სამზარეულოს კუნძული
იდეა , როგორ შევქმნათ შესანიშნავი სამზარეულოს კუნძული
სამზარეულოს კუნძული ჩვენს ბინაში ასრულებს რამოდენიმე დავალებას . ის არამარტო მზერას იბყრობს , არამედ ასევე ამაღლებს ფუნქციონალურობას და ხდის ბინას მოხერხებულს .
ბინათმშენებლობის ნაციონალური ასოციაციის კვლევებით მომხმარებელთა 70 % – ზე მეტს სურვილი აქვს ჰქონდეს ასეთი ” კუნძული ” თავის სამზარეულოში , ხოლო 50% თვლის რომ ეს აუცილებელია . რადგანაც ნათელია , ის ფაქტი , რომ სამზარეულოს კუნძული ძალზედ სასარგებლო კაპიტალდაბანდებაა . ჩვენ მოვიძიეთ ყველაზე წარმატებული იდეები . აბა იფიქრეთ , კონსტრუქციის რომელი ტიპი უზრუნველყოფს ყველაზე მეტ კომფორტულობას . დავუსვათ ჩვენ თავს შეკითხვა : რისთვის გამოვიყენებთ მას ყველაზე ხშირად ? რომელი ფუნქციები დაგვეხმარება სამზარეულოს სრულყოფისთვის ? რამდენი ადგილი დასჭირდება მას ? თუ სამზარეულოს კარადებისთვის ადგილი არ იქნება საკმარისი , მოგვიწევს დამატებითი სივრცის მოძიება . თუ თქვენ არ გაქვთ სამზარეულო ან სასადილო მაგიდა უნდა შევქმნათ დამატებითი ადგილი დასასხდომათ .
არსებობს მრავალნაირი მიდგომა ამ საკითხის გადაწყვეტისთვის , რადგანაც სამზარეულოს კუნძული იკავებს მნიშვნელოვან ადგილს უნდა დაწვრილებით განვიხილოთ თითოეული ელემენტის ადგილმდებარეობა .
დახურულ სამზარეულოში გამართლებულია მაგიდის დადგმა ცენტრში . ის ყოველი მხრიდან ადვილი მისადგომი იქნება და არ შეუშლის ხელს სამზარეულოში გავლას . თუმცა ასეთი განლაგება ყველა სამზარეულოსთვის არ არის მისაღები . მაგალითად , პერიფერიული კუნძული ღია დაგეგმარებით უკეთესად გამოიყურება . ფორმა და ზომაც ასევე განისაზღვრება ინტერიერის დაგეგმარებით . დატოვეთ 90-120 სმ მანძილი კუნძულის პერიმეტრიდან მის გარშემო განლაგებულ კარადებამდე , რათა შეძლოთ თავისუფალი გადაადგილება . ჩვენ შევაგროვეთ რამოდენიმე განსხვავებული გადაწყვეტილება , რომელიც გახდის სამზარეულოს კუნძულს მაქსიმალურად მოხერხებულს , სამზარეულოს სამუშაო ზედაპირის გაზრდით და დამატებითი დასაჯდომი ადგილების ხარჯზე .
თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ერთი მათგანი ან შექმნათ კომბინაცია რამოდენიმე ელემენტისგან , რომ მიიღოთ უნივერსალური დიზაინი, რომელიც ყველაზე მეტად მოუხდება თქვენს სამზარეულოს .
საუკეთესო გადაწყვეტილება სამზარეულოს კუნძულისთვის
- სამუშაო ზედაპირის ფართობის გაზრდა
- დამატებითი დასაჯდომი ადგილების შექმნა
- ჩაშენებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის განსათავსებეი კიდევ ერთი ადგილი .
- მრავალ დონიანი კუნძული
- მეტი სივრცე სათავსოებისთვის
- გამოყენებადი ზედა სივრცე
სამუშაო ზედაპირის ფართობის გაზრდა
გაზარდეთ სამზარეულოს ინტერიერის ფუნქციონალური დონე და ამასთანავე შეინარჩუნეთ სისადავე , საგრძნობლად გაზარდეთ სამუშაო ზედაპირი სამზარეულოს კუნძულის დახმარებით . ზედაპირის ზრდა გვაძლევს დიდ უპირატესობას : მეტი ადგილი საჭმლის მომზადებისთვის , ერთდროულად მუშაობა ამოდენიმე მზარეულოს და საკვებს მიღების მოხერხებული ზონის არსებობა .
გამოიყენეთ სხვა ოთახებისგან განსხვავებული მასალები , ფერები და , სტრუქტურა და ამით შექმენით კონტრასტი .
დამატებითი დასაჯდომი ადგილების შექმნა
თუ თქვენ სამზარეულოში არ არის ნორმალური სასადილო მაგიდა , შეგიძლიათ გააკეთოთ ე . წ ბარის საყრდენი კედელი რამოდენიმე სკამის დამატებით , რომელიც პატარა ადგილს იკავებს თუმცა საკმაოდ ამაღლებს ფუნქციონალურობას და სასიამოვნო გარემოს ქმნის თუნდაც სტუმრის მისაღებათ . თქვენ შეგიძლიათ ბარის საყრდენი კედელი აქციოთ სამუშაო ზედაპირის გაგრძელებათ , რომლის ქვეშ იქნება საკმარისი ადგილი სკამების შესანახათ , როცა ისინი საჭირო არ არის .
ჩასაშენებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკის დამატება
სამუშაო პროცესის განაწილების ერთ ერთი მეთოდია ” კუნძული ” -ს ზედაპირზე ნიჟარის ან გაზქურის ჩაშენება . ეს პროცესი შეიძლება იყოს საკმაოდ რთული . ყურადღება უნდა მიაქციოთ ისეთ დეტალებს , როგორიცაა ვინტილაცია და სანტექნიკა . ამისთვის საჭირო გახდება გამწოვი , რომელიც მოთავსდება კუნძულის თავზე , გასათვალისწინებელია ის ფაქტი რომ ასეთი ტიპის გამწოვი შეიძლება მაცივარზე ძვირი რირდეს . ამის გარდა კუნძულის კარადებში დაგჭირდებათ დამატებითი ადგილის გამოყოფა მილებისთვის .
მრავალდონიანი კუნძული
თუ თქვენ შექმნით სიმაღლეების ვარდნას , ამით დაამატებთ კიდევ ერთ დინამიურ სივრცეს . სამზარეულოს კუნძულის ამ ნაირსახეობის გამოყენება უზრუნველყოფს მაქსიმალურ პირობებს და ამავდროულად გაგძნობინებთ თავს ორ აბსოლიტურად სხვადასხვა სივრცეში . მაგალითად , თქვენ შეგიძლიათ ერთ დონეზე განალაგოთ საყოფაცხოვრებო ნივთები ( როგორიცაა ნიჯარა ) და უფრო მაღლა ბარის საყრდენი .
მეტი სივრცე ნივთების შესანახად
გარდა სამუშაო ადგილის გადიდებისა , სამზარეულოს კუნძული წარმოადგენს სხვადასხვა ნივთების შესანახათ საჭირო სივრცის შექმნის კარგ საშუალებას . მითუმეტეს იმ შემთხვევაში თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკა დიდ ადგილს იკავებს . შეინახეთ ჭურჭელი და ქვაბები ადვილად მისადგომ ადგილზე , მოშორებით შეინახეთ იშვიათად სახმარი ნივთები . კიდევ ერთი ვარიანტი : გამოიყენეთ ღია თაროები კულინარიული ნივთების ან სხვა ნივთების დემონსტრირებისთვის .
ზედა სივრცის გამოყენება
გამოიყენეთ საშუალება და იხმარეთ სამზარეულოს კუნძულის ზედა სივრცე . დააყენეთ იქ ჩამოსაკიდი თაროები . განალაგეთ ზედ ძვირფასი ტაფების ნაკრები ან ბროლის სერვიზი . ასევე შეგიძლიათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ სანათი საშუალებებით ან გამოიყენოთ ეს სივრცე გამწოვისთვის .