მის გაფორმებას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება . შპალერმა უნდა გამოხატოს ატმოსფერო სიმყუდროვის და ურთიერთ გაგების . მისი ფერები უნდა იყოს მშვიდ ტონებში . შესაძლებელია ნებისმიერი ფერთა კომბინაცია . მთავარია დავიცვათ ჰარმონია .

shpalerebis shexameba

საძინებელი – ეს არის ადგილი , სადაც მომქანცველი სამუშაო დღის შემდეგ ვისვენებთ და ძალას ვიკრებთ . ამიტომ საძინებლის აურა , პირველ რიგში , დამამშვიდებლად უნდა მოქმედებდეს ფსიქიკაზე . ზედმეტად ნათელი და აგრესიული ფერების კომბინაციები აქ უადგილოა . უპირატესობა ენიჭება რბილ , პასტელურ და ოდნავ ცივ ფერებს . საუკეთესო შეხამებაა – ზეთისხილის , მარგალიტის , რძის და ატმის ფერის .

shpalerebis shexameba

საბავშო ოთახი – ეს არის ბავშვის პირადი სივრცე , სადაც მან თავი უნდა იგრძოს კომფორტულად , რადგანაც პატარამ აქ უნდა ითამაშოს , იმეცადინოს , დაისვენოს და დაიძინოს . ამიტომ ამ ოთახის გაფორმება უნდა მოხდეს ბავშვის ხასიათიდან გამომდინარე . არ ღირს ძალიან ჭრელი და უსახური შპალერის გამოყენება , ეს მხოლოდ გააღიზიანებს პატარას და უარყოფითად იმოქმედებს მის განწყობაზე .

shpalerebis shexameba

იმისთვის რომ ჰარმონიულად მოხდეს ორი სახეობის შპალერის კომბინაცია , აუცილებელია დავიცვათ რთი მნიშვნელოვანი წესი  – ნებისმიერი შეხამება ვიზუალურად უნდა ავსებდეს ერთმანეთს , უნდა ქმნიდეს კონტრასტს და ჰქონდეს საერთო ხასიათი . თუ თქვენ აირჩევთ ორნამენტებიან შპალერს , მაშინ ნახატები უნდა იყოს შესრულებული ერთიდაიგივე სტილში და ერთიდაიგივე მასალით . თუ თქვენ გეშინიათ შეცდომების , სჯობს ჭრელი შპალერი შეუხამოთ ერთფეროვანი შპალერი .

 

დიდი სასტუმრო ოთახი – თუ თქვენი სასტუმრო ოთახე ზედმეტად სადაა , მაშინ მისი გაფორმებისთვის გამოდგება მუქი ფერის შპალერი . მაგალითად ნაცრისფერი , მუქი ჩალისფერი ან ყავისფერი . თუ ერთი სახეობის შპალერი იქნება ორნამენტებით  დატვირთული , მაშინ მეორე უნდა იყოს სადა , ერთფეროვანი – ასეთ შემთხვევაში დაცული იქნება ჰარმონია .

shpalerebis shexameba

პატარა სასტუმრო ოთახი – პატარა ზომის ოთახში მუქი ფერის კედლები იქნება არა მხოლოდ უადგილო , არამედ კიდევ უფრო დააპატარავებს ოთახს წარმოსახვით . ასეთი ოთახის წარმოსახვით გაფართოვებაში დაგვეხმარება ღია შეფერილობისა და ოდნავ შესამჩნევი ორნამენტებიანი შპალერი . კარგი ვარიანტია წვრილი ნახატებიანი და ვერტიკალურ ზოლებიანი შპალერის შეხამებაც .

shpalerebis shexameba

მაღალი ჭერი – იმისთვის რომ მაღალჭერიანმა ოთახმა არ მოგვაგონოს სპორტული დარბაზი , უნდა გავყოთ ის ორ ჰორიზონტალურ ზონად . ქვედა ნაწილში გავაკრათ ერთი სახეობის შპალერი , ხოლო ზედა ნაწილში ორი – სამი ტონით ღია , ზოლიანი შპალერი , მთავარია ორივე ვარიანტის ფერთა გადაწყვეტა შესრულდეს ერთი და იგივე ტონალობაში .

shpalerebis shexameba

დაბალი ჭერი – დაბალჭერიანი ოთახი , როგორი განიერი და გრძელიც არ უნდა იყოს ის , მაინც გამოიყურება დამთრგუნველად . ესეთი ოთახი ვიზუალურად რომ ავამაღლოთ , უნდა გავაკრათ ვერტიკალურ ზოლებიანი შპალერი .ნახატების ნაცვლად უნდა იყოს ზოლები , რაც ოთახს სიმაღლეში ვიზუალურად აამაღლებს .

shpalerebis shexameba

ბნელი ოთახი – თუ ოთახი ჩრდილოეთის მხარესაა და იგრძნობა მზის სხივების ნაკლებობა , მაშინ ეს პრობლემა უნდა გადავჭრათ ღია ფერის შპალერით . ბნელი ოთახის გაფორმებისთვის გამოიყენეთ ცისფერი , ქვიშისფერი , ლურჯი და მარჯნისფერი . შედეგად თქვენი ოთახი წარმოსახვაში უფრო ნათელი გახდება .

shpalerebis shexameba

ნათელი ოთახი – თუ ოთახი სამხრეთითაა , მაშინ იქ ჭარბობს ნათელი ფერები , ამიტომ  მისი ჩამუქება შესაძლებელია ორი სახეობის მუქი შპალერის კომბინაციით . უკეესია კედლებზე გავაკრათ მუქი ნაცრისფერი ან შოკოლადისფერი , ხოლო ჭერზე უფრო ნათელი ფერის შპალერი . ასეთი გადაწყვეტა დაგვეხმარება ვაკონტროლოთ მზის სხივები , შპალერი თვითონ გაანეიტრალებს ზედმეტ სინათლეს .

shpalerebis shexameba

პრობლემური ადგილები – ხშირად კედელსა და ჭერს შორის არსებობს გადაბმის ადგილები და ნაპრალები დეფექტებით არის გაკეთებული . ასეთი შეცდომების დამალვა შესაძლებელია ვიწრო , მოსაპირკეთებელი პანელებით . კედლებზე სჯობს გავაკრათ კლასიკური , ორნამენტიანი შპალერი , ხოლო ჭერზე სადა ერთფეროვანი შპალერი . ასე მივაღწევთ ჰარმონიულ შერწყმას .

shpalerebis shexameba

განიერი კედელი – ბევრს გონია , რომ კედლის მორთვა ფოტოშპალერით – გუშინდელი დღეა . მაგრამ სულ ტყუილად . ეს არის საუკეთესო ვარიანტი . თუ ოთახი სიგრძეშია გაჭიმული და აქვს განიერი კედელი , თანამედროვე ბაზარი გვთავაზობს უამრაც ხარისხიან ფოტოშპალერს , რომელიც დაამშვენებს ნებისმიერ ოთახს . ფოტოშპალერი უნდა გააკრათ კედლის ძირითად ნაწილზე ,ხოლო დანარჩენი ნაწილები დაფაროთ სადა ტონალობის შპალერით .

shpalerebis shexameba

მომგვალებული ოთახი – თუ ოთახს აქვს ნახევრად მგვალი ფორმა , ამ შემთხვევაში უკეთესი იქნება ორი სახეობის შპალერის გამოყენება . მომგვალებულ ადგილზე უნდა გაიკრას ერთფეროვანი შპალერი , თბილი შეფერილობით , დანარჩენზე კი ორნამენტებიანი ან ნახატიანი . ასეთი გადაწყვეტა ორგანულად შეერწყმება მსგავს ინტერიერს .

shpalerebis shexameba

კრეატივი – თუ თქვენ გსურთ , რომ გააკეთოთ რაიმე ორიგინალური , მაგალითად ბავშვის ოთახში , მაშინ შეგიძლიათ გააფორმოთ ის შპალერის ნაკუწებით . გამოიყენეთ ორი , სამი , ოთხი სახეობის შპალერი , მხოლოდ აუცილებელია ისინი ჰარმონიულად ერწყმოდნენ ერთმანეთს . დაჭერით ისინი პატარა კვადრატებად და ჭადრაკისებურად მიაკარით კედელს . დანარჩენ კედლებზე კი გააკარით შპალერი ერთ ტონალობაში .

shpalerebis shexameba

 

Leave a Reply